სისხლის კომპონენტთა ოდენობის დაქვეითება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის კომპონენტთა ოდენობის დაქვეითება

ამიტომ სისხლის კლინიკური შესწავლისას ამ მაჩვენებლებს უდიდესი ყურადღება ექცევა. რისი ბრალია, რომელ გარეგან თუ შინაგან ფაქტორებს უკავშირდება სისხლის კომპონენტთა ოდენობის დაქვეითება? ამ და სხვა კითხვებზე ჰემატოლოგი იულია რაზმაძე გვიპასუხებს.

- ქალბატონო იულია, რამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების შემცველობის დაქვეითება - ლეიკოპენია? - ლეიკოციტები სისხლის თეთრი სხეულაკებია, რომლებიც სპეციფიკური ფუნქციების მიხედვით რამდენიმე სახეობად იყოფა. ამდენად, მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული სახეობების, ისე მათი საერთო ოდენობის განსაზღვრა. ლეიკოციტებს დამცველობითი ფუნქცია აკისრიათ, ორგანიზმს უცხო ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმებისგან იცავენ. ნორმაში მილილიტრ სისხლში 4-10 ათასი ლეიკოციტი უნდა იყოს. ლეიკოპენიაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც სისხლში მათი საერთო რაოდენობა 4300-ზე ნაკლებია. ამის შესაძლო მიზეზებია: ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (გრიპი, მუცლის ტიფი, ვირუსული ჰეპატიტი, სეფსისი, წითელა, მალარია, წითურა, ეპიდემიური პაროტიტი, შიდსი), რევმატული დაავადებები, განსაკუთრებით - რევმატული ართრიტი, თირკმლის უკმარისობა, რადიაცია, მაიონიზებელი გამოსხივება და სხივური დაავადება. თეთრი სხეულაკების რაოდენობას ამცირებს ზოგიერთი სამკურნალო საშუალებაც, კერძოდ, ანალგეტიკები, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული პრეპარატები. საგანგებო აღნიშვნის ღირსია სისხლის ავთვისებიანი დაავადების - ლეიკოზის ზოგიერთი ფორმისა (ლეიკოპენიური და ალეიკემიური ფორმები, ციტოსტატიკების დოზების გადაჭარბება) და ძვლის ტვინის დაავადებებისთვის დამახასიათებელი ლეიკოპენია. ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის პროცესის დარღვევას ლეიკოციტების ოდენობის მკვეთრი შემცირება ახასიათებს - ან თავად წარმოქმნა მცირდება (ჰიპოპლაზია), ან იმატებს განუვითარებელი ფორმები (აპლაზია). ასეთივე რამ ხდება ძვლის ტვინში სიმსივნეთა მეტასტაზირებისა და ელენთის დაზიანების დროს. ანალოგიურია მდგომარეობა ანაფილაქსიური შოკის, გამოფიტვის, ანემიის, კოლაგენოზის, ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევის (აკრომეგალია, კუშინგის სინდრომი) დროსაც. არცთუ იშვიათად ლეიკოპენია იმუნიტეტის გენეტიკური ანომალიით არის განპირობებული.

- ლეიკოციტების სხვადასხვა ნაირსახეობას, გრანულოციტებს (ნეიტროფილები), ეოზინოფილებს, ბაზოფილებს, ლიმფოციტებსა და მონოციტებს, იმუნური სისტემის მუშაობაში სპეციფიკური როლი აკისრია. იქნებ თითოეულის დაქვეითების მიზეზებზე ცალ-ცალკე გვესაუბროთ...

- ნეიტროფილების ფუნქცია ინფექციასთან ბრძოლა (გარდა ვირუსულისა), არასპეციფიკური დაცვა (იმუნიტეტი) და ორგანიზმიდან საკუთარი დაღუპული უჯრედების მოცილებაა. ნორმაში ისინი ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 45-75%-ს შეადგენენ. ნეიტროპენიაზე მაშინ ვლაპარაკობთ, როდესაც სისხლში მათი რაოდენობა 2500-ზე ნაკლებია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ზოგიერთი ვირუსული და ქრონიკული ინფექცია (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი, რიკეტსიოზი, მალარია, მიკოზი), განსაკუთრებით - ხანდაზმულებში, ძვლის ტვინის პათოლოგია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ჰიპოპიტუიტიზმი, ღვიძლის ციროზი, აპლაზიური ანემია და იმუნიტეტის გენეტიკური დარღვევა, აუტოიმუნური ლიმფომა, ზოგიერთი მედიკამენტი (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ანტიბიოტიკები, ქიმიოთერაპიული და იმუნოდეპრესიული პრეპარატები), ვიტამინ B12-ის უკმარისობა.

ეოზინოფილები პარაზიტულ ინვაზიებსა და ალერგიასთან ბრძოლაში მონაწილეობენ. მათი რიცხვი ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 0,5-6%-ია. ეოზინოპენიის დროს ეოზინოფილების რაოდენობა 50მკლ-ზე ნაკლებია. ასეთი რამ ხდება მწვავე რევმატიზმისა და მშობიარობის დროს, კიდევ უფრო ხშირად - ალერგიული რეაქციებისა და პარაზიტული დაავადებების დროს. ეოზინოფილების კლება ასევე ახასიათებს მიოკარდიუმის ინფარქტის, შოკის, დამწვრობის, პიოგენური (ჩირქოვანი) ინფექციის, ტრავმის, მწვავე აპენდიციტის, სეფსისის ადრეულ სტადიას, ქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდს. მისი გამოწვევა კორტიკოსტეროიდებს და ზოგიერთ სხვა მედიკამენტსაც შეუძლია.

ბაზოფილები ქსოვილებში გადადიან და პასუხს აგებენ ჰისტამინის გამოყოფაზე (ჰისტამინი ნივთიერებაა, რომელზეც არის დამოკიდებული ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობა საკვების, წამლების და სხვათა მიმართ). ნორმაში ლეიკოციტების საერთოOრიცხვის 0-2%-ს შეადგენენ. მათი დაქვეითება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე, ორსულობაზე, ოვულაციაზე, სტრესსა და მწვავე ინფექციაზე მიგვანიშნებს. ბაზოპენიას ცალკე აღებულს კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ლიმფოციტები იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედებია. ისინი ებრძვიან ვირუსულ ინფექციებს, ანადგურებენ უცხო სხეულებს და საკუთარ სახეცვლილ უჯრედებს, სისხლში გამოყოფენ ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს), რომლებიც ანტიგენთა მოლეკულებს ბოჭავენ და ორგანიზმიდან დევნიან. ნორმაში ისინი ლეიკოციტების 20-40%-ს შეადგენენ. ლიმფოპენიის დროს ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა 1000/მკლ-ზე ნაკლებია. ასეთი მაჩვენებელი ახასიათებს მწვავე არავირუსულ ინფექციებსა და დაავადებებს, აპლაზიურ ანემიას, მწვავე სტრესულ დაავადებებს (მიოკარდიუმის ინფარქტი, პნევმონია, სეფსისი), სისტემურ წითელ მგლურას, ჰოჯკინის ლიმფომას, ორგანიზმის იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას (ტელეანგიექტაზიური ატაქსია, შიდსი). ლიმფოპენია ვითარდება ლიმფის დაკარგვის შემდგომ პერიოდში. ლიმფოციტების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს ასევე ჰორმონული, სხივური, იმუნოსუპრესორული თერაპიის შემდეგ. სისხლის უჯრედებს შორის ლიმფოციტები ყველაზე მგრძნობიარენი არიან მაიონიზებელი გამოსხივებისადმი, ამიტომ მათი რაოდენობა ყველაზე ძლიერ სხივური დაავადებისას მცირდება. მონოციტები ყველაზე მსხვილი ლეიკოციტები გახლავთ. სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ქსოვილებში ატარებენ, რადგან მაკროფაგები არიან - საბოლოოდ ანადგურებენ უცხო უჯრედებსა და ცილებს, დაზიანებულ ქსოვილებს. ისინი პირველები ხვდებიან ორგანიზმში შემოჭრილ ანტიგენებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემენ მათ ლიმფოციტებს სრულყოფილი იმუნური პასუხის გასაცემად. ნორმაში მონოციტები ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 3-11%-ს შეადგენენ. მონოციტოპენიის დროს მათი აბსოლუტური რაოდენობა 100/მკლ-ზე ნაკლებია. ასეთი მაჩვენებელი ყველაზე ხშირად ლეიკოზისა და აპლაზიური ანემიის, მწვავე სტრესული დაავადების, გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის, ქიმიოთერაპიულ და იმუნოდეპრესიულ საშუალებათა გამოყენების დროს გვხვდება. მონოციტოპენიას ცალკე აღებულს კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია. მისი მაჩვენებლის დაქვეითება ყოველთვის ლეიკოციტური ფორმულის კონტექსტში განიხილება.


- რა შემთხვევაში იკლებს ერითროციტების რაოდენობა და ჰემოგლობინის მაჩვენებელი?

