ჰემატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ჰემატოლოგია
ჰემოფილია მემკვიდრეობითი დაავადებაა - სისხლს არ გააჩნია შედედების უნარი, რაც გამოწვეულია სისხლის შემდედებელი ფაქტორების დეფიციტით. სისხლის შედედება რთული პროცესია, რომელშიც მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. ისინი სისხლის პლაზმასა და თრომბოციტებში ანუ სისხლის სპეციალიზებულ უჯრედებში არიან მოთავსებული. დღეისთვის ცნობილია სისხლის შედედებაში მონაწილე 13 პლაზმური და 22 თრომბოციტული ფაქტორი. პლაზმურ ფაქტორებს რომაული ციფრებით აღნიშნავენ, თრომბოციტულს კი არაბულით. ჩვეულებრივ პირობებში სისხლის შემდედებელი ფაქტორები პლაზმაში არააქტიურ მდგომარეობაში არიან.
ორგანიზმში საკვებით, წყლისა და ჰაერის საშუალებით ათასობით უსარგებლო ნაწილაკი და მომწამლავი ნივთიერება ხვდება. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდა და აქტიურია, მისი იმუნური სისტემა ღირსეულად იგერიებს მათ შემოტევას, მაგრამ ასაკთან ერთად სხეულის მთავარ დამლაგებლებს - თირკმელებს, ფილტვებსა და ღვიძლს - უძნელდებათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება, ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება და ორგანიზმში გროვდება მავნე ნაწილაკები, რომელთა ნეგატიურ ეფექტსაც აძლიერებს ხშირი სტრესი, არასწორი კვება, გამოუძინებლობა და დაბინძურებული გარემო. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო სისხლის გაწმენდა, რომელიც, ფაქტობრივად, უსარგებლო ნაერთების მთავარ საწყობს წარმოადგენს.
ძალიან ფერმკრთალი ვარ. ამას ყველა ამჩნევს და მეუბნება, რომ სიფითრე ადრე სილამაზის ეტალონად ითვლებოდა, დღეს კი ცნობილია, რომ ამის მიზეზი უმეტესად დაბალი ჰემოგლობინია. ჰემოგლობინი, მართლაც, დაბალი მაქვს. შესაძლებელია თუ არა მისი დონის აწევა საკვების მეშვეობით? ჰემოგლობინი რკინის შემცველი და ორგანიზმისთვის ძალიან საჭირო ცილაა, რომელიც ერითროციტების შემადგენლობაში შედის. ერითროციტები ის ელემენტებია, რომლებიც სისხლს მკვეთრ წითელ ფერს აძლევს. მაგრამ არ გეგონოთ, მათი ერთადერთი ფუნქცია სისხლის შეღებვა იყოს; ისინი ადამიანის ორგანიზმში მთელ სატრანსპორტო სისტემას ქმნიან.
ნაჩვენებია მე-7 გვერ 9 - დან
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა