დიაბეტიანებს დონორთა კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები წარმატებით გადაუნერგეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტიანებს დონორთა კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები წარმატებით გადაუნერგეს

სადაც წარმატებით დაიწყო ინსულინის გამოყოფა. ქალი სადღეისოდ აღარ საჭიროებს ინსულინის ინიექციებს. წინათ ინსულინის გამომყოფი უჯრედები ექსპერიმენტულ რეჟიმში ინერგებოდა ღვიძლში. მეცნიერთა აზრით, ახალი მიდგომა (მეთოდი) დონორთა უჯრედების მოცილებასთან დაკავშირებულ გართულებებს აარიდებს პაციენტებს.

საყურადღებოა ისიც, რომ მეცნიერები იმავდროულად მუშაობენ ხელოვნური ორგანოს BioHub - პანკრეასის პროტოტიპის შექმნაზე, რომელიც გადანერგილი უჯრედების სიცოცხლის შენარჩუნებაზე იზრუნებს მანამ, სანამ ისინი სისხლის მიმოქცევის სისტემას შეუერთდებიან.

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 9,3 %, ანუ 29,1 მილიონი ადამიანი შაქრიანი დიაბეტით იტანჯება. მათგან დაახლოებით 1,25 მილიონს აღენიშნება დიაბეტი ტიპი-1. 8,1 მილიონი შემთხვევა ჯერ კიდევ არ არის დიაგნოსტირებული. შაქრიანი დიაბეტი მეშვიდე ადგილზეა აშშ-ში სიკვდილის გამოწვევ მიზეზებს შორის. 20 წელზე მეტი ასაკის 86 მილიონ ამერიკელს დიაბეტისწინა მდგომარეობა აღენიშნება.

რაც ყველაზე საგანგაშოა, დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თუ 1980 წელს დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 108 მილიონს შეადგენთა, 2014 წელს მაჩვენებელმა 422 მილიონს მიაღწია. სპეციალისტთა განცხადებით, საგანგაშო ვითარებაა, ამიტომაც დიაბეტის პრობლემაზე კვლევები არ წყდება.

თინათინ გოცაძე