რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ მოვემზადოთ ლაბორატორიული კვლევისთვის
როგორ მოვემზადოთ ლაბორატორიული კვლევისთვის
ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი დაავადების დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა. დაავადების გამოვლენამდე სისხლის მაჩვენებლები შეიძლება განგაშის სიგნალს იძლეოდეს. ლაბორატორიული ანალიზი შემდგომი ძიების გზას გვკარნახობს, ამიტომ რეგულარული პროფილაქტიკური კვლევა დროული მკურნალობის საწინდარია. თანამედროვე ლაბორატორიაში ანალიზების ჩასაბარებლად სწორად მომზადება კი ზუსტი დიაგნოზის წინაპირობაა.


სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად მომზადება

1. მთელი რიგი ანალიზები კეთდება უზმოზე. მაგალითად, ბიოქიმიური (გლუკოზა, ქოლესტეროლი, ბილირუბინი და სხვა) და სეროლოგიური ტესტები (ათაშანგი, ჰეპატიტი), ჰორმონები (თირეოტროპული ჰორმონი, პარათჰორმონი) და სხვა. „უზმოზე“ იგულისხმება, როდესაც ბოლო ჭამასა და სისხლის აღებას შორის არანაკლებ 8
საათია გასული (სასურველია არანაკლებ 12 საათისა). წვენი, ჩაი, ყავა, მით უმეტეს, შაქრით, ასევე საჭმელია. ამიტომ მოთმენა მოგიწევთ. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევა;

2. მკაცრად უზმოზე (12-საათიანი შიმშილის შემდეგ) უნდა ჩავაბაროთ სისხლი ლიპიდური პროფილის პარამეტრების განსაზღვისათვის: ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები;

3. სისხლის საერთო ანალიზის ჩაბარებისას საკვების უკანასკნელი მიღება უნდა
იყოს ანალიზის ჩაბარებამდე 1 საათით ადრე. საუზმე შეიძლება იყოს უშაქრო ჩაი, ვაშლი;

4. კვლევამდე 1-2 დღით ადრე სასურველია გამორიცხოთ რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი კერძები და ალკოჰოლი. ანალიზის აღებამდე 1 საათით ადრე თავი შეიკავეთ მოწევისგანაც;

5. სისხლის ანალიზის ბევრი მონაცემის შეცვლა დღეღამურ რყევებს ექვემდებარება, ამიტომ ზოგიერთი კვლევისთვის სისხლი მკაცრად განსაზღვრულ დროს უნდა ჩაბარდეს. მაგალითად, ჰორმონებსა და რკინაზე მხოლოდ დილის 10 საათამდე;

6. ვენური სისხლის ჩაბარებისას უნდა გამოირიცხოს კვლევის შედეგებზე მოქმედი ფაქტორები: ფიზიკური დაძაბულობა (სირბილი, კიბეზე ასვლა), ემოციური აღგზნება. ამიტომ პროცედურის წინ საჭიროა 10-15 წუთი დასვენება და დამშვიდება;

7. სისხლის ანალიზის ჩაბარება საჭიროა მედიკამენტების (მაგალითად, ანტიბაქტერიულის და ქიმიოთერაპიულის) მიღებამდე. გამონაკლისია, თუ სისხლში წამლის კონცენტრაციის განსაზღვრაა საჭირო;

8. სისხლის ჩაბარება არარეკომენდებულია რენტგენოგრაფიის, რექტალური კვლევის ან ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგ;

9. რეპროდუქციული ასაკის ქალებთან (12-13 წლიდან კლიმაქსის პერიოდამდე) შედეგებზე გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლის სტადიასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ფაქტორები. ამიტომ კვლევისთვის მოსამზადებლად საჭიროა ციკლის ფაზის მითითება;

10. ინფექციური პროცესის დასადგენი კვლევისას საჭიროა ინფიცირების პერიოდისა და იმუნური სისტემის მდგომარეობის გათვალისწინება. ნებისმიერ პაციენტს შეიძლება უარყოფითი შედეგი აღენიშნებოდეს, რაც ინფექციას არ გამორიცხავს.


პაციენტის მომზადება შარდის ანალიზისთვის

1. ანალიზის ჩაბარების წინ არაა რეკომენდებული ისეთი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რომელიც შარდის ფერს შეცვლის (ჭარხალი, სტაფილო და სხვა). არ მიიღოთ დიურეტიკები. შარდის შეგროვების წინ აუცილებელია სასქესო ორგანოების ჰიგიენა. ქალებმა მენსტრუაციის დროს არ უნდა ჩააბარონ შარდის ანალიზი;

2. შეაგროვეთ დაახლოებით 50 მლ დილის შარდი კონტეინერში. კვლევის სწორად ჩასატარებლად უმჯობესია შარდის შუა ულუფა. მცირე რაოდენობა მოშარდეთ უნიტაზში და შუალედური ულუფა მოაგროვეთ კონტეინერში.

ლაბორატორიული კვლევების ოპტიმალური პროგრამის შედგენა და ანალიზის შედეგების შეფასება შეუძლია მხოლოდ მკურნალ ექიმს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბუნებამ უამრავი მექანიზმი შექმნა სხვადასხვა საშიშროებისგან ადამიანის დასაცავად.
სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს.
სისხლის სხვა ანალიზების მსგავსად, ბიოქიმიური კვლევაც მომზადებასა და მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს:

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი ერითროციტების კვლევისთვის გამოიყენება. სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობა, ფორმა, მოცულობა და ფერი სისხლის ხარისხზე მიუთითებს. ფერადობის მაჩვენებლით განისაზღვრება წითელი სხეულაკების წილი და ჰემოგლობინის რაოდენობა. სისხლის ანალიზის ეს მაჩვენებელი ინფექციისა და სხვადასხვა სახის ანემიის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 0,85-დან 1,05-მდეა.

19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის