ანემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანემია

სწორედ ერითროციტები აწვდიან ჟანგბადს მთელ ორგანიზმს, მის ქსოვილებსა და ორგანოებს. ჟანგბადით მდიდარ სისხლს შეუძლია, ორგანიზმი ენერგიით უზრუნველყოს და კანს ნორმალური, ჯანმრთელი ფერი მიანიჭოს. ჟანგბადის გადატანას კი ერითროციტები მასში არსებული პიგმენტის - ჰემოგლობინის მეშვეობით ახერხებენ. ანემია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმში არ არის საკმაო ოდენობის ჰემოგლობინი და ერითროციტები, რის გამოც ქსოვილებს სათანადო ოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება. სადღეისოდ ანემიის მრავალი სახეობაა ცნობილი. თითოეული მათგანი განსაზღვრულ ფაქტორს უკავშირდება.

 

ანემიის ნიშნები

ანემიის სხვადასხვა ტიპს რიგი საერთო კლინიკური ნიშანი აქვს: სისუსტე, კანის სიმშრალე, გულის ფრიალი, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, თავბრუხვევა, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების გაცივება, თავის ტკივილი. თუმცა ეს სიმპტომები მოგვიანებით ხდება თვალსაჩინო, განსაზღვრულ ეტაპამდე კი დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პერიოდულად სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ანემიის მაღალი რისკი აქვს.

 

ანემიის მიზეზები

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში სისხლის უჯრედების უმთავრესი ნაწილი რეგულარულად წარმოიქმნება ძვლის ტვინში - წითელ, ღრუბლისებრ ნივთიერებაში, რომელიც დიდი ზომის ძვლების ღრუებშია მოთავსებული. ჰემოგლობინისა და ერითროციტების რეგულარული პროდუქციისთვის კი ორგანიზმს სჭირდება რკინა, ცილა და ზოგიერთი ვიტამინი. მათ უმრავლესობას სწორი და ჯანსაღი კვების შემთხვევაში საკვების მეშვეობით ვიღებთ. ანემია მეტწილად სწორედ ამა თუ იმ ფაქტორის დეფიციტს უკავშირდება. რკინადეფიციტური ანემია. მისი მიზეზი რკინის დეფიციტია, დეფიციტს კი სისხლის რეგულარული კარგვა იწვევს, რაც, თავის მხრივ, მრავალი დაავადებით შეიძლება იყოს განპირობებული. მათ შორის აღსანიშნავია სისხლდენა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სიმსივნის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის, ბუასილის, საშვილოსნოს მიომის გამო. ზოგჯერ ორგანიზმი ისე კარგავს ცოტაოდენ სისხლს, რომ ადამიანი ვერც კი გრძნობს, მაგრამ შედეგი - რკინადეფიციტური ანემია - გარდაუვალია. რკინის დეფიციტი ხშირია ორსულობის პერიოდშიც, რადგან ნაყოფი დედის ორგანიზმში არსებულ რკინას ინტენსიურად მოიხმარს.

ვიტამინდეფიციტური ანემიები. ორგანიზმს სისხლის წარმოსაქმნელად B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავაც სჭირდება. მათი დეფიციტი ანემიას იწვევს. არის ხალხი, ვისაც ნაწლავთა დაავადების ან კუჭში არსებული ცვილებების გამო B12-ისა და ფოლიუმის მჟავას შეწოვა დარღვეული აქვს. ამ დარღვევის შედეგად ვითარდება ანემია, რომელსაც ექიმები მეგალობლასტურს უწოდებენ. ეს სახელწოდება აღნიშნავს, რომ ძვლის ტვინი ანომალიურად დიდი ზომის ერითროციტებს წარმოქმნის.

ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მათ შორის - სიმსივნე, რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, ტუბერკულოზი, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას არღვევს. ანემიას იწვევს თირკმელების ქრონიკული უკმარისობაც, ვინაიდან ამ დროს მცირდება ძვლის ტვინის მასტიმულებელი ჰორმონის - ერითროპოეტინის პროდუქცია თირკმლის მიერ. აპლაზიური ანემია. ამ დროს დაქვეითებულია ძვლის ტვინის მიერ არა მარტო ერითროციტების, არამედ ლეიკოციტებისა და თრომბოციტების წარმოქმნაც. ამ ტიპის ანემიის მიზეზი ზოგჯერ უცნობია. არცთუ იშვიათად ბრალი მიუძღვის აუტოიმუნურ მექანიზმებს, სხივურ ან ქიმიოთერაპიას, ტოქსინების ზემოქმედებას.

სისხლის ავთვისებიან დაავადებებთან დაკავშირებული ანემია. არსებობს სისხლის სიმსივნეთა მთელი წყება, რომელიც არღვევს ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნას. ჰემოლიზური ანემიები. ამ ტიპის ანემია მაშინ ვითარდება, როდესაც ერითროციტები მიზეზთა გამო ისე ინტენსიურად იშლებიან, რომ ძვლის ტვინი მათ წარმოქმნას ვეღარ ასწრებს. ერითროციტების დაშლას ჰემოლიზი ეწოდება. მისი მიზეზი შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადება, განსაზღვრული მედიკამენტი. ჰემოლიზურ ანემიას ხშირად სდევს თან სიყვითლე და ელენთის გადიდება. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. ის ჰემოლიზური ანემიის ერთ-ერთი სახეობაა. მისი მიზეზია ჰემოგლობინის თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი პათოლოგია, რომლის გამოც ერითროციტი ნამგლისებრ ფორმას იღებს და შემდგომში ადვილად იშლება. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ხშირია განსაზღვრულ ეთნიკურ ჯგუფებში.

 

ვის ემუქრება ანემია

დადგენილია, რომ ზოგიერთი ფაქტორი ზრდის ანემიის რისკს. მათგან აღსანიშნავია ერთფეროვანი, ვეგეტარიანული კვება, ხშირი ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა დაავადებები, ჭარბი მენსტრუაცია, ორსულობა, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ანემიის ოჯახური ისტორია. თუ შეამჩნიეთ, რომ გაქვთ ანემიის სიმპტომები ან მისი აღმოცენების რისკი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნის სათანადო მკურნალობა. გახსოვდეთ, მიზეზის დაუდგენლად ანემიის მკურნალობა შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს. მიზეზის დადგენის შემთხვევაში ანემიათა უმრავლესობა იკურნება.