რა სიმპტომები აქვს ტუბერკულოზს, შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა ან ძუძუთი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიმპტომები აქვს ტუბერკულოზს, შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა ან ძუძუთი კვება

• ხველა ნახველით;

• სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა;

• წონის კლება;

• სისხლიანი ნახველი;

• ტკივილი გულმკერდის არეში;

• უმადობა;

• საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა;

• ქოშინი.

შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება?

- უმჯობესია, ქალი მკურნალობის დასრულებამდე მოერიდოს დაორსულებას, მაგრამ თუ ნაყოფი მაინც ჩაისახა ან ტუბერკულოზის დიაგნოზი ორსულობის პერიოდში დაისვა, საგანგაშო არაფერია - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი რიგის მედიკამენტები, გარდა სტრეპტომიცინისა, არც ორსულისთვის, არც ნაყოფისთვის საშიში არ არის.

ნაყოფზე შესაძლოა დამღუპველად იმოქმედოს დედის მიერ მკურნალობაზე უარის თქმამ ან ექიმის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ. ორსულობის სასურველი შედეგით დასრულებისა და დედის განკურნებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების სწორად მიღებას. ყოველივე ეს ეხება მხოლოდ პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებს. მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებითაც რეზისტენტულ ტუბერკულოზს მკურნალობენ, ძალზე ტოქსიკურია და ორსულობისას მათი მიღება არამც და არამც არ შეიძლება.

- შეიძლება თუ არა, მკურნალობის პერიოდში დედამ ჩვილს ძუძუ აწოვოს?

- ტუბერკულოზით დაავადებულმა ქალებმა, რომლებიც ძუძუთი კვებავენ შვილს, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ მკურნალობის სრული კურსი. მხოლოდ ამგვარად ავიცილებთ თავიდან ბავშვის მიკობაქტერიით ინფიცირებას. ბავშვს ტუბერკულოზი დედის რძით არ გადაეცემა, მაგრამ თუ მეძუძური ქალი მიკობაქტერიებს გამოყოფს, ბავშვთან მისი კონტაქტი აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, ხოლო კვებისას დედამ სპეციალური ნიღაბი უნდა გამოიყენოს.

წაიკითხეთ ვრცლად