ჰოჯკინის ლიმფომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰოჯკინის ლიმფომა

ჰოჯკინის დაავადების დროს ლიმფურ ქსოვილში მიკროსკოპიული დათვალიერებისას ვლინდება ბერეზოვსკი-შტენბერგ-რიდის გიგანტური უჯრედები. აღნიშნული სახელწოდება უჯრედებს მიეკუთვნათ იმ სწავლულთა პატივსაცემად, რომელთაც აღმოაჩინეს და შეისწავლეს ისინი.

ისტორიული მიმოხილვა. 1832 წელს ინგლისელმა ექიმმა ტ. ჰოჯკინმა აღწერა  7 ავადმყოფი, რომელთაც აღენიშნებოდათ ლიმფური კვანძებისა და ელენთის გადიდება, ზოგადი განლევა და ძალთა სისუსტე. შვიდივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. 23 წლის შემდეგ ს. უილკსმა დეტალურად შეისწავლა ჰოჯკინის მიერ აღწერილი შემთხვევები, მათ საკუთარი 11 დაკვირვებაც დაამატა და აღნიშნულ მდგომარეობას ჰოჯკინის დაავადება უწოდა.

გავრცელება. ჰოჯკინის ლიმფომა მხოლოდ ადამიანებში გვხვდება. ის უხშირესად თეთრი რასის წარმომადგენლებში ვლინდება. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უპირატესად ახალგაზრდა ადამიანებს ემართებათ, უფრო ხშირად მამაკაცებს, ვიდრე ქალებს, ძალიან იშვიათად 15 წლამდე ბავშვებს. აშშ-ში ყოველწლიურად ამ დაავადებით დაახლოებით 13 ადამიანი იღუპება 1 მილიონი მოსახლეობიდან.

სიმპტომები. რამდენადაც პათოლოგიურ პროცესში შესაძლოა ჩაერთოს ორგანიზმში ფართოდ წარმოდგენილი ლიმფური ქსოვილის ნებისმიერი ნაწილი, ჰოჯკინის დაავადების კლინიკური სურათი განსხვავებულია და ძირითადად დაზიანების უბანზეა დამოკიდებული. პირველ სიმპტომს ჩვეულებრივ პერიფერიული (ხელით ადვილად გასინჯვადი) ლიმფური კვანძების გადიდება წარმოადგენს. როგორც წესი, თავდაპირველად კისრის ლიმფური კვანძები დიდდება, შემდეგ იღლიისა და საზარდულის. არის შემთხვევები, როდესაც პათოლოგიური პროცესი თავდაპირველად გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს ლიმფურ კვანძებს მოიცავს. ასეთ დროს პაციენტები ხველას, ქოშინს, შესაბამის არეში ტკივილს უჩივიან, აწუხებთ მადის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში. დროთა განმავლობაში (რამდენიმე კვირიდან თვემდე, ზოგჯერ კი რამდენიმე წლის შემდეგ) დაავადება კარგავს თავის ლოკალურ ხასიათს და მთელი სხეულის ლიმფურ კვანძებზე ვრცელდება. დიდდება ელენთა, ხშირად ღვიძლიც. მუცლის ღრუს ლიმფური კვანძები შესაძლოა ისე გადიდდეს, რომ კუჭზე ზეწოლა, თირკმელების ცდომა, ზურგის ტკივილი და სხვა მრავალი რამ გამოიწვიოს. ჰოჯკინის დაავადების დროს შესაძლოა დაზიანდეს ფილტვები, პლევრის ღრუში სითხე დაგროვდეს. ძვლების დაზიანების შემთხვევაში ძლიერი ტკივილები ვითარდება. ადგილობრივი სიმპტომების პარალელურად ვლინდება ზოგადი სიმპტომებიც - იმატებს სხეულის ტემპერატურა, ძლიერდება ოფლდენა (უხშირესად ღამით), თავს იჩენს კანის ქავილი, მადის დაქვეითება, პროგრესირებადი სისუსტე და წონაში დაკლება, მოგვიანებით სტადიებზე ვითარდება ანემია.

მიმდინარეობა. დაავადება ზოგჯერ სწრაფად პროგრესირებს (4-6 თვეში), ზოგჯერ კი წლობით გრძელდება (10 და 20 წლის განმავლობაშიც კი). დროულად დაწყებული რაციონალური მკურნალობა (იგულისხმება თანამედროვე კომპლექსური მკურნალობა) ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ზოგჯერ სრულ რემისიას (რემისია წარმოადგენს ავადმყოფობის გამოვლინებათა დროებით შენელებას ან შეწყვეტას). კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის (აშშ) მონაცემებით, ის კატეგორია, რომელშიც სრული რემისია მკურნალობის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება, საბოლოოდ გამოჯანმრთელებულად შეიძლება ჩაითვალოს. ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულთათვის უკუნაჩვენებია მზის აბაზანების მიღება, შესაბამისად არ არის რეკომენდებული ზღვის კურორტებზე დასვენება. კვებას რაც შეეხება, ჰოჯკინის ლიმფომის დროს, ისევე როგორც სხვა სიმსივნური პათოლოგიების შემთხვევაში რეკომენდებულია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვებით კვება. დღეს არაერთი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ სიმსივნური პროცესის აღმოცენება-განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის მავნე თავისუფალი რადიკალების დისბალანსი. ისინი აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს და მათ გადაგვარებას განაპირობებენ. შესაბამისად აუცილებელია მავნე რადიკალების განეიტრალება და გაუვნებელყოფა, რაც სწორედ დაბალანსებული და რაციონალური კვებითაა შესაძლებელი. სიმსივნის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია, საკვები რაციონი გაჯერებული იყოს A, C, E ვიტამინებით. ეს ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ მავნე რადიკალებს. გარდა ამისა A ვიტამინს (დიდი რაოდენობითაა თევზში, თევზის ქონში) სიმსივნის საწინააღმდეგო სპეციფიკური თვისებაც აქვს. აუცილებელია ბეტა-კაროტინით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის სისტემატურად მიღებაც.