რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
რას პასუხობს ინფექციონისტი მანანა ლომიძე თურქული კლინიკის წარმომადგენლის განცხადებას C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით
რას პასუხობს ინფექციონისტი მანანა ლომიძე თურქული კლინიკის წარმომადგენლის განცხადებას C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით
არაერთ ვებგვერდსა და სოციალურ სივრცეში ვრცელდება ინტერვიუ თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის
ქართველ მრჩეველთან, მალინა ბერეკაშვილთან, რომელიც საუბრობს, რომ ქართველი ერი დგას კატასტროფის წინაშე, რადგან ძალიან დიდი სისწრაფით მატულობს სიმსივნური დაავადებების შემთხვევები. იგი ასახელებს ამ მატების არაერთ მიზეზს და მათ შორის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამას, რომლის დახმარებითაც ათასობით ადამიანი განიკურნა C ვირუსისაგან.

მანანა ბერეკაშვილი ამბობს:
"კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწადნახევრის, ორი წლის თავზე
ჩვენთან სიმსივნის დიაგნოზით ჩამოდიან. ორგანოების გადანერგვით ვინც გადარჩა, გადარჩა, სხვები გარდაიცვალნენ, ზოგს ოპერაციამ ვერ უშველა… მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?!. ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც
სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან."

ჩვენ დავუკავშირდით ექიმ-ინფექციონისტს მანანა ლომიძეს, რომელიც 1996 წლიდან ატარებს ანტივირუსულ მკურნალობას და კომენტარი ვთხოვეთ ამ საკითხთან დაკავშირებით:


- ეს არასწორი ინფორმაციაა, ძალიან ბევრ ქვეყანას უნდოდა ამ უფასო პროგრამის განხორციელება, მაგრამ ყველასთვის არ გახდა იგი ხელმისაწვდომი. სწორედ ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება.

ზოგადად, C ვირუსი კანცეროგენული თვისებების მატარებელია და მას შეუძლია გამოიწვიოს ჰეპატიტი, რომელიც შეიძლება გართულდეს ციროზით ან ჰეპატოცელულარური კარცინომით - ციროზი-კიბოთი.

მაგრამ კიბო გაცილებით უფრო ხშირად ვითარდება არანამკურნალებ პაციენტებში, რომელთა ორგანიზმშიც C ვირუსია, ვიდრე ნამკურნალებში, სადაც ვირუსი არ არის. ეს მკურნალობა ათასობით ადამიანმა ჩაიტარა და ვირუსის ელიმინაციის ანუ ორგანიზმიდან განდევნის პროცენტი 98%-ია, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა მკურნალობის ჩატარებამდეც ჰქონდეს პირველადი კიბოს განვითარება დაწყებული. ეს მომენტი რომ არ გამომპარვოდა, მე უმრავლესობას იმ პაციენტებისა, რომელთაც ციროზი დაუდგინდებოდა, ვუტარებდი ანალიზს ჰეპატოკარცინომის მარკერზე - ალფა-ფეტოპროტეინზე.

და იქ, სადაც იყო მოსალოდნელი კიბოს განვითარება, ანტივირუსული მკურნალობის ფონზე უფრო ნაკლებ შემთხვევაში განვითარდა.

სწორედ ამიტომ არის სასურველი, რომ ასეთი მკურნალობა მხოლოდ სპეციალისტის მიერ ჩატარდეს და მის მიერ იყოს მართული.

მე პირადად 1000-ზე მეტი პაციენტი მყავს ნამკურნალები და მათგან მხოლოდ 5 გარდაიცვალა იმის გამო, რომ დაავადება პროგრესირდა და კანცეროგენული გართულება განვითარდა. ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნებოდა, ამ ადამიანებს მკურნალობა რომ არ ჩატარებოდათ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენთან ჩატარებული მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების სასიკეთოდ იყო და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შემოსული პრეპარატი გახლდათ ყველაზე სუფთა - ამერიკული წარმოებისა. სხვა ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში - ინდური პრეპარატი შეაქვთ.

მე ვერ გეტყვით რა ინტერესები ამოძრავებთ თურქულ კლინიკებს, მაგრამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ C ჰეპატიტის პროგრამა იყო დიდი სიკეთე ჩვენი ხალხისათვის.


ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 06-07-2018
მარი
ეს ქალბატონი აშკარად ამართლებს არსებულ სიტუაციას და თურმე თურქეთს შურს რომ ეს პროგრამა არ განხორციელდა თურქეთში....კარგით რა ქალბატონო კარგიიიით!!!თუ ღმერთის არ გეშინიათ,პატარა ბავშვები მაინც არ გეცოდებათ?!თუ თქვენი ღმერთი ბიძინაა?!
თარიღი : 05-07-2018
ნინი
ადამიანებს ძალიან დაეხმარა ეს პროგრამა. ამ მთავრობამ ერთი ეს სიკეთე გააკეთა, მეტი აბა მაგათ არაფერი გაუკეთებიათ. ჩემი ოჯახის წევრმა იმკურნალა და ძალიან კმაყოფილები ვართ.
თარიღი : 05-07-2018
ბებილო
დღეს საქართველოში " ომობანა" ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ დარგში.საქმე ფულს ეხება..რაც მეტი აქვს, მავანმა და მავანმა უფრო მეტი უნდა იშოვოს თუნდაც, ადამიანის გვამების ხარჯზე.თუმცა, იმ ფაქტს ვერავინ უარყოფს რომ, საქართველოში მოწამლული პროდუქტი და ადამიანების ჯამრთელობისთვის საშიში, უხარისხო მასალები შემოდის.ვერც იმას ვუარყოფთ რომ, არც ერთ ევროპის ქვეყანში არ აღინიშნება ამდენი დაავადებები როგორც საქართველოში. ალბათ, ესეც გამიზნული ბიზნესია.ერთად-ერთი იარაღი კი ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის-მიუბრუნდეთ მიწას და ფხიზლად ვიყოთ რათა, ისიც არ მოწამლონ ჩვენს გარშემო,ცხვრის ტყავით შემოპარულმა მტრებმა....
თარიღი : 05-07-2018
მარინა
ამ შემთხვევაში შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს პაციენტის მიერ მკურნალობის პერიოდში მიღებულმა ალკოჰოლის სულ მცირე რაოდენობამაც და ეს იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა და არა მკურნალობის შემდგომი გართულება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
06-07-2018
B და C ჰეპატიტის ვირუსი აზიანებს ღვიძლს, შედეგად ვითარდება ღვიძლის ქსოვილის ანთება.
04-05-2018
ორსულობის პერიოდიდან დაწყებული სანამ თქვენი პატარა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს,

15-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ალკოჰოლით დაზიანებული ღვიძლი ამ ეტაპზეც რჩება ბელორუსი მკვლევარების აქტიური შესწავლის ობიექტად.
B და C ჰეპატიტის ვირუსი აზიანებს ღვიძლს, შედეგად ვითარდება ღვიძლის ქსოვილის ანთება.
ღვიძლის ციროზი აუცილებლად უნდა გამორიცხოთ, თუ შემდეგი სიმპტომები გაწუხებთ:
C ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა.
თბილისში, სასტუმრო "რედისონში" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა იმართება.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა