რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
რას გვაუწყებს სისხლის ფერადობის მაჩვენებელი
რას გვაუწყებს სისხლის ფერადობის მაჩვენებელი
სისხლის ფერადობის მაჩვენებელი ერითროციტების კვლევისთვის გამოიყენება. სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობა, ფორმა, მოცულობა და ფერი სისხლის ხარისხზე მიუთითებს. ფერადობის მაჩვენებლით განისაზღვრება წითელი სხეულაკების წილი და ჰემოგლობინის რაოდენობა. სისხლის ანალიზის ეს მაჩვენებელი ინფექციისა და სხვადასხვა სახის ანემიის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 0,85-დან 1,05-მდეა.


ფერადობის მაჩვენებელთან დაკავშირებული დაავადებები შეიძლება კლასიფიცირდეს თითოეულ უჯრედში ერითროციტების ზომისა და ჰემოგლობინის რაოდენობის მიხედვით: მიკროციტული ან მაკროციტული ანემიაა, თუ ფერადობის მაჩვენებელი ნორმას ექვემდებარება, მაგრამ თუ სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა მცირეა, მაშინ ნორმოქრომულ ანემიასთან გვაქვს
საქმე.

ფერადობის მაჩვენებლის დონის მომატებას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ანემიის ტიპის განსაზღვრისათვის (უმრავლეს შემთხვევაში ეს არის რკინადეფიციტური ანემია).

ანემია სისხლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მოიცავს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს. რკინადეფიციტური ანემია დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აღენიშნება. ეს დაავადება უფრო ქალებთან (განსაკუთრებით ორსულობისას), ბავშვებსა და ხანდაზმულებთან გვხვდება.

როდესაც სისხლის ფერადობის მაჩვენებელი მომატებულია (ინდექსი მეტია 1,1-ზე), შეიძლება მაკროციტული ანუ ჰიპერქრომული ანემია იყოს. სისხლის მაჩვენებლის ამგვარ დარღვევას ახასიათებს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ანომალიურად დიდი ოდენობის ჰემოგლობინს შეიცავენ. ამ ანომალიის ძირითადი მიზეზი B12 დეფიციტურ და სხვადასხვა სიმსივნესა და აუტოიმუნურ დაავადებასთან დაკავშირებული ავთვისებიანი ანემიაა. აღნიშნულ ფაქტორს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები (დაავადების სიმპტომების მიხედვით):

  • მადის დაკარგვა;
  • ფერმკრთალი ქუთუთოები და ტუჩები;
  • მტვრევადი ფრჩხილები;
  • სისუსტე და დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
  • ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები და ძილის დარღვევა;
  • ყლაპვის გართულება;
  • გახშირებული გულისცემა;
  • ტკივილი გულმკერდში;
  • ათვისების უნარის დარღვევა;
  • ცივი კანი.

თუ ფერადობის მაჩვენებელი დაქვეითებულია (ინდექსი 0,8-ზე ნაკლებია), მაშინ მიკროციტულ ანუ ჰიპოქრომულ ანემიასთან გვაქვს საქმე. უმეტეს შემთხვევაში, ჰიპოქრომული ანემია ჰემოგლობინის თანდაყოლილ დეფექტს უკავშირდება. რკინის დეფიციტი მიკროციტული ანემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჭარბი მენსტრუაცია;
  • ორსულობა და
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა.

ანემიის მსუბუქ ფორმას თან ახლავს უმნიშვნელო სიმპტომები:

  • მსუბუქი დაღლილობა;
  • ენერგიის უქონლობა;
  • უფრო რთული ფორმისას - სუნთქვის გართულება;
  • გაძლიერებული გულისცემა;
  • ხელისგულების სიფერმკრთალე;
  • ხშირი კონიუნქტივიტი.

იშვიათი გენეტიკური დაავადებაა ჰემოქრომატოზი, რომელიც ორგანიზმში რკინის დაგროვების შედეგად ვითარდება. ეს ისეთივე სახიფათოა, როგორიც რკინის დეფიციტი. რადგანაც მამაკაცები, ქალებთან შედარებით, ნაკლებ რკინას კარგავენ, ჰემოქრომატოზი უფრო მამაკაცებთან გავრცელებული დაავადებაა.

ანემიის მსუბუქი ფორმების დროს აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა. დაბალანსებული, ცილების საკმარისი შემცველობით, B12 და სხვა ვიტამინითა და მინერალით გაჯერებული დიეტა სწრაფად აღადგენს ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობას.

ფერადობის მაჩვენებლის დროული კვლევა აგვარიდებს რკინის დეფიციტითა და ანემიით გამოწვეულ მძიმე დაავადებებს. კარგი განწყობისა და მდგომარეობის მისაღწევად კი აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, მრავალფეროვანი რაციონი და სუფთა ჰაერზე სეირნობა.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბუნებამ უამრავი მექანიზმი შექმნა სხვადასხვა საშიშროებისგან ადამიანის დასაცავად.
სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს.
სისხლის სხვა ანალიზების მსგავსად, ბიოქიმიური კვლევაც მომზადებასა და მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს:

სისხლის ბანკები ზაფხულის სეზონზე მარაგების შემცირების გამო საზოგადოებას მიმართავენ. როგორც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი სისხლის ბანკის, ”ჰემა 2012”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დიანა ტარიელაძემ განაცხადა, მათი კლინიკაც იმ კლინიკებს შორისაა, რომლებსაც საზაფხულო არდადეგების განმავლობაში სისხლის პროდუქტების მარაგი უმცირდებათ.
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის