დიაბეტით დაავადებულთა ოპტიმალური ცხოვრების წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტით დაავადებულთა ოპტიმალური ცხოვრების წესი

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა არა მარტო შაქრის დამწევი პრეპარატების ან ინსულინის დროულ შეყვანას, არამედ ცხოვრების წესის კორექციასაც გულისხმობს - კვებას, ფიზიკურ დატვირთვას, მუშაობისა და დასვენების რეჟიმს.

შაქრიანი დიაბეტის დროს ცხოვრების ჯანსაღი წესი კარგი განწყობისა და დაავადების გართულების არიდების საფუძველია. გვესაუბრება შპს დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ექიმი-ენდოკრინოლოგი, მაია ნიშნიანიძე.

- ქალბატონო მაია, როგორი შეიძლება იყოს ფიზიკური დატვირთვა, რომ ჰიპოგლიკემია არ განვითარდეს? მოსალოდნელი ფიზიკური აქტივობისას რამდენად აუცილებელია გლიკემიის მოსაწესრიგებელი პრეპარატის დოზის კორექცია?

- რეგულარული ფიზიკური დატვირთვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელია და როგორც ცხოვრების წესის ერთ-ერთი ელემენტი, რეკომენდებულია როგორც ტიპი 1, ისე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონეთათვის.

ჰიპოგლიკემიის რისკი ფიზიკური დატვირთვის დროს მაღალია, განსაკუთრებით ინსულინოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის, თუმცა სპეციალური მითითებების გათვალისწინებით რისკი მნიშვნელოვნად მცირდება, ესენია:

  • გლუკოზის ზედმიწევნითი თვითკონტროლი;
  • ნახშირწყლებით მდიდარი საკვების დამატებით მიღება დატვირთვამდე და ყოველ საათში ფიზიკური დატვირთვის დროს (საჭიროებისამებრ);
  • ინსულინის დოზის შემცირება დატვირთვამდე 30-50%-ით და ა.შ.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ფიზიკური დატვირთვა, როგორც წესი, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, ამიტომ საკვებით დამატებითი ნახშირწყლების მიღებას არ საჭიროებს.

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა:

  • აჩქარებს სხეულის მასის შემცირებას;
  • ეხმარება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დარეგულირებას და ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას.

თუმცა რეკომენდებულია ინდივიდუალურად შერჩეული, დაბალანსებული დიეტის თანხვედრა. პაციენტები ყველაზე კარგად ეგუებიან ზომიერ ყოველდღიურ დატვირთვას, როგორიცაა - ფეხით სიარული-სეირნობა 30 – 60წთ-მდე.

- დღეში რამდენჯერ უნდა იკვებოს დიაბეტით დაავადებული?

- რეკომენდებულია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი და ძირითად კვებათა შორის ორი წახემსება. საერთოდ, კვების რეჟიმი ადამიანის ცხოვრების რეჟიმს უნდა მოერგოს, მაგ. სტუდენტების ცხოვრება აქტიურია, ძილის რეჟიმიც განსხვავებული აქვთ, ამიტომ ინსულინის ინექციების რეჟიმი და შესაბამისად, კვებაც ზრდასრულთა კვებისგან განსხვავებულია.

- სქესობრივი ცხოვრება რამდენად რთულდება და როგორ შეიძლება მისი მოწესრიგება?

- შარდ-სასქესო სისტემის შედარებით სერიოზული ფუნქციური დარღვევა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მამაკაცებთან ერექციული დისფუნქციაა. ის აღენიშნება 40-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცთა 35%-ს, ხოლო 60 წლის ზემოთ - 60%-ს, თუმცა, ახალი ინფორმაციით, ეს ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულია და 25-35 წლიდან იწყებს გამოვლენას; ასევე აღსანიშნავია, რომ ამ თემას მთელ მსოფლიოში სოციალური და სამედიცინო ტაბუ ადევს და მონაცემები ამ პრობლემის გავრცელების შესახებ ზუსტი არ არის.

შაქრიანი დიაბეტის დროს ერექციის დარღვევას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. როგორც წესი, ის უკავშირდება სისხლძარღვების ათეროსკლეროზს და ავტონომიურ ნეიროპათიას, ნაწილობრივ დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და გლუკოზის არაადეკვატურ კონტროლთანაც; ამის მიზეზი ხშირად შეიძლება იყოს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

მკურნალობა, უმთავრესად, ზოგადი ხასიათის რეკომენდაციებს ითვალისწინებს:

  • დიაბეტის კომპენსაციის მიღწევა;
  • ალკოჰოლის მიღების შემცირება;
  • იმპოტენციის მაპროვოცირებელი მედიკამენტების შეწყვეტა;
  • საუბრები ფსიქოლოგთან და კონსულტაციები სექსოპათოლოგთან სასურველია პარტნიორის დასწრებით.