რა არის თრომბი და როგორია მისი პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის თრომბი და როგორია მისი პროფილაქტიკა

ერთ-ერთი მათგანია - ჰემოსტაზი. მისი ამოცანაა შეინარჩუნოს სისხლი თხევად მდგომარეობაში, შეაჩეროს სისხლდენა სისხლძარღვის კედლის დაზიანებისას. თრომბის წარმოქმნა ჰემოსტაზის ერთ-ერთი მექანიზმია. თრომბის წარმოქმნა ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა, როდესაც საჭიროა სისხლდენის შეჩერება. თრომბის სახეებზე და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ თერაპევტ-კარდიოლოგი - მარინა ჟიჟილაშვილი.

- ქალბატონო მარინა, რა წარმონაქმნია თრომბი?

- თრომბი არის სისხლის შედედებული მასა, ანუ ე. წ. კოლტი, სისხლძარღვებში, რომელიც აფერხებს სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას.

სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას თრომბოზი ეწოდება. არსებობს თრომბოზის 2 ტიპი: ვენური და არტერიული.

- რა არის თითოეული მათგანის განვითარების მიზეზი?

- ვენური თრომბოზის მიზეზებია:

  • ქვედა კიდურების ვენების დაავადებები: უმოძ­რაობა სხვადასხვა დაავადების დროს, ძვლების მოტეხილობა, გარკვეული მედიკამენტები, მაგ: კონტრაცეპტივები, აუტოიმუნური დაავადებები, სიმსუქნე.

არტერიული თრომბოზის მიზეზებია:

  • ათეროსკლეროზი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • სიმსუქნე;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • თამბაქოს მოხმარება.

- როგორ ვლინდება თრომბოზი?

- თრომბოზის განვითარების ნიშნები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად განვითარდა თრომბოზი - არტერიებში თუ ვენებში. მოგახსენებთ ზოგად ნიშნებს:

  • ტკივილი ერთ კიდურში;
  • სიმძიმე და შეშუპება, რასაც თან ახლავს კანის ფერის შეცვლა;
  • კიდურის დაბუჟება;
  • ტკივილი მკერდის არეში;
  • გონების უეცარი ცვლილება და ა.შ.

თრომბმა სისხლძარღვი შეიძლება დაახშოს სრულად ან ნაწილობრივ. თრომბოზის კლინიკური ნიშნები განსხვავებულია და დამოკიდებულია არა მხოლოდ, ვენურ თუ არტერიულ სისხლძარღვებში ჩამოყალიბდა თრომბი, არამედ იმაზეც, თუ რომელ ორგანოს სისხლძარღვში ჩამოყალიბდა იგი.

- რა შეიძლება გახდეს თრომბის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი?

- თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება:

  • გულის კუნთის ტონუსის დაქვეითების;
  • სისხლძარღვების ტონუსის და ელასტიკურობის დაქვეითების და ასევე სისხლის შედედების უნარის მომატების დროს.

შესაძლებელია თრომბი მოწყდეს და გავრცელდეს, რასაც თრომბოემბოლია ეწოდება. ამ დროს ჩივილები სხვადასხვაგვარია:

  • ტკივილი გულის არეში;
  • რიტმის დარღვევა;
  • სიკვდილის შიში;
  • ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ხველა სისხლიანი ნახველით;
  • მწვავე ტკივილი მუცელში;
  • ღებინება;
  • მუცლის კედლის დაჭიმულობა;
  • ტკივილი და სიმძიმე ქვემო კიდურებში - მწვავე და ქრონიკული;
  • ხანგამოშვებითი კოჭლობა;
  • კიდურის შეშუპება;
  • კიდურის კანის ფერის ცვლილება.

თავის ტვინის თრომბოზის შემთხვევაში:

  • ფსიქიკური პროცესების დარღვევა;
  • თავის ტკივილი;
  • სხეულის გარკვეული არეების მგრძნობელობისა და მოტორიკის დარღვევა.

ასევე მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელსაც თრომბოფილიას უწოდებენ. თრომბოფილია სამედიცინო ტერმინია და პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „თრომბოზის სიყვარულს“, ანუ თრომბოზისადმი მზაობას.

თრომბოფილია გენეტიკური დაავადებაა და ხშირად ხდება ახალგაზრდა ასაკში ინსულტის, ინფარქტის, ვენების თრომბოზის, ასევე თვითნებური აბორტების, მკვდრადშობადობის მიზეზი. არსებობს ასევე შეძენილი თრომბოფილია - მისი მაგალითია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, რომელიც არის აუტოიმუნური დაავადება.

- როგორ ხდება ამ მდგომარეობის დიაგნოსტირება?

თრომბოფილიის დიაგნოსტიკა საჭიროებს სპეციალურ გენეტიკურ კვლევას. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი.

- თრომბოზის დიაგნოსტიკისთვის რა კვლევების ჩატარებაა საჭირო?

- საზოგადოდ, თრომბოზების დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია:

  • სისხლის შედედების სისტემის კვლევა;
  • სისხლძარღვების დოპლეროსკოპია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევები.

- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს თრომბოზმა?

- ბოლო 2 წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თრომბოზით შესაძლებელია გართულდეს კოვიდ 19, რის გამოც საჭიროა ოჯახის ექიმის დროული ჩართულობა ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის.

შესაძლებელია თრომბი მოწყდეს და გავრცელდეს, რასაც თრომბოემბოლია ეწოდება, მაგ: გულის რიტმის დარღვევის, კერძოდ, მოციმციმე არითმიისას, რაც ვლინდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით ან ვენური სისტემიდან ფილტვის არტერიის მსხვილი ან წვრილი სისხლძარღვების დახშობით.

- როგორია თრომბოზის პროფილაქტიკა?

- თრომბოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს:

  1. ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული;
  2. ცხოვრება თამბაქოს გარეშე;
  3. წონის კორექცია;
  4. ჯანმრთელი კვება;
  5. საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება;
  6. კვლევა თრომბოფილიაზე;
  7. ექიმთან დროული ვიზიტი, რადგან თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.