ცხიმოვანი ჰეპატოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხიმოვანი ჰეპატოზი

ცხიმების დაგროვება ჰეპატოციტებში ხშირად წარმოადგენს ღვიძლის საპასუხო რეაქციას სხვადასხვა ეგზოგენურ (გარეგან) და ენდოგენურ (შინაგან) ინტოქსიკაციაზე. აღნიშნული პათოლოგიური პროცესი ზოგჯერ დაკავშირებულია ორგანიზმის ზოგიერთ სხვა დაავადებასთან ან პათოლოგიურ მდგომარეობასთან, მაგალითად, შიმშილობასთან, მკაცრ ვეგეტარიანელობასთან და სხვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორი საკვებ რაციონში ცხიმების სიჭარბეა, განსაკუთრებით ცილოვან დეფიციტთან მისი შეუღლების შემთხვევაში. არაერთი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ არაბალანსირებული კვება, მით უფრო ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან კომბინაციაში, ყველა შემთხვევაში აძლევს დასაბამს ცხიმოვან ჰეპატოზს. დაავადების განვითარების მექანიზმი ასეთია: ჰეპატოციტები ცხიმოვან ინფილტრაციას განიცდის ღვიძლში ცხიმების დიდი რაოდენობით მოხვედრის ან კიდევ საკვები ცხიმებითა და ნახშირწყლებით ორგანოს გადატვირთვის გამო მათი ღვიძლიდან გამოდევნის დარღვევის შემთხვევაში. ცხიმების დაჟანგვა და გამოდევნა ღვიძლიდან იღრვევა იმის გამო, რომ მცირდება ცხიმების გადამუშავებაში მონაწილე ნივთიერებების (ლიპოტროპული ფაქტორები და ცილა) რაოდენობა, ცხიმებიდან აღარ წარმოიქმნება ფოსფოლიპიდები,  ბეტა-ლიპოპროტეინები, ლეციტინი და ჭარბი თავისუფალი ცხიმები ლაგდება ღვიძლის უჯრედებში. დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს და ჰეპატოზით დაავადებულ პაციენტებს, ჩვეულებრივ, ჩივილები არ აღენიშნებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.

აუცილებელია ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაცია და მკურნალობის დროულად დაწყება. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში, პათოლოგიური პროცესის გაღრმავების კვალად, ჩნდება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება. ავადმყოფს ეუფლება სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა ფიზიკური დატვირთვის დროს. არის შემთხვევები, როდესაც ჰეპატოზს მკვეთრად გამოხატული კლინიკა აქვს - ძლიერი ტკივილები, წონაში დაკლება, ქავილი, მუცლის შებერილობა. გასინჯვისას ღვიძლი გადიდებული და მტკივნეულია. დაავადებას, როგორც წესი, არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, თუმცა ზოგჯერ ცხიმოვანი ჰეპატოზი შესაძლოა ქრონიკულ ჰეპატიტში ან ღვიძლის ციროზში გადაიზარდოს. ღვიძლის ანთების მკურნალობა და ორგანოს ნეკროზული (მკვდარი) უბნების აღდგენა კი ბევრად რთული საქმეა. ამიტომაც აუცილებელია დროულად ექიმთან მისვლა, მით უფრო, რომ ღვიძლის გაცხიმოვნება შექცევადი პროცესია. სათანადო მკურნალობისა და პათოლოგიური პროცესის განმაპირობებელი მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში ჰეპატოზი უკან იხევს. ცხიმოვანი ჰეპატოზის დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის ჩივილებს, კლინიკურ სურათს, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის პუნქციურ ბიოფსიას. ეს უკანასკნელი ღვიძლიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთასა და მიკროსკოპულ შესწავლას გულისხმობს. ამ დროს ჰეპატოციტების დიდ ნაწილში ცხიმოვანი წვეთების სიჭარბე ვლინდება. თანამედროვე კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ზოგ შემთხვევაში ავლენს ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას.

 

ცხიმოვანი ჰეპატოზის მკურნალობა

ინიშნება:

  • დიდი რაოდენობით ცილების შემცველი დიეტა (იზღუდება ცხიმი, განსაკუთრებით - ცხოველური წარმოშობისა);
  • პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ ცხიმების ცვლას - B12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა,

    ქოლინ-ქლორიდი;

  • ღვიძლის პრეპარატები - პროჰეპარი,  რიპაზონი, სირეპარი და სხვა.
  • რეკომენდებულია სათანადო ფიზიკური აქტივობაც.