C ჰეპატიტი - ინფიცირების გზები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

C ჰეპატიტი - ინფიცირების გზები და მკურნალობის საშუალებები

- რა დაავადებაა და რამდენად გავრცელებულია ჰეპატიტი?

- ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელიც უმთავრესად სხვადასხვა ვირუსითაა განპირობებული. სადღეისოდ გამოყოფენ ხუთ ძირითად ვირუსს, რომლებსაც A, B, ჩ, D და E ვირუსები ეწოდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს ვირუსები მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა პოტენციური უნარის გამო, გამოიწვიოს დაავადების აფეთქებები და ეპიდემიური გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. B და C ვირუსები დაავადების ქრონიკულ ფორმებს იწვევს და ასეულობით მილიონი ადამიანისთვის წარმოადგენს ღვიძლის ციროზისა და კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. ყოველწლიურად ერთი მილიონი ლეტალური შემთხვევა ვირუსული ჰეპატიტებითაა განპირობებული, ხოლო ღვიძლის კიბოს მიზეზად 78%-ში B და C ჰეპატიტის ვირუსები გვევლინება. მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი (სულ - 2 მილიარდი) B ვირუსითაა ინფიცირებული, ყოველ მეთორმეტეს კი B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა აქვს. C ჰეპატიტი C ვირუსით (HჩV) გამოწვეული ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. C ჰეპატიტის კლინიკური მიმდინარეობა თავისებურებათა წყებით გამოირჩევა და მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებამდე ვარირებს, ამიტომ ამ ვირუსს მეცნიერებმა „ალერსიანი მკვლელი“ უწოდეს. ამჟამად მიჩნეულია, რომ მთელ მსოფლიოში C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით 130-150 მილიონი ადამიანია ავად. მათ მნიშვნელოვან ნაწილს დაავადების უკანასკნელ სტადიაში შესაძლოა ღვიძლის ციროზი ან კიბო განუვითარდეს. ცნობილია, რომ C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით ყოველწლიურად 350-დან 500 ათასამდე ადამიანი კვდება. სადღეისოდ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები და ეს დაავადება იკურნება, თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობა ჯერჯერობით დაბალი რჩება.

- როგორ შეიძლება დაავადდეს ადამიანი C ჰეპატიტით?

- C ჰეპატიტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ავადობის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ცენტრალური და აღმოსავლეთი აზიის, აფრიკის ქვეყნებში. C ჰეპატიტის ეპიდემია შესაძლოა გავრცელდეს მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და სხვა). C ვირუსით დასნებოვნების ყველაზე გავრცელებული გზა სისხლით გადაცემაა. ინფიცირება ხდება არასათანადოდ გასტერილებული არაერთჯერადი სამედიცინო ნემსების და სხვა სამედიცინო ინვენტარის, ასევე - მკურნალობისას შეუმოწმებელი სისხლის პროდუქტების გამოყენებისას.

- რამდენად გამძლეა C ვირუსი გარემო ფაქტორებისადმი?

- C ვირუსით ინფიცირებისთვის აუცილებელია ინფექციის B ვირუსთან შედარებით დიდი დოზა და ხშირი კონტამინაცია C ვირუსით დასნებოვნებულ მასალასთან. ვირუსი ადვილად იღუპება სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით და მაღალ ტემპერატურაზე. შესაძლოა C ვირუსის გადაცემა სქესობრივი გზით ან ინფიცირებული დედისგან შვილზე, მაგრამ ეს გზები ნაკლებად გავრცელებულია და ეპიდემიოლოგიურად ნაკლებღირებულიც. C ვირუსი არ გადაეცემა დედის რძით, წყლით, საკვებით და ინფიცირებულ პირებთან საყოფაცხოვრებო კონტაქტით.

- როგორია C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი?

- C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი ორი კვირიდან ექვს თვემდე გრძელდება. პირველადი ინფიცირების შემდეგ ადამიანთა 80%-ს არავითარი სიმპტომი არ აღენიშნება.

- როგორია კლინიკური სიმპტომები?

- მწვავე პერიოდისთვის დამახასიათებელია:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • საერთო სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • უმადობა;
  • გულისრევა და პირღებინება;
  • შარდის გამუქება;
  • განავლის ფერის შეცვლა (გაბაცება);
  • სახსრების ტკივილი;
  • კანისა და სკლერების სიყვითლე.

ვინაიდან დაავადების მწვავე ფორმა უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ადრეულ ეტაპზე მისი დიაგნოსტირება იშვიათად ხდება. ქრონიკულ ფორმაში გადასვლის შემდეგ დიაგნოზს ხშირად უკვე მძიმე ფორმების განვითარების ეტაპზე სვამენ.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა ორეტაპიანია:

  • პირველი ეტაპია სეროლოგიური სკრინინგით C ვირუსის ანტისხეულების (Aნტი HჩV) გამოვლენა ამ ვირუსით ინფიცირებულებთან (Aნტი HჩV+).
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ტესტის ჩატარება C ვირუსის ნუკლეინის მჟავებზე (Pჩღ HჩV ღNA) C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის დასადასტურებლად. პაციენტთა 15-45%-ს არ სჭირდება მკურნალობა, რადგან სპონტანურად თავისუფლდება ინფექციისგან ძლიერი იმუნური რეაქციის გამო. ინფექციის შეწყვეტის მიუხედავად მათი ტესტირების შედეგები ყოველთვის მიუთითებენ C ვირუსის ანტისხეულების არსებობაზე (AნტიHჩV+).

C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის დიაგნოსტირების დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის დაზიანების ხარისხი - ფიბროზი და ციროზი. თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიების წყალობით ეს შესაძლებელია არაინვაზიური ჩარევის გარეშეც, თუმცა ოქროს სტანდარტად ღვიძლის ბიოფსიაა მიჩნეული. აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა C ვირუსის გენოტიპზე ანტივირუსული მკურნალობის სათანადო რეჟიმის ასარჩევად შემდგომი მკურნალობის დროს. სწორედ ღვიძლის დაზიანების ხარისხსა და ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული ანტივირუსული მკურნალობის სტრატეგია და ტაქტიკა. უკვე ითქვა, რომ C ვირუსი იწვევს დაავადების როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ფორმა უმეტესად უსიმპტომოდ, ანუ კლინიკური გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ინფიცირებულთა 15-45% 6 თვის განმავლობაში სპონტანურად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თავისუფლდება ამ ვირუსისგან (ამას თვითგანკურნებას ვუწოდებთ), რაც, როგორც მოგახსენეთ, ადამიანის მძლავრი იმუნური სისტემის ინდივიდუალურად განპირობებული მოქმედების შედეგია. დანარჩენ 55-85%-ს C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა უვითარდება, ხოლო მათ 15-30%-ს მომდევნო 20 წლის განმავლობაში ციროზი ემუქრება. C ვირუსის ანტისხეულებზე ტესტირება აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ მათ, ვინც მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება:

  • ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს;
  • პირებს, რომელთაც გადაუსხეს შეუმოწმებელი სისხლი ან სისხლის პროდუქტები, ან ჩაუტარდათ სხვა ინვაზიური პროცედურები არასაკმარისი კონტროლის მქონე დაწესებულებებში;
  • ინფიცირებული დედის ახალშობილებს;
  • პირებს, რომელთა სქესობრივი პარტნიორები C ვირუსით იყვნენ ინფიცირებულნი;
  • აივინფიცირებულებს;
  • პირებს, რომლებსაც ტატუირება აქვთ გაკეთებული;
  • მათ, ვინც იყენებდა ინტრანაზალურ პრეპარატებს.

- როგორ მკურნალობენ?

- ამჟამად C ჰეპატიტის სტანდარტული მკურნალობა გულისხმობს ინტერფერონის (პეგილირებული ინტერფერონი) და რიბავირინის გამოყენებას, რომლებიც ეფექტურია ყველა გენოტიპის მიმართ განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლებით. ამ სქემით ჩატარებულ მკურნალობას აქვს გვერდითი ეფექტები, მაგრამ, მიუხედავად ამ შემაკავებელი ფაქტორისა, პეგილირებული ინტერფერონით და რიბავირინით მკურნალობა გადამწყვეტ როლს ასრულებს პაციენტის გადარჩენაში. თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების შედეგად C ჰეპატიტის სამკურნალოდ შეიქმნა ახალი ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც გაცილებით მაღალეფექტურია და ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს. მათ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ პრეპარატებს (DAA) უწოდებენ. ამ ჯგუფში შედის სოფოსბუვირი, რომელიც C ჰეპატიტის სახელმწიფო სამკურნალო პროგრამაშია შეტანილი პეგფერონსა და რიბავირინთან ერთად. საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინიტროს ინიციატივით, C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის წყალობით C ჰეპატიტის მკურნალობა მრავალი პაციენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი, რაც სამომავლოდ დასახული უმნიშვნელოვანესი მიზნის, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის, მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა.

- რამდენად ეფექტურია ასეთი მკურნალობა?

- ანტივირუსული მკურნალობა ასიდან 50-90 შემთხვევაში შედეგიანია. მკურნალობის ეფექტურობა ფაქტორთა მთელ წყებაზეა დამოკიდებული. ადრეულ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობა ამცირებს დაავადების პროგრესირების და ღვიძლის ციროზისა და კიბოს განვითარების რისკს.

- არსებობს თუ არა C ჰეპატიტის ვაქცინა?

- ჯერჯერობით არა, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით მიმდინარეობს და შესაძლოა, უახლოეს მომავალში დადებითი შედეგით დასრულდეს.