ჰემატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ჰემატოლოგია
ჰემოგლობინი რკინის შემცველი რთული ცილაა. მას სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები შეიცავს. ჰემოგლობინის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის შეკავშირება და ქსოვილებისთვის მისი მიწოდებაა. ფილტვების კაპილარებში შეკავშირებულ ჟანგბადს ჰემოგლობინი ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და უჯრედს აწვდის. სამაგიეროდ იქიდან ჟანგვითი და სხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი გამოაქვს. სისხლში ჰემოგლობინის დონე ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანს უსიამოვნო შეგრძნება აქვს, ზოგად სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავბრუხვევასა და თავის ტკივილს უჩივის.
სხივური დაავადება სხვადასხვა სახის მაიონიზებელი გამოსხივების მოქმედების შედეგია. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დამოკიდებულია გამოსხივების სახეობაზე, დოზაზე, რადიაქტიური ნივთიერებების წყაროს მდებარეობაზე, მისი დოზის განაწილებაზე დროის მიხედვით და ადამიანის სხეულში. ადამიანი შეიძლება დაავადდეს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი დასხივებისას (როდესაც ორგანიზმში ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანისა და ლორწოვანი გარსების საშუალებით ან ინექციის შედეგად ხვდება რადიაქტიური ნივთიერება). ადამიანის სხეულში დოზის გავრცელების მიხედვით სხივური დაავადება შეიძლება იყოს:
ძვლის ტვინი სისხლმბადი სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, სისხლმბადი სისტემის წყალობით კი ორგანიზმში სისხლის წარმოქმნა - ჰემოპოეზი ხორციელდება. ჰემოპოეზი - ეს არის სისხლის ახალი  უჯრედების წარმოქმნა დაზიანებულ და დაღუპულ უჯრედთა სანაცვლოდ. ძვლის ტვინს, გარდა ჰემოპოეზისა, იმუნოპოეზის ფუნქციაც აქვს. ამდენად, ის ლიმფოიდურ ორგანოებთან ერთად იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც არის. ძვლის ტვინი ზრდასრული ორგანიზმის ერთადერთი ქსოვილია, რომელიც ნორმაში ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს უმწიფარ, არადიფერენცირებულ და ნაკლებად დიფერენცირებულ უჯრედებს, რომლებსაც ღეროვანი უჯრედები ეწოდება და რომლებიც თავისი შენებით ახლოს დგას ემბრიონულ უჯრედებთან. ყველა სხვა უმწიფარი უჯრედი (მაგალითად, კანის უმწიფარი უჯრედები) დიფერენცირების გაცილებით მაღალი დონით გამოირჩევა და გარკვეულწილად უკვე აქვს სპეციალიზაცია.
ნაჩვენებია მე-6 გვერ 9 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით