შედედებაზე წარმოებული სისხლის ანალიზი და მისი ჩატარების მეთოდები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
შედედებაზე წარმოებული სისხლის ანალიზი და მისი ჩატარების მეთოდები
შედედებაზე წარმოებული სისხლის ანალიზი და მისი ჩატარების მეთოდები
ბუნებამ უამრავი მექანიზმი შექმნა სხვადასხვა საშიშროებისგან ადამიანის დასაცავად.
მათ შორისაა სისხლის შედედების უნარი, სხვა შემთხვევაში ჩვენი სიცოცხლე ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იქნებოდა.


სისხლის შედედება და მისი როლი ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის

სისხლძარღვის კედლის ნებისმიერი დაზიანება დაკავშირებულია გარკვეული ცილების გამოთავისუფლებასთან, რომლებიც ააქტიურებენ დამცველობით მექანიზმს. ახლომდებარე თრომბოციტები მაშინვე იცვლიან ფორმას და სპეციალურ გამონაზარდებიან ბურთს ემსგავსებიან. მათი საშუალებით უჯრედები ერთმანეთს ეჯაჭვებიან და მჭიდრო ჯაჭვს ქმნიან. ისინი ახშობენ ქსოვილის დაზიანების ადგილს ისე, რომ სისხლს არ აძლევენ სისხლძარღვის დატოვების საშუალებას, ასევე ეწინააღმდეგებიან ჭრილობაში მავნე ნივთიერებების გარედან მოხვედრას. გამოდის,
რომ სისხლის შედედების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის მთავარი სითხისათვის ბუნებრივი წინააღმდეგობის შექმნაა. მედიცინაში ამას ჰემოსტაზი ეწოდება, რომელიც მოიცავს შედედების ყველა სტადიას - ქსოვილის დაზიანებიდან დამცავი თრომბის გახსნამდე. ამ მექანიზმის დარღვევა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული.


როდის ინიშნება შედედებაზე სისხლის ანალიზი

არსებობს რამდენიმე ტიპის პათოლოგია, რომლებიც იწვევს
ჰემოსტაზის პროცესის დარღ­ვევას:

  • სისხლმბადი ორგანოების მუშაობის დარღვევები (ღვიძლის დისფუნქცია, ძვლის ტვინის პათოლოგიები);
  • ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება (ანტიბიოტიკები, ასპირინი, ციტოსტატიკები);
  • ვიტამინების დეფიციტი;
  • იმუნიტეტის დაქვეითება.

ყველა ეს ფაქტორი ზრდის ან აქვეითებს სისხლის შედედების სიჩქარეს.

ჯანმრთელობისთვის სახიფათოა ორივე ეფექტი - ერთი ზრდის თრომბის წარმოქმნის, მეორე კი სისხლის დაკარგვის რისკს. არის თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევებიც, მაგალითად, ჰემოფილია, რომლის დროსაც სისხლის შედედების უნარი არ არსებობს.

სისხლის შედედების უნარის განსაზღვრა შესაძლებელია კოაგულოლოგიური კვლევებით. კოაგულოგრამაში შედის რამდენიმე ტესტი, რო­მელთა ერთობლიობას შეუძლია გამოავლინოს ჰემოსტაზის მექანიზმის მცირე გადახრაც კი. სისხლის საერთო ანალიზიც მოიცავს თრომბოციტების მაჩვენებლის კვლევას. თუმცა ის გვიჩვენებს სისხლში ამ უჯრედების კონცენტრაციას, ამიტომ ის ავლენს დაზიანების მხოლოდ ზედაპირულ ნიშნებს, რომელთა აღმოჩენისას აუცილებელია დამატებითი კვლევები.

სისხლის საერთო ანალიზით, თრომბოციტების რაოდენობა ნორმისას შეადგენს 150-400 ათას მკ/ლ-ს. მომატებული მაჩვენებელი შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ანთებითი პროცესების, ანემიის, ონკოლოგიური დაავადებების არსებობაზე ან შეიძლება აღინიშნებოდეს მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

დაქვეითებული მაჩვენებელი შეიძლება იყოს ინფექციის, B12 ვიტამინის უკმარისობის, აუტოიმუნური დაავადების, ორსულობის ან გარკვეული მედიკამენტების მიღების გამო.

სისხლის შედედების უნარის შესახებ სრული სპექტრის ინფორმაციას გვაძლევს კოაგულოგრამის მაჩვენებელი.

კვლევისთვის სისხლის აღება ხდება დილას, უზმოზე. რაიმე წამლის რეგულარული მიღებისას კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან.

კოაგულოგრამაში შედის რამდენიმე მაჩვენებელი, რომელიც ჰემოსტაზის სხვადასხვა ასპექტს ავლენს.

თრომბინის დრო - ფიბრინის კოლტის წარმოქმნის სიჩქარის ნორმალური მნიშვნელობა 10-17 წამის ფარგლებშია. დროის უფრო გახანგრძლივებული შუალედი მეტყველებს ღვიძლის პათოლოგიაზე, ურემიაზე ან მულტიფორმულ მიელომაზე. მოკლე პერიოდი - მიანიშნებს თრომბის წარმოქმნის მომატებულ საშიშროებას.

პროთრომბინის დრო - გვიჩვენებს პლაზმის შედედების სიჩქარეს და მისი შედეგი კოაგულოგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. გამოსათვლელად რამდენიმე მეთოდს იყენებენ. ნორმული მაჩვენებელი 25-37 წამია.

