C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთშიც იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება, რაც საქართველოში - რას აცხადებს თურქეთის საელჩო - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთშიც იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება, რაც საქართველოში  - რას აცხადებს თურქეთის საელჩო
C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით თურქეთშიც იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება, რაც საქართველოში - რას აცხადებს თურქეთის საელჩო
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იგივე ტიპის მედიკამენტები გამოიყენება რაც საქართველოში.

„თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც სხვა დარგებში, ჯანდაცვის სფეროშიც ძალიან წარმატებით თანამშრომლობენ. გასულ კვირას, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ეიუფ გუმუში. ვიზიტის დროს, იგი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის დარგში, ქალბატონ მაია ლაგვილავას. შეხვედრაზე, მათ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოვების შესაძლებლობები და მასთან
დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. თურქეთშიც C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გამოიყენება იგივე ტიპის მედიკამენტები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, თურქეთში
სამკურნალოდ ჩასული ქართველი პაციენტების დიაგნოზისა და მკურნალობის, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე დავეყრდნოთ მხოლოდ კომპეტენტური უწყებებისა და პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და უგულვებელვყოთ არასპეციალისტების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

4 ივლისს გავრცელდა ინტერვიუ, სადაც თურქეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი მალინა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ იმ პაციენტებს, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის ბენეფიციარები არიან, მკურნალობის შემდეგ სიმსივნე უვითარდებათ.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ,
03-09-2018
შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო
23-08-2018
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის გამოკვლევები დროულად
17-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია, - ამის შესახებ
დაინფიცირდა თუ არა ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო,
შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის გამოკვლევები დროულად
“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ცოტა ხნის წინ მოსკოვში მოღვაწე ღვიძლის და სანაღვლე გზების ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ახალაძე შემოუერთდა.
ცხიმოვანი ღვიძლი ბოლო წლების მანძილზე კარგად ნაცნობი დიაგნოზი გახდა პაციენტებისათვის.
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება