მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტი, ფაქტობრივად, აღმოიფხვრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტი, ფაქტობრივად, აღმოიფხვრება

- C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს.

ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს.

მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - გლობალურ ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.