რაზე აგებენ პასუხს ლეიკოციტები და რას უკავშირდება სისხლში მათი დონის ცვლილება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რაზე აგებენ პასუხს ლეიკოციტები და რას უკავშირდება სისხლში მათი დონის ცვლილება
რაზე აგებენ პასუხს ლეიკოციტები და რას უკავშირდება სისხლში მათი დონის ცვლილება
პრაქტიკულად ყველამ იცის, რა არის ლეიკოციტები - სისხლის მსხვილი, ბურთისებრი, უფერული ელემენტები. მათ ხშირად სისხლის თეთრ სხეულაკებსაც უწოდებენ.

ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახეობის ლეიკოციტი ფუნქციონირებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან შენებით, წარმოშობითა და დანიშნულებით, მაგრამ ყველა მათგანი იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედებია და ასრულებს უმნიშვნელოვანეს ამოცანას - გარეშე და შინაური „მტებისგან“ დაცვას. თეთრი უჯრედები არა მარტო სისხლძარღვებში გადაადგილდება, გადის სისხლძარღვის კედლებს, აღწევს ქსოვილებში, ორგანოებში და ისევ ბრუნდება სისხლში. საშიშროების აღმოჩენისას ლეიკოციტები სწრაფად ხვდებიან საჭირო ადგილას.

ლეიკოციტების ფუნქციები - თეთრ სხეულაკებს შეუძლიათ მავნე აგენტების შთანთქმა
და მონელება, რის შედეგადაც თავადაც იღუპებიან. „მტრების“ განადგურების პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება, მის განმახორციელებელ უჯრედებს კი - ფაგოციტები.

ლეიკოციტი პასუხისმგებელია არა მარტო უცხო სხეულის განადგურებაზე, არამედ ორგანიზმის გაწმენდაზე, ანუ არასაჭირო ელემენტების: პათოგენური მიკრობების ნარჩენებისა და დაღუპული თეთრი უჯრედების უტილიზაციაზეც.

ლეიკოციტების კიდევ ერთი ფუნქცია ანტისხეულების გამომუშავებაა პათოგენური
ელემენტების გასანადგურებლად. ანტისხეულები ადამიანს ზოგიერთი გადატანილი დაავადების მიმართ შეუვალს ხდის.

ლეიკოციტების სახეები: ფორმითა და სტრუქტურით თეთრი უჯრედები იყოფა გრანულოციტებად და აგრანულოციტებად. პირველს გააჩნია მარცვლოვანი ციტოპლაზმა და სეგმენტირებული დიდი ბირთვი. მათ მიეკუთვნება ნეიტროფილები, ბაზოფილები და ეოზინოფილები. აგრანულოციტებში მარცვლოვანება არ არის და ბირთვი არასეგმენტირებულია. ასეთებია: მონოციტები და ლიმფოციტები.

ნეიტროფილები სისხლის თეთრი სხეულაკების დიდი ჯგუფია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიქმნება და ფაგოციტებს მიეკუთვნება. წაგრძელებული, ჩხირის ფორმის ბირთვიან ნეიტროფილურ ლეიკოციტებს ეწოდება ჩხირბირთვიანი ანუ მოუმწიფებელი. არსებობს კიდევ უფრო ახალგაზრდა ფორმები - მეტამიელოციტები, რომლებსაც ახალგაზრდას უწოდებენ. სისხლში ყველაზე მეტი მწიფე უჯრედებია, მოუმწიფებელი გაცილებით ნაკლებია და კიდევ უფრო ცოტაა ახალგაზრდა ფორმები. მოუმწიფებელი და სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილების თანაფარდობა აჩვენებს, რამდენად ინტენსიურად მიდის სისხლწარმოქმნის პროცესი. მაგალითად, მნიშვნელოვანი სისხლის დაკარგვისას ორგანიზმში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით უჯრედები, რომლებიც მომწიფებას ვერ ასწრებს და ამგვარად სისხლში ახალგაზრდა ფორმების რაოდენობა იზრდება.

ნეიტროფილების ძირითადი ამოცანა ფაგოციტოზში მონაწილეობა, ანტიმიკრობული ნივთიერებების გამომუშავება და დეზინტოქსიკაციის ჩატარებაა.

ორგანიზმში პათოგენური ბაქტერიების შეჭრისას ნეიტროფილები ინფიცირების ადგილზე დიდი რაოდენობით გროვდებიან. მიკროორგანიზმების შთანთქმისა და განადგურებისას ისინი იღუპებიან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჩირქი. ნეიტროფილების შემცველობა სისხლში ლეიკოციტების 1-5%-ია.

ბაზოფილები შეიცავს ჰეპარინსა და ჰისტამინს. მათ სისხლიდან ქსოვილებში მიგრირების უნარი აქვთ და ალერგიული რეაქციის განვითარებაში მონაწილეობენ. მათი რაოდენობა ლეიკოციტების საერთო რიცხვის 0,5%-ია.

ეოზინოფილები ალერგიული რეაქციის ფორმირებაში მონაწილეობენ, აშორებენ ამ დროს წარმოქმნილ ჭარბ ჰისტამინს. თუ ორგანიზმში არის ჰელმინთები, ეოზინოფილები აღწევენ ნაწლავში, იქ იშლებიან და გამოყოფენ ჰელმინთებისთვის ტოქსიკურ ნივთიერებებს. სისხლში ეოზინოფილების შემცველობა ლეიკოციტების 1-5%-ია.

მონოციტები, მას შემდეგ, რაც მსხვილ უჯრედებად, მაკროფაგებად, გარდაიქმნებიან, დაავადების გამომწვევის შთანთქმისა და განადგურების ფუნქციას ასრულებენ. მონოციტები ყველა სისტემასა და ორგანოში ფუნქციონირებენ და მათი შემცველობა ლეიკოციტების 1-8%-ია.

ლიმფოციტები - მთავარი მცველია, რომელიც გამოიმუშავებს ანტისხეულებს მტრების გასაუვნებელყოფად. მაკროფაგები გადაადგილდებიან ორგანიზმში. ეს უჯრედები ლეიკოციტების 35%-ია.

ზრდასრული პირების სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ნორმისას შეადგენს 1 მლ სისხლში 4000-9000-ს. ლეიკოციტების უმნიშვნელო მომატება ჯანმრთელ ადამიანებთან შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. მისი დონე შეიძლება იცვლებოდეს დღის პერიოდის, ფიზიკური აქტივობის, საკვების მიღების, ტკივილის შეგრძნების, გადაცივების ან გადახურების მიხედვით, მენსტრუაციის წინ და ორსულობის დროს. თუ სისხლში ლეიკოციტები მნიშვნელოვნად გამოდის ნორმის საზღვრებიდან, ეს პათოლოგიის მანიშნებელია, რასაც ლეიკოციტოზი ეწოდება და იგი შეიძლება აღინიშნებოდეს:

  • ინფექციური დაავადებებისას;
  • ანთებითი პროცესებისას;
  • ლეიკოზებისას;
  • სიმსივნეებისას;
  • სისხლდენებისას;
  • ზოგიერთი წამლის მიღებისას.
  • იტროფილების ზრდა აღინიშნება:
  • პნევმონიისას;
  • აბსცესისას;
  • ანგინის დროს;
  • პიელონეფრიტისას;
  • აპენდიციტისას;
  • სეფსისისას;
  • მენინგიტისას.

ბაზოფილების რაოდენობის ზრდა იშვიათად აღინიშნება. ეს შეიძლება მოხდეს ალერგიების, ზოგიერთი სახეობის ლეიკოზების, ფარისებრი ჯიკრკვლის უკმარისობის, ლიმფოგრანულომატოზის დროს.

ეოზინოფილების რაოდენობა იზრდება შემდეგი დაავადებებისას:

  • ბრონქული ასთმა;
  • ჰელმინთებით დასნებოვნება;
  • ალერგიული დერმატიტები;
  • წამლისმიერი ალერგიები;
  • ზოგიერთი სახეობის ლეიკოზები;
  • სიმსივნეები;
  • კვანძოვანი პერიარტერიიტი.

მაღალი ლიმფოციტები აღინიშნება ლეიკოზებისა და ისეთი ინფექციებისას, როგორებიცაა სიფილისი, ვირუსული ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, ყივანახველა, მონონუკლეოზი და სხვა.

მონოციტები იზრდება:

  • ინფექციური დაავადებებისას: ტუბერკულოზი, სიფილისი, ბრუცელოზი, მონონუკლეოზი, მალარია.
  • აუტოიმუნური პროცესებისას: სარკოიდოზი, წითელი მგლურა, ვასკულიტები, რევმატოიდული ართრიტი;
  • ლიმფოგრანულომატოზი, ლეიკოზი.

ლეიკოციტების დაქვეითებას ლეიკოპენია ეწოდება და ის ახასიათებს:

  • ონკოლოგიურ დაავადებებს;
  • ადრეული სტადიის ლეიკოზებს;
  • ანემიებს (B12-დეფიციტური);
  • რადიაციულ დასხივებას;
  • ზოგიერთ ინფექციას;
  • ჰორმონული საშუალებების მიღებას;
  • ელენთის ფუნქციის დარღვევას.
ნეიტროფილები თუ დაქვეითებულია, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს:
  • მუცლის ტიფი;
  • წითურა;
  • გრიპი;
  • ჰეპატიტი;
  • ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმა;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • ქიმიური და რადიაციული ზემოქმედება;
  • ზოგიერთი სახის ანემია და ლეიკოზი;
  • იმუნოდეფიციტი;
  • სტეროიდების მიღების შემდგომი პერიოდი.

დიაგნოსტირებისას სისხლში ლეიკოციტების დონის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი დაბალი ან მაღალი დონე ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის სიგნალი შეიძლება იყოს. სისხლის ანალიზის სწორი გაშიფვრა ადრეული დიაგოსტიკისა და ეფექტრი მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გულისა და სისხლძარღვების დაბერების
28-05-2018
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
15-04-2018
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ადამიანთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული და ხშირი
19-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
ნებისმიერი სერიოზული სისხლდენა სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის დიდ პრობლემად იქცევა.
ბუნებამ უამრავი მექანიზმი შექმნა სხვადასხვა საშიშროებისგან ადამიანის დასაცავად.
სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს.
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868