კოაგულოგრამა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
კოაგულოგრამა
კოაგულოგრამა

კოაგულოგრამა სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევაა, რომლის დახმარებითაც ირკვევა, როგორია სისხლის შედედების უნარი - ჰემოსტაზი. როდის არის საჭირო ამ ანალიზის ჩატარება და რა დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს მისი შედეგები სპეციალისტებს, ამაზე ექიმი იულია რაზმაძე გვესაუბრება:

 

- კოაგულოგრამა ანუ ჰემოსტაზოგრამა სისხლის ერთ-ერთი ანალიზთაგანია, რომლის ჩატარებაც აუცილებელია:

 

  • მაშინ, როდესაც ადამიანს მიზეზთა გამო უწევს სისხლის დაკარგვა (მაგალითად, მშობიარობის ან ოპერაციული ჩარევის წინ ან მათ შემდეგ);
  • ისეთი პათოლოგიების მკურნალობისას, რომლებიც სისხლდენას უკავშირდება;
  • ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას;
  • კოაგულოგრამის ჩატარებას შესაძლოა საფუძვლად დაედოს ეჭვი, რომ სისხლის სიბლანტის მომატების გ
    ამო დარღვეულია სისხლძარღვებში ამ ბიოლოგიური სითხის მოძრაობა და მოსალოდნელია თრომბების წარმოქმნა;
  • ანალიზი საჭიროა ღვიძლისა და სისხლძარღვების, განსაკუთრებით - ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზული გაფართოების, ასევე იმუნური სისტემის პათოლოგიების დროსაც;
  • ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, ფენილინი, სინკუმარი, ჰეპარინი, ფრაქსიპარინი) მკურნალობის პროცესში;
  • ორსულებში თრომბის წარმოქმნისა და სისხლდენის რისკის მომატებისას, აგრეთვე - პლაცენტური უკმარისობისას;
  • მათთვის, ვინც დიდი ხანია იღებს
    ორალურ კონტრაცეპტივებს - თრომბების წარმოქმნის რისკის შესაფასებლად ამ ქალბატონებმა ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ აღნიშნული გამოკვლევა.
  • კოაგულოგრამის ჩატარება აუცილებელია ჰირუდოთერაპიის (წურბელებით მკურნალობა) დროს მკურნალობის პროცესის კონტროლისა და სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით.

კოაგულოგრამის შეფასებით ექიმს საშუალება ეძლევა, სწორად შეურჩიოს პაციენტს ასპირინის დოზა.
ასე რომ, ეს ანალიზი საკმაოდ ხშირად ტარდება - როგორც ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, ისე მაშინ, როცა არსებობს სპეციალისტების მიერ დაზუსტებული დიაგნოზი ჰემოსტაზის დარღვევასთან დაკავშირებით.


- როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში სისხლის შედედების პროცესი?
- სისხლის შედედება რამდენიმე ეტაპად ხდება. სისხლძარღვოვან ეტაპზე სისხლძარღვის კედლის მექანიკური ან ქიმიური დაზიანების შედეგად სისხლში გამოიყოფა ნივთიერება თრომბობლასტინი, რომელიც ააქტიურებს თრომბის წარმომქმნელ სისტემას და უშვებს შედედების რეაქციათა კასკადს. მეორე ანუ უჯრედულ ეტაპზე აქტიურდებიან სისხლის შემდედებელი ფაქტორები, ანუ ის ცილები, რომლებიც სისხლში არააქტიურ ფორმაში არიან. მათი გააქტიურება ხდება ღვიძლში სინთეზირებული ფერმენტებით, K ვიტამინითა და კალციუმის იონების მეშვეობით. კასკადურ რეაქციათა მიმდინარეობისას ერთი რეაქცია მეორე რეაქციაში მონაწილე ფერმენტების გააქტიურებას ისახავს მიზნად, მეორე რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ფერმენტები მესამე ტიპის რეაქციებს წარმართავენ და ასე შემდეგ, ანუ თანდათანობით აქტიურდება ცილები, რომელთა გააქტიურების შედეგადაც არააქტიური ცილისგან - პროთრომბინისგან წარმოიქმნება აქტიური თრომბინი. მესამე ეტაპზე ცილა თრომბინი ააქტიურებს ფიბრინოგენს, გადააქცევს მას ფიბრინად, რომელიც წარმოადგენს სისხლის კოლტის მთავარ ნაწილს, რამდენადაც ფიბრინი უხსნადი ცილაა. შემდგომ ფიბრინს ემატება თრომბოციტები და სისხლის სხვა ფერმენტები. შედეგად წარმოიქმნება თრომბი, რომელიც ახშობს სისხლძარღვის კედელს დაზიანების ადგილას და სისხლდენაც წყდება, ჩერდება. ეს ყოველივე ხორციელდება პლაზმური რგოლის (შედედების ფაქტორები და ფიბრინის წარმოქმნა) და სისხლძარღვოვან-თრომბოციტული რგოლის (თრომბოციტების მიკრობა, ადჰეზია სისხლძარღვოვან კედელზე, სისხლძარღვის შევიწროება და თრომბის ფორმირება) მეშვეობით. თავიანთი ფუნქციის შესრულების შემდეგ თრომბები იშლებიან, ფიბრინი იხსნება სპეციალური ნივთიერების - პლაზმინის დახმარებით, რაც უკვე სისხლის სხვა - ფიბრინოლიზური სისტემის ფუნქციაა. ასე რომ, ჰემოსტაზი სამი სხვადასხვა სისტემის: შემდედებელი (შედედების ფაქტორები, თრომბოციტები, კალციუმი, სისხლძარღვის კედელი), შედედების საწინააღმდეგო (შედედების რეაქციათა ინჰიბიტორები, რომლებიც აწონასწორებენ შედედების სისტემას, როდესაც თრომბების წარმოქმნა საჭირო არ არის) და ფიბრინოლიზური სისტემის (თრომბების დაშლა, გახსნა) - შეთანხმებული ურთიერთქმედების შედეგია. რომელი მათგანის მოქმედება სჭარბობს მოცემულ მომენტში დანარჩენებისას, სწორედ ამაზეა დამოკიდებული სისხლის ჰემოსტაზი.


- კოაგულოგრამის ჩატარებისთვის წინასწარი მომზადება თუ არის საჭირო?
- ანალიზისთვის აუცილებელი საკვლევი მასალა (სისხლი) იღება ვენიდან. აუცილებელია მხოლოდ ერთი წესის დაცვა - სისხლის აღება უნდა მოხდეს უზმოზე.



თარიღი : 28-06-2016
mariami
გამარჯობა.. ვიყავი 100კილო ორსულობის შემდეგ. დავიწყე ცილოვანი(დუკანის დიეტა) რომელიც წონის დაკლებაში ძალიან მეხმარება..მაგრამ ეხლა შევიტყვე რომ სისხლის შედედებისკენ ვისაც აქვს მიდრეკილება მისთვის ეს დიეტა არ შეიძლებაო.. იქნებ მირჩიოთ რამდენად სწორია ეს.. და როგორ მოვიქცე..
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
ნებისმიერი სერიოზული სისხლდენა სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის დიდ პრობლემად იქცევა.
ბუნებამ უამრავი მექანიზმი შექმნა სხვადასხვა საშიშროებისგან ადამიანის დასაცავად.
სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს.
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება