დაინფიცირდა თუ არა ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რამდენიმე დღეში გაირკვევა
რამდენიმე დღეში გაირკვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს"ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინიო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და ის კლინიკიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ბავშვს, მის კვლევაზე და დაკვირვებაზე პასუხისმგებლობას კლინიკა აიღებს.
"სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა", - განაცხადა სულხან ორჟონიამ.