რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა სისხლის ახალი, უსაფრთხო შემცვლელი წარმოადგინეს
მეცნიერებმა სისხლის ახალი, უსაფრთხო შემცვლელი წარმოადგინეს
ნებისმიერი სერიოზული სისხლდენა სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის დიდ პრობლემად იქცევა. ხშირად, დონორის მოძებნა სწრაფად ვერ ხერხდება. ეს პრობლემა სისხლის გავრცელებული ჯგუფის მქონე პირებისთვისაც აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები სისხლის ხელოვნური შემცვლელების მუდმივ ძიებაში არიან. ასეთი შემცვლელის ბოლო ვერსია ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ წარმოადგინა.
მათი შემცვლელი Erythromer ჟანგბადის გადატანის უნარს ორი დღე-ღამე ინარჩუნებს. ეს არის სისხლის შემცვლელი ხსნარების ანალოგი, რომელიც ავსებს მოცულობას და არ წარმოადგენს სისხლის მუდმივ შემცვლელს. როგორც კი დონორის შესაფერისი სისხლი გამოჩნდება, ის გადაესხმება პაციენტს, ხოლო შემცვლელი გამოიყოფა.

Erythromer დამზადებულია
ადამიანის ჰემოგლობინის საფუძველზე. ეს არის ფხვნილი, რომელიც უშუალოდ გადასხმის წინ, უბრალოდ უნდა გაიხსნას სპეციალურ ხსნარში (ექსტრემალურ შემთხვევაში ფიზიოლოგიური ხსნარიც გამოდგება).

უკვე ჩატარდა ამ საშუალების პირველი გამოცდა და მისი უსაფრთხოება დამტკიცებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს საშუალება არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. იგი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით ნახევარი
წელი.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თბი­ლის­ში, 140 ნო­მერ ავ­ტო­ბუს­ში დაჭ­რი­ლი 17 წლის მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.
10-07-2018
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
09-07-2018
რა არის ონკომარკერები?

ონკომარკერები - სიმსივნის უჯრედების მიერ პროდუცირებული სპეციფიკური ცილებია.
05-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
ბუნებამ უამრავი მექანიზმი შექმნა სხვადასხვა საშიშროებისგან ადამიანის დასაცავად.
სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს.
სისხლის სხვა ანალიზების მსგავსად, ბიოქიმიური კვლევაც მომზადებასა და მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს:

17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა