ჰეპატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ჰეპატოლოგია
ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაავადებული ორგანოების ჯანმრთელით შეცვლა ფანტაზიად მიაჩნდათ. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება თირკმელების, გულის, ფილტვებისა და ღვიძლის გადანერგვა. აქედან ყველაზე რთული და ძვირად ღირებული ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ევროპის ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი ბელა ელიაძე. - რას წარმოადგენს ორგანიზმისთვის ღვიძლი?- ღვიძლი გული არ არის, მაგრამ მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება მას. ის მეტად საჭირო ორგანოა. მის მუშაობაზე დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების ხარისხი და სიცოცხლეც კი.თუ ღვიძლმა შეწყვიტა მომწამლავი ნივთიერებების გაუვნებლება, ისინი ორგანიზმში დაგროვდება; თუ ღვიძლში არ წარმოიქმნა ნაღვლის წვენი, დაირღვევა საჭმლის მონელების პროცესი; დაზიანებული ღვიძლი ვერ შეძლებს სისხლის ცილებისა და სასარგებლო გლიკოგენის, ვიტამინების სინთეზს და სხვა.
ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი ღვიძლია, მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მოთავსებული "ბიოქიმიური ლაბორატორია", რომელიც  დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით მყარად ემაგრება. გარედან ღვიძლს თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს, შიგნით კი მოქცეულია მისი ძირითადი ნივთიერება, რომელიც ღვიძლს მეტად რბილ კონსისტენციას სძენს. თუმცა, მიუხედავად სირბილისა, ფიბროზული კაფსულის წყალობით ღვიძლი საკმაოდ მკვრივი ორგანოა, რომელსაც სისხლსავსეობის გამო მოწითალო-მოყავისფრო ფერი აქვს. ღვიძლი 4 წილისგან შედგება. მამაკაცის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, ქალისა კი 1,2 კგ-ს.
ღვიძლის მწვავე უკმარისობა ღვიძლის პარენქიმის მწვავე დაზიანებით გამოწვეული უმძიმესი პათოლოგიაა. როდის და რატომ ვითარდება იგი, როგორია მისი პროგნოზი? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ რეანიმატოლოგს ნინო გრიშაშვილს.- რა არის ღვიძლის მწვავე უკმარისობა?- ღვიძლის მწვავე უკმარისობა ანუ ჰეპატარგია კლინიკური სინდრომია, რომელიც ღვიძლის მწვავე დიფუზურ დაზიანებას ახლავს თან. ეს სინდრომი თავს იჩენს მაშინ, როდესაც ზიანდება ღვიძლის პარენქიმის 80%-ზე მეტი და ვითარდება მასიური ნეკროზი. ამ დროს ხდება ამ ორგანოს სასიცოცხლო ფუნქციათა სრული მოშლა და დათრგუნვა.
ღვიძლის გადანერგვა დაზიანებული ღვიძლის ჯანმრთელით შეცვლის ოპერაციაა. ჯანმრთელი ღვიძლი შეიძლება აღებულ იქნეს როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი დონორისგან. ღვიძლის გადანერგვამ ექსპერიმენტული მეცნიერებიდან ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა და დღეს ის განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებისთვის "სასოწარკვეთილების ოპერაციად" მიიჩნევა. ეს ოპერაცია იძლევა ადამიანის გადარჩენის საშუალებას, თუ ღვიძლს დაავადების შედარებით ადრეულ სტადიაში მივუსწრებთ. ყველაზე მეტად გავრცელებულია ეგრეთ წოდებული ორთოტოპიული ტრანსპლანტაცია, რომლის ტექნიკური ასპექტები ყველაზე უკეთ არის დამუშავებული. ამ დროს დონორის ღვიძლი ნორმალურ ანატომიურ მდგომარეობაში თავსდება.
ნაჩვენებია მე-7 გვერ 9 - დან
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
სპეციალისტებმა აღწერეს ბიპოლარული მოშლილობით დაავადებული 51 წლის პაციენტის შემთხვევა, რომლის