ცხოვრება ჰეპატიტით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება ჰეპატიტით

- ჰეპატიტის დროს, მოგეხსენებათ, ღვიძლი ზიანდება, ამიტომ ჰეპატიტით დაავადებულმა კვების ისეთი რეჟიმი უნდა დაიცვას, რომ ზედმეტად არ დატვირთოს დაზიანებული ორგანო. გარდა ამისა, სწორი დიეტა აუმჯობესებს მკურნალობაზე ორგანიზმის რეაქციას და ეხმარება მას გვერდით მოვლენებთან გამკლავებაში. დიეტას ექიმი თითოეულ ავადმყოფს ინდივიდუალურად, განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით უნიშნავს, თუმცა ზოგადი პრინციპები აქაც არსებობს და ისინი ყველამ უნდა იცოდეს.

  • რაციონიდან სრულიად უნდა იქნეს ამოღებული ალკოჰოლი, ყავა და სხვა კოფეინიანი სასმელები.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, მინიმუმამდე - დღეში 2 გრამამდე შეიზღუდოს მარილის მიღება, რათა ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას არაფერმა შეუშალოს ხელი. ასევე უნდა შეიზღუდოს კონცენტრირებული ბულიონის, ცხიმიანი ხორცისა და თევზის, კვერცხის, სანელებლების, შებოლილი, მჟავე, ცხარე, მძიმე და დაკონსერვებული საკვების მიღება.
  • რეკომენდებულია: ვეგეტარიანული სუპი, მცენარეული ცხიმი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული მჭლე ხორცი, რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, კეფირი), უმი და მოხარშული ბოსტნეული, ხილი, ფაფები.

ვიდრე რაციონში რაიმე ცვლილებას შეიტანთ, აუცილებელია, ამის თაობაზე მკურნალ ექიმს გაესაუბროთ. ის მხოლოდ დიეტას კი არ შეგირჩევთ, არამედ დაგინიშნავთ ვიტამინებსა და სხვა ბუნებრივ საშუალებებსაც, რომლებიც ასევე დაგეხმარებათ კარგი თვითშეგრძნების შენარჩუნებაში. ჰეპატიტის ერთ-ერთი სიმპტომია უმადობა, ღებინება, გულისრევა. ეს უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილოთ, საკვები უნდა მიიღოთ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა. ვირუსული  ჰეპატიტის დროს რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვაც. ჭარბ დატვირთვაზე უარი უნდა ითქვას, ზომიერი დატვირთვა კი ადამიანს დაეხმარება, შეინარჩუნოს ორგანიზმის ნორმალური ტონუსი, გაუმკლავდეს დაღლილობას. რასაკვირველია, ფიზიკური დატვირთვის თაობაზეც ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება. რეკომენდებულია თამბაქოს წევისგან თავის შეკავებაც. ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების გულისხმიერ დამოკიდებულებას, თანაგრძნობას, მხარდაჭერას, რაც მათ დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება.

- შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობა ვირუსული ჰეპატიტის დროს? გადაეცემა თუ არა ინფექცია სქესობრივი გზით?

- დიახ, B და C ჰეპატიტები სქესობრივი გზითაც გადაეცემა, უმთავრესად - B ჰეპატიტი. სხვა ვირუსული ჰეპატიტების ამ გზით გადაცემის საფრთხე უმნიშვნელოა. ინფექციის გადაცემის ალბათობა იმატებს, როდესაც სქესობრივ კონტაქტს სისხლდენა ახლავს თან (მაგალითად, მენსტრუაციის, დეფლორაციის დროს), ასევე - ანალური სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში. ვირუსული ჰეპატიტით დასნებოვნების მაღალი რისკი აქვთ მათ, ვინც ხშირად და უწესრიგოდ იცვლის სქესობრივ პარტნიორებს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვირუსული ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადაცემის საფრთხე მეტია ვირუსმატარებლობის დროს და საინკუბაციო პერიოდში, რადგან ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია და პარტნიორის დასაცავად არავითარ ღონეს არ მიმართავს.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსული ჰეპატიტი?

- პროფილაქტიკისთვის საჭიროა სათანადო გამოკვლევის ჩატარება, განსაკუთრებით - ორსულობის დაგეგმვის წინ. აუცილებელია ბავშვებისა და რისკჯგუფების ვაქცინაცია. ერთ-ერთი მთავარი პროფილაქტიკური ღონისძიებაა მუდმივი საგანმანათლებლო მუშაობა სახელმწიფოებრივ დონეზე. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რა არის ჰეპატიტი და როგორ მოიქცნენ მის თავიდან ასაცილებლად. უნდა ვერიდოთ ინფიცირებულის სისხლს, რადგან დასნებოვნებისთვის მისი მინიმალური ოდენობაც კი საკმარისია. დასნებოვნება შესაძლებელია საპარსის, მანიკიურის მაკრატლის და მსგავსი ნივთების საშუალებითაც კი, ამიტომ ამგვარი ხელსაწყოები ინდივიდუალური უნდა იყოს ან ზედმიწევნით კარგად გასტერილდეს. უნდა ვერიდოთ სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლას, დაუცველ სქესობრივ კავშირებს, ისეთ სიტუაციებში, სადაც დასნებოვნების რისკი მაღალია, აუცილებლად გამოვიყენოთ თავდაცვის ბარიერული საშუალება (კონდომი). B და C ჰეპატიტით დაავადებულთა პირადი ჰიგიენის ნივთები (საპარსი, მაკრატელი, კბილის ჯაგრისი, ბამბის ტამპონი) ინფექციის წყაროს წარმოადგენს. მათი გამოყენება დაუშვებელია. B ჰეპატიტისგან თავის დაცვის შედარებით ეფექტურ საშუალებად ითვლება ვაქცინაცია. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა შეტანილ იქნა აუცილებელი აცრების კალენდარში. B ჰეპატიტის სამი ვაქცინაცია ხორციელდება დაბადებიდან პირველსავე წელს, ამასთანავე, პირველი კეთდება სამშობიარო სახლში, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მოზარდებისა და სრულწლოვანებისთვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა რისკის ჯგუფის პირებს სპეციალისტები დაბეჯითებით ურჩევენ ამ აცრის გაკეთებას. შეგახსენებთ, რომ რისკის ჯგუფში შედიან სამედიცინო დაწესებულების მუშაკები, პაციენტები, რომლებსაც სისხლს ან მის კომპონენტებს უსხამენს, ნარკომანები, პირები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ იმ მხარეში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული B ჰეპატიტის ვირუსი, პირები, რომელთაც ოჯახური კავშირი აქვთ B ჰეპატიტით დაავადებულებთან ან ვირუსმატარებლებთან. სამწუხაროდ, C ჰეპატიტის ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ მისი პროფილაქტიკა გულისხმობს ნარკომანიასთან ბრძოლას, დონორის სისხლის აუცილებელ ტესტირებას, ახალგაზრდებსა და მოზარდებთან განმარტებითი სამუშაოების ჩატარებას და სხვა.