ფიბრინოგენის დონე - აქტუალურია ორსულობის მიმდინარეობის საკონტროლოდ, ასევე ქირურგიული ოპერაციების წინ. ამას გარდა, სისხლში ფიბრინოგენის ნაწილაკების რაოდენობა აჩვენებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. თუ პაციენტის სისხლი შეიცავს 2-4 მგ/ლ ნაწილაკს, მდგომარეობა საშიში არაა. მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ინფექციური დაავადებების არსებობაზე, დამახასიათებელია ორსულობისას, ინფარქტისა ან ინსულტის, ორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს. დაქვეითებული მაჩვენებელი მეტყველებს ღვიძლის მუშაობის დარღვევებზე, ვიტამინების დეფიციტსა და ტოქსიკოზზე.

ანტითრომბინ III-ის დონე - ამ ცილას შეუძლია სისხლის შედედების პროცესის დათრგუნვა, ამიტომ მისი რაოდენობრივი მაჩვნენებელი მიუთითებს თრომბების წარმოქმნის რისკზე. სისხლში ანტითრომბინ III-ის ნორმული რაოდენობა შეადგენს 83-128%-ს. მომატებული მაჩვენებელი დამახასიათებელია ანთებითი დაავადებების, ჰეპატიტის, მწვავე პანკრეატიტის, კუჭუკანა ჯირკვლის კიბოსთვის, ასევე შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციისას. მაჩვენებელი ქვეითდება ათეროსკლეროზის, ღვიძლის უკმარისობის, ჰეპარინის, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს, აღინიშნება ორსულობის ბოლო ტრიმესტრშიც.

D-დიმერის დონის განსაზღვრა აქტუალურია თრომბის წარმოქმნის დიაგნოსტიკისა და კონტროლისათვის. ნორმული მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 243 ნგ/მლ-ს. მომატებული მაჩვენებელი მიუთითებს სისხლძარღვებში თრომბების არსებობაზე, ინფექციურ ან ონკოლოგიურ დაავადებაზე. ორსულებისათვის დამახასიათებელია D-დიმერის მაჩვენებლის მომატება, ბოლო ტრიმესტრში შესაძლებელია 644 ნგ/მლ-საც მიაღწიოს.

პლაზმინოგენის აქტივობა. ეს ნივთიერება სისხლის კოლტის გახსნაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ მისი ფუნქციის კვლევა განსაკუთრებით აქტუალურია თრომბოზებისკენ მიდრეკილი პაციენტებისათვის. ანალიზის ნორმული მაჩვენებელი 80-132%-ის ფარგლებშია. მომატებული მაჩვენებელი ახასიათებს მწვავე ინფექციებსა და ტრავმებს, ასევე ორსულობას. დაქვეითება დისემინირებულ სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომზე, ღვიძლის პათოლოგიაზე მიუთითებს.

პროტეინ C-ს აქტივობა - ინიშნება არტერიული და ვენური თრომბოზისას, განსაკუთრებით - ახალგაზრდა პაციენტებთან. ეს ანალიზი სასარგებლოა ორსულობის შეწყვეტის დროსაც. პროტეინ C-ს აქტივობა ნორმისას შეადგენს 70-140%-ს. დაქვეითება შეიძლება მეტყველებდეს სისხლში ნივთიერების თანდაყოლილ დეფიციტზე, ღვიძლის დაავადებებზე, სისხლის შედედების დაღრვევებზე.

თავისუფალი პროტეინ შ-ის დონე. ტესტის თავისებურება ის არის, რომ სხვადასხვა სქესში ნორმული მაჩვენებელი განსხვავებულია. თავისუფალი შ პროტეინის დონე მამაკაცებთან შეადგენს 74-146%-ს, ქალებთან 54-123%-ს. დაქვეითება მიუთითებს მწვავე ინფექციურ დაავადებებზე, ღვიძლის პათოლოგიაზე, შეიძლება აღინიშნებოდეს ანტიკოაგულანტებისა და ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას.

მგლურას ანტისხეულების არსებობა. იგულისხმება იმუნური სისტემის მიერ ფოსფოლიპიდების საწინააღმდეგოდ ნაწარმოებ ანტისხეულებზე. მათ შეუძლიათ სისხლის შედედების დროის გაზრდა და ამასთანავე, თრომბის წარმოქმნის მაპროვოცირებელიცაა. ამიტომ, აღნიშნული ანალიზი ინიშნება არტერიული, ვენური თრომბების რეციდიული გამოვლინებებისას, ორსულობის შეწყვეტისას. დადებითი პასუხის გრადაცია შეიძლება იყოს “მნიშვნელოვანი”, “ზომიერი”, “სუსტი”.

კოაგულოგრამა მრავალი დაავადების დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც დიდად არის დამოკიდებული შემდგომი მკურნალობის ხარისხი და შედეგი.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
თბი­ლის­ში, 140 ნო­მერ ავ­ტო­ბუს­ში დაჭ­რი­ლი 17 წლის მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.
10-07-2018
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
09-07-2018
ნებისმიერი სერიოზული სისხლდენა სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის დიდ პრობლემად იქცევა.
26-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
ნებისმიერი სერიოზული სისხლდენა სისხლის იშვიათი ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის დიდ პრობლემად იქცევა.
სისხლის ანალიზი შაქარზე ლაბორატორიული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ანალიზია, რაც სრულიად გასაგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის ჩატარებულ პროცედურათა შორის, ლაბორატორიული კვლევები
ინფექციური დაავადებები მოავადე ადამიანის სისხლში შესაბამის ანტისხეულებს ინიცირებს.
სისხლის სხვა ანალიზების მსგავსად, ბიოქიმიური კვლევაც მომზადებასა და მარტივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს:

16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868