- ერითროციტები სისხლის წითელი სხეულაკებია, რომლებიც ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. ნორმა მამაკაცებისთვის 4,5-5,9X1012/ლ-ია, ქალებისთვის - 3,8-5,8X 1012/ლ. ერითროციტების მთავარი ფუნქცია ჰემოგლობინის ტარება და უჯრედებამდე ჟანგბადის მიტანა გახლავთ. წითელი სხეულაკების რაოდენობის კლება ერთი მხრივ ძვლის ტვინის მიერ მათი პროდუქციის შემცირებას, მეორეს მხრივ კი რიგ პათოლოგიურ ძვრას - სტრესს, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, შიმშილს, სისხლის დაკარგვას უკავშირდება. ერითროპენია ანემიის პირველი ნიშანია ორგანიზმში რკინის, ცილებისა და ვიტამინების დეფიციტის დროს. იგი თავს იჩენს ზოგიერთი ლეიკოზის დროსაც, როცა ორგანიზმში ავთვისებიან სიმსივნეთა მეტასტაზები აღინიშნება. ცილა ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ჟანგბადი ორგანოებამდე და ქსოვილებამდე მიაქვს, ამიტომ მისი მაჩვენებელი მნიშვენლოვანია როგორც სადიაგნოზო, ასევე პროგნოზული თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჰემოგლობინის შემცირება საბოლოოდ ქსოვილთა ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს. მამაკაცებისთვის ნორმა 130-160 გ/ლ-ია, ქალებისთვის - 120-140 გ/ლ. დაქვეითება ახასიათებს ანემიას, სისხლის დაავადებებს, ორგანიზმის ჰიპერჰიდრატაციას, ზოგიერთ გენეტიკურ და ქრონიკულ დაავადებას. ხშირად ძლიერი სისხლდენის შედეგია. ჰემოგლობინის ძირითადი საშენი მასალა რკინაა, ამიტომ მისი ოდენობა ყველაზე მეტად ორგანიზმში რკინის დეფიციტის დროს იკლებს.

- ფერადობის მაჩვენებელზე რას გვეტყვით?

- ფერადობის მაჩვენებელი ასახავს ერითროციტების პიგმენტ ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს. მისი ნორმა 0,90-1,10-ია და უმთავრესად ანემიების დიფერენციაციისთვის გამოიყენება: თუ მაჩვენებელი 0,80-1,050-ია, საქმე გვაქვს ნორმოქრომულ ანემიასთან (ერითროციტების ჰემოგლობინით გაჯერება ნორმალურია), თუ 1,10-ზე მეტია, ჰიპერქრომულთან (გაჯერება მომატებულია), ხოლო თუ 0,80-ზე ნაკლებია, ჰიპოქრომულთან (გაჯერება სუსტია). ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითება ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დაქვეითების პარალელურად ხდება და რკინადეფიციტური ანემიის პირველი ნიშანია. იგი იკლებს ტყვიისმიერი ინტოქსიკაციით გამოწვეული და ორსულობისთვის დამახასიათებელი ანემიების დროს.

- რაზე მიგვანიშნებს ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედსის) დაქვეითება?

- ედსი გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გამოეყოფიან ერითროციტები სისხლის პლაზმას და სინჯარაში ილექებიან. იგი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის არასპეციფიკური ინდიკატორია. ქალებისთვის მისი ნორმა 2-15 მმ/სთ-ია, მამაკაცებისთვის - 1-10 მმ/სთ. ედსი იკლებს სხეულის კუნთური მასის შემცირების, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის, ჰიპერბილირუბინემიის (სისხლში პიგმენტ ბილირუბინის შემცველობის მატება), ნაღვლის მჟავების დონის მატების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობისა და ჰიპოფიბრინოგენემიის დროს.

- როდის ვითარდება თრომბოციტოპენია?

- თრომბოციტები სისხლის ფირფიტებია, რომლებიც ძვლის ტვინის გიგანტური უჯრედებისგან წარმოიშობიან და სისხლის შედედებაზე აგებენ პასუხს. ნორმაში სისხლში მათი შემცველობა 180-360 გ/ლ-ია. თრომბოციტოპენია შესაძლოა გამოწვეული იყოს ამ სხეულაკთა წარმოქმნის ან მოხმარების პროცესის დარღვევით. წარმოქმნა ირღვევა ძვლის ტვინის დაზიანების, ჰიპოპლაზიური, მწვავე რკინადეფიციტური და ჰემოლიზური ანემიის, ურემიის დროს. გამოყენების დეფექტები დამახასიათებელია აუტოიმუნური თრომბოციტოპენიისთვის, რომლის ერთ-ერთი ფორმაა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურია, ასევე - კოაგულოპათიებისთვის, თანდაყოლილი ჰემანგიომებისთვის, რომლებსაც ძლიერი სისხლდენები სდევს თან და ზოგიერთი მწვავე ინფექციური დაავადებისთვის.

- ჰემატოკრიტის დაქვეითებაზე რას გვეტყვით?

-  ჰემატოკრიტი გვიჩვენებს სისხლის ფორმიანი ელემენტების - ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობრივ ფარდობას თხიერ ნაწილთან - პლაზმასთან. ნორმა მამაკაცებისთვის 40-45%-ია, ქალებისთვის - 36-42%. ჰემატოკრიტის დაქვეითება ან სისხლდენის შედეგია, ან იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში მკვეთრად არის დაქვეითებული სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნა, რაც მძიმე ინფექციებისა და აუტოიმუნური დაავადებების დროს ხდება.