ჰორმონი, რომელიც სექსის და შვილთან დედის ურთიერთობის დროს გამოიყოფა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონი, რომელიც სექსის და შვილთან დედის ურთიერთობის დროს გამოიყოფა

„სიყვარულის ჰორმონსაც“ უწოდებენ.

ყველაზე მეტი ოქსიტოცინი სისხლში სექსის, კოცნისა და ჩახუტების დროს გადაიტყორცნება. ოქსიტოცინი ადუნებს, აწყნარებს, აუმჯობესებს განწყობას და ადამიანს სტრესის გადალახვაში ეხმარება. ეს ჰორმონი ასევე გამოიყოფა შვილთან დედის ურთიერთობის დროს.

უნიკალური თვისებების გამო მეცნიერებმა არაერთხელ სცადეს მისი გამოყენება სხვადასხვა დარღვევების, კერძოდ, აუტისტური სპექტრის მოშლილობის დროს. ითვლებოდა, რომ ჰორმონი აუტისტებს გარშემომყოფ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში დაეხმარებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ თუ ცოცხალი ორგანიზმიდან გამოყოფილ ბუნებრივ ოქსიტოცინს ადამიანს სამკურნალო მიზნით გარედან შევუყვანთ, ის გვერდით მოვლენებს იწვევს - აჩქარებს გულისცემას, იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, ჰიპერტენზიას.

ამიტომ ვენის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჰორმონის ბუნებრივ ვერსიაზე უარი უნდა ვთქვათ. შექმნეს სინთეზური ოქსიტოცინი, რომელიც ნატურალურ ანალოგთან შედარებით გაცილებით უსაფრთხო აღმოჩნდა. მეცნიერებმა ოქსიტოცინის მოლეკულაში გოგირდის სამი ატომი ჩაანაცვლეს სელენით, ხოლო აზოტი - ჟანგბადით. ჰორმონი გახდა მიზანმიმართული და გახანგრძლივებული მოქმედების, გვერდით ეფექტებს კი აღარ იწვევდა.

ლალი ჩხიკვაძე

რომელი ჰორმონის წყალობით "დაფრინავს" შეყვარებული ადამიანი