სისხლის გაწმენდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის გაწმენდა

სისხლის გაწმენდა საკმაოდ ფართო ცნებაა და სამკურნალო პროცედურათა მთელ კომპლექსს აერთიანებს. საბოლოო შედეგი ორი ძირითადი გზით მიიღწევა: სამედიცინო და ხალხური, შინაური მეთოდებით. სამედიცინო მანიპულაციების დროს წარმოებს სისხლის, ერითროციტული მასის კომპლექსური დამუშავება ან პლაზმის უჯრედული მასისგან დამოუკიდებელი წმენდა. როდის არის საჭირო?

  • ხშირი გაციებისას;
  • ჰაიმორიტისა და ცხვირის დანამატი ღრუების ანთებისას;
  • ფურუნკულოზისა და კანზე გამონაყარის დროს;
  • არაჯანსაღი სუნთქვისას;
  • სხეულიდან უსიამოვნო სუნისას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევისას;
  • შარდსასქესო ინფექციებისას.

სისხლში ტოქსინების დაგროვება ხშირად იქცევა დეპრესიის, გონებრივი და ნერვული მოშლილობების მიზეზად. ზოგჯერ ბავშვებში აუტიზმი მძიმე ლითონთა მარილებით მოწამვლის შედეგია.

სისხლის გამწმენდი მცენარეები და პროდუქტები

გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე - იაპონიაში გაცილებით მეტად არის მიღებული ბალახებით მკურნალობა და ეს განსაკუთრებით სისხლის გაწმენდა-განახლებას ეხება. 50 წელს გადაცილებულ ყოველ ადამიანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ აქვს, ექიმები ყოველწლიურად უნიშნავენ სისხლის გამწმენდ მცენარეთა ნაკრების 2-3-კვირიან პროფილაქტიკურ კურსს, რაც საგრძნობლად ამცირებს დაავადების განვითარების ალბათობას და ორგანიზმისთვისაც ძლიერ მარგებელია. ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სისხლის გამწმენდები გახლავთ ეგრეთ წოდებული წითელი პროდუქტები - ჭარხალი, ყურძენი, მაყვალი, წითელი მოცვი.

  • გარკვეული ხნის განმავლობაში სულ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენის სმა საგრძნობლად წმენდს და აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას. გამოსწურეთ ჭარხალს წვენი და მიღებამდე 2-3 საათით მაცივარში დადგით. თავდაპირველად შეგიძლიათ ცოტაოდენი სტაფილოს წვენი შეურიოთ, შემდგომ კი ამ უკანასკნელის წილი თანდათან უნდა შეამციროთ. ჭარხლის წვენის მიღება რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 1 ჭიქის ოდენობით.
  • საშუალება, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სისხლის პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, გახლავთ რძიანი ჩაი. ჭიქაში ჩაასხით 2 სადილის კოვზი არაპასტერიზებული (!) რძე და შეავსეთ იგი ახალდაყენებული ჩაის მაგარი ნაყენით. 15.00 საათამდე მისი დალევა შეიძლება უშაქროდ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.
  • სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის გამეორება შეიძლება 2-3-ჯერ.
  • გამომშრალი ბაბუაწვერას ფესვები უნდა დაფქვათ, შემდეგ აიღოთ 1 სადილის კოვზი და დაასხათ 2 ჭიქა ადუღებული წყალი, რამდენიმე საათით გააჩეროთ თერმოსში და გადაწუროთ. ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 4-5-ჯერ. ეფექტი გაცილებით გაიზრდება, თუ მას ჩაისავით დალევთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.
  • 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას (ბალახს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წამი, გაწურეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.
  • 2 სადილის კოვზი ჭინჭარი ჩაყარეთ ქვაბში, რომელშიც დუღს 2 ლიტრი წყალი. ადუღეთ 3-5 წუთი და გადმოდგით. ყოველდღე 15.00-დან 19.00-მდე უნდა დალიოთ ეს ნაყენი. კურნალობა გრძელდება 2 კვირა, შემდეგ ორი კვირა ისვენებთ და კურსს იმეორებთ.