სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი

  • სისხლი უნდა ჩაბარდეს მხოლოდ უზმოზე. წინა საღამოს ვახშამი არ უნდა შეიცავდეს მაგარ ჩაის ან ყავას, 2-3 დღე უნდა მოერიდოთ ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლს. 24 საათით ადრე თავი შეიკავეთ ნებისმიერი სითბური პროცედურისა (აბანო, საუნა) და მძიმე ფიზიკური დატვირთვისაგან. ანალიზი ჩააბარეთ დილით.
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდია, რომელიც შინაგანი ორგანოების: ღვიძლის, თირკმლების, კუჭუკანა ჯირკვლის, ნაღვლის ბუშტის ფუნქციობის შეფასების საშუალებას იძლევა, ინფორმაციულია მეტაბოლიზმზე, ლიპიდების, ცილების, ნახშირწყლების ცვლასა და მიკროელემენტების მოთხოვნილებაზე.
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი პრაქტიკულად ყველა დაავადების დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია.

სისხლის სტანდარტული ბიოქიმიური ანალიზი მოიცავს:

1) სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას - ძირითადი ტესტია შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკასა და ეფექტური მკურნალობისთვის. გლუკოზის დონის დაქვეითება აღინიშნება ზოგიერთი ენდოკრინული დაავადებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

სისხლში გლუკოზის ნორმული მაჩვენებელია:

ასაკი                 გლუკოზის დონე მმოლ/ლ

14 წელი            3,33 - 5,55

14 - 60 წელი     3,89 - 5,83

60 - 70 წელი     4,44 - 6,38

70 წელი           4,61 - 6,10

2) საერთო ბილირუბინს - სისხლის ყვითელი პიგმენტია, რომელიც ჰემოგლობინის, მიოგლობინისა და ციტოქრომების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. საერთო ბილირუბინის რაოდენობის მომატების ძირითადი მიზეზებია: ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი, ციროზი), ერითროციტების გაძლიერებული დაშლა (ჰემოლიზური ანემია), ნაღვლის უკუდენის დარღვევა (ნაღველკენჭოვანი დაავადება).

საერთო ბილირუბინის ნორმული მაჩვენებელია:

  • 3,4 - 17,1 მკმოლ/ლ.

3) პირდაპირ ბილირუბინს - სისხლის საერთო ბილირუბინის ფრაქცია. პირდაპირი ბილირუბინი იზრდება სიყვითლისას, ნაღვლის შეგუბების გამო. პირდაპირი ბილირუბინის ნორმული მაჩვენებელია:

  • 0 - 7,9 მკმოლ/ლ.

4) არაპირდაპირ ბილირუბინს - საერთო და პირდაპირი ბილირუბინის მაჩვენებლებს შორის სხვაობა. ეს მაჩვენებელი იზრდება ერითროციტების გაძლიერებული დაშლისას - ჰემოლიზური ანემიის, მალარიის, ქსოვილებში მასობრივი სისხლჩაქცებებისას და ა.შ.

არაპირდაპირი ბილირუბინის ნორმული მაჩვენებელია:

  • < 19 მკმოლ/ლ.

5) ასპარტამინოტრანსფერაზას - ღვიძლში სინთეზირებული ერთ-ერთი ძირითადი ფერმენტია. ნორმაში სისხლის შრატში ამ ფერმენტის შემცველობა დიდი არაა, რადგანაც მისი დიდი ნაწილი ჰეპატოციტებშია (ღვიძლის უჯრედები). მისი მომატება აღინიშნება ღვიძლისა და გულის დაავადებებისას, ასპირინისა და ჰორმონული კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღებისას.

ასპარტამინოტრანსფერაზას ნორმული მაჩვენებელია:

  • ქალები - 31 ერთ/ლ-მდე;
  • მამაკაცები – 37 ერთ/ლ.

6) ალანინამინოტრანსფერაზას - ღვიძლში სინთეზირებული ფერმენტია. მისი დიდი ნაწილი ღვიძლის უჯრედებშია, ამიტომ ალტ-ს კონცენტრაცია ნორმის დროს სისხლში მაღალი არ არის. მომატება აღინიშნება ღვიძლის უჯრედების მასობრივი კვდომისას (ჰეპატიტის, ციროზის დროს), გულის მძიმე უკმარისობისას და სისხლის დაავადებებისას. ნორმული მაჩვენებელი:

  • ქალები - 34 ერთ/ლ-მდე;
  • მამაკაცები - 45 ერთ/ლ-მდე.

7) გამა-გლუტამილტრანსფერაზას - უპირატესად ღვიძლისა და პანკრეასის უჯრედებში არსებული ფერმენტი. სისხლში მისი რაოდენობის მომატება ამ ორგანოების დაავადებებისას და ალკოჰოლის ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნება.

გამა-გლუტამილტრანსფერაზას ნორმული მაჩვენებელია:

  • მამაკაცები - 55 ერთ/ლ;
  • ქალები - 38 ერთ/ლ.

8) ტუტე ფოსფატაზას - ადამიანის ქსოვილებში არსებული ფერმენტია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტუტე ფოსფოტაზის ღვიძლის და ძვლის ფორმა, რომლის აქტივობა სისხლის შრატში განისაზღვრება.

ტუტე ფოსფატაზას ნორმული მაჩვენებელია:

  • 30-120 ერთ/ლ.

9) ქოლესტერინს - სისხლის ძირითადი ლიპიდია, რომელიც ორგანიზმში ხვდება საკვებით, ასევე სინთეზირდება ღვიძლის უჯრედებში. ქოლესტერინის ნორმული მაჩვენებელია:

  • 3,2-5,6 მმოლ/ლ.

10) დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს - ლიპიდების ერთ-ერთი ყველაზე ათეროგენული, „მავნე“ ფრაქციაა. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ძალიან მდიდარია ქოლესტერინით. სისხლძარღვების უჯრედებში მისი ტრანსპორტირებისას იქ ჩერდება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ნორმისას მისი მაჩვენებელია:

  • 1,71-3,5 მმოლ/ლ.

11) ტრიგლიცერიდებს - სისხლის პლაზმაში არსებული ნეიტრალური ცხიმებია და ლიპიდური ცვლის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტრიგლიცერიდების ნორმული მაჩვენებელია:

  • 0,41-1,8 მმოლ/ლ.

12) საერთო ცილას - სისხლში საერთო ცილის მაჩვენებელი. მისი დაქვეითება აღინიშნება ღვიძლისა და თირკმლების ზოგიერთი დაავადებისას, რომლებსაც შარდთან ერთად ცილის მომატებული გამოყოფა ახლავს. მომატება ახასიათებს სისხლის დაავადებებსა და ინფექციურ-ანთებით პროცესებს. საერთო ცილის ნორმული მაჩვენებელია 66-83 გ/ლ.

13) ალბუმინს - სისხლის უმნიშვნელოვანესი ცილაა. მისი შემცველობის შემცირება ხდება თირკმლის, ღვიძლისა და ნაწლავების დაავადებებისას. ალბუმინის მომატება დაკავშირებულია გაუწყლოებასთან. ალბუმინის ნორმული მაჩვენებელია 35-52 გ/ლ.

14) კალიუმს (К+) - უჯრედებში არსებული ელექტროლიტია სისხლში კალიუმის დონის მომატება აღინიშნება თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას, ხშირად თირკმელების მძიმე დაავადებებთან დაკავშირებული გამოყოფილი შარდის მკვეთრი შემცირებისას ან ანურიისას. კალიუმის ნორმული მაჩვენებელია 3,5-5,5 მმოლ/ლ.

15) ნატრიუმს (Nა+) - უპირატესად უჯრედგარე სითხეში არსებული ელექტროლიტი მცირე რაოდენობით უჯრედის შიგნითაცაა. ის პასუხისმგებელია ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის, საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მუშაობაზე, სისხლის წნევისა და წყლის ცვლაზე.

ნორმაში ნატრიუმის მაჩვენებელია:

  • 136-145 მმოლ/ლ.

16) ქლორს (Сლ-) - ერთ-ერთი ძირითადი ელექტროლიტია, რომელიც იონიზებულ მდგომარეობაშია სისხლში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში წყალელექტროლიტური და მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებაში. ქლორის ნორმული მაჩვენებელია:

  • 98-107 მმოლ/ლ.

17) კრეატინინს - ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთოვანი და სხვა ქსოვილების ენერგეტიკული ცვლისას. კრეატინინი სრულად გამოიყოფა თირკმელებით, ამიტომ სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრას მნიშვნელოვანი კლინიკური მნიშვნელობა აქვს თირკმლების დაავადების დიაგნოსტირებისთვის. ნორმისას კრეატინინის მაჩვენებელია:

  • მამაკაცები - 62-115 მკმოლ/ლ;
  • ქალები - 53-97 მკმოლ/ლ.

18) შარდოვანას - ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში ცილების მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტია. შარდოვანა თირკმლებით გამოიყოფა, ამიტომ სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა თირკმლების ფუნქციურ შესაძლებლობას გვატყობინებს და ფართოდ გამოიყენება თირკმლის პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის. შარდოვანას ნორმალური მაჩვენებელია:

  • 2,8-7,2 მმოლი/ლ.

19) შარდმჟავას - ორგანიზმში ცილების მეტაბოლიზმის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტია. შარდმჟავა სრულად გამოიყოფა თირკმლების მიერ. შარდმჟავას მომატებული კონცენტრაცია გვხვდება თირკმელკენჭოვანი და თირკმლის უკმარისობით მიმდინარე სხვა დაავადებებისას. შარდმჟავას ნორმალური მაჩვენებელია:

  • მამაკაცები - 210-420 მკმოლ/ლ;
  • ქალები - 150-350 მკმოლ/ლ.

20) С-რეაქტიულ ცილას - სისხლის მგრძნობიარე ელემენტი, რომელიც სხვაზე სწრაფად რეაგირებს ქსოვილების დაზიანებაზე. სისხლის პლაზმაში რეაქტიული ცილის არსებობა ანთებითი პროცესის, ტრავმის, ორგანიზმში უცხო მიკროორგანიზმების - ბაქტერიების, პარაზიტების, სოკოების არსებობას მიგვანიშნებს. რაც უფრო მწვავეა ანთებითი პროცესი და აქტიურია დაავადება, მით მაღალია სისხლის შრატში С-რეაქტიული ცილა.

С-რეაქტიული ცილის ნორმის მაჩვენებელია:

  • 0-5 მგ/ლ.

21) რკინას (შრატის რკინა) - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაშია, მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და დეპონირებაში და უმნიშვნელოვანესია სისხლის წარმოქმნის პროცესში.

შრატის რკინის ნორმის მაჩვენებელია:

  • ქალები - 8,95-30,43 მკმოლ/ლ;
  • მამაკაცები - 11,64-30,43 მკმოლ/ლ.