რომელი დაავადებები დიაგნოსტირდება სისხლის სეროლოგიური ანალიზით - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
რომელი დაავადებები დიაგნოსტირდება სისხლის სეროლოგიური ანალიზით
რომელი დაავადებები დიაგნოსტირდება სისხლის სეროლოგიური ანალიზით
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს. ასე გამომუშავდება ორგანიზმის იმუნური დაცვა. კონკრეტული ვირუსის ან ბაქტერიის მიმართ გარკვეული ანტისხეულების არსებობა დაავადების ძირითადი სიმპტომების გამოვლენამდე შეიძლება დაავადების შესაძლო არსებობაზე მიუთითებდეს. სეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა მეტ-ნაკლებად სრულ სურათს იძლევა.

რა არის სეროლოგიური კვლევა?

ეს არის ადამიანისა და ცხოველის ბიოლოგიური მასალის შესწავლის მეთოდი, რომლის დროსაც შესაძლებელია მასში ანტისხეულების ან ანტიგენების გამოვლენა, რომლებიც დამცველობითი რეაქციის სახით ორგანიზმში გამომუშავდება ინფექციასთან ბრძოლისას. ასეთი მეთოდი გამოიყენება ინფექციის გამომწვევის აღმოსაჩენად, ასევე შემდეგი მიზნით:

  • სისხლის ჯგუფის განსაზღვრა;
  • იმუნიტეტის
    დონის შესწავლა;
  • ქსოვილოვანი ანტიგენების განსაზღვრა.

კვლევა რეკომენდებულია პაციენტებისთვის ინფექციური დაავადების ფართო სპექტრისას, დიაგნოზის დასადგენად. სეროლოგიური კვლევა ტარდება მკურნალობის ეფექტურობის გამოსავლენადაც.

სპეციალისტები მეთოდს დაავადების ხარისხიან დიაგნოსტიკად აფასებენ.

თუ ავადმყოფი დაავადების სტადიაშია, განმეორებითი კვლევა, ჩატარებული მკურნალობის ეფექტიანობაზე დასაკვირვებლად, რეკომენდებულია ერთკვირიანი ინტერვალით.

ხშირად სეროლოგიურ კვლევას დაავადების გამომწვევის განსაზღვრისთვის
უკვე მას შემდეგ იყენებენ, რაც პაციენტი გადაიტანს დაავადებას.


უკუჩვენება


იმასთან დაკავშირებით, რომ მეთოდი გულისხმობს პაციენტის ბიოლოგიური მასალის შესწავლას, ის უარყოფითად ვერ იმოქმედებს ადამიანზე და შესაბამისად, უკუჩვენებაც არ გააჩნია. კვლევა სრულებით უსაფრთხოა.


კვლევის ჩვენებები?

მეთოდი გამოიყენება ინფექციის გამომწვევის განსასაზღვრად ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა:

  • ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
  • აივ-ინფექცია;
  • ჰერპესი;
  • ტოქსოპლაზმოზი;
  • ლაბირინთოპათია;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  • დიფტერია;
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსი;
  • სარტყლისებური ლიქენი;
  • შრატისმიერი დაავადება;
  • ბრუცელოზი;
  • ინფექციური დერმატიტი;
  • ბულოზური ოტიტი;
  • ბლასტომიკოზი;
  • სტაფილოკოკური ინფექცია;
  • ჰეპატიტი.
  • ოპისტორქოზი;
  • ამებიაზი;
  • ცისტიცერკოზი;
  • ლამბლიოზი;
  • პნევმონია.


პროცედურისთვის მზადება

პროცედურისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, მხოლოდ უზმოზე სისხლის აღებაა საჭირო.

მიღებული შედეგები უნდა განიხილებოდეს დაავადების კლინიკურ სურათთან ერთად. კვლევას გააჩნია სპეციფიკური ხასიათი და ზოგჯერ ინფექციური დაავადებებისადმი აბსოლუტური მგრძნობელობა არ ახასიათებს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ტესტი, რომელიც მამაკაცს საშუალებას მისცემს, სპერმის ხარისხი
31-07-2018
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი,
11-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
ნებისმიერი სერიოზული სისხლდენა სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის დიდ პრობლემად იქცევა.
ბუნებამ უამრავი მექანიზმი შექმნა სხვადასხვა საშიშროებისგან ადამიანის დასაცავად.
სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
სისხლის სხვა ანალიზების მსგავსად, ბიოქიმიური კვლევაც მომზადებასა და მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს:

16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868