ჰიპო- და ჰიპერთირეოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპო- და ჰიპერთირეოზი

ამასთან, დაავადებამ ერთნაირი სიმწვავით იჩინა თავი, როგორც მოზარდებში, ისე მოზრდილებსა და ბავშვებში.

განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ყველაზე აქტიურ და შრომისუნარიან ადამიანებში, რაც მათ ყოველდღიურ სტრესს, ცხოვრების დაძაბულ რიტმს, არარაციონალურ კვებას, არაორგანიზებულ შრომის, დასვენებისა და ძილის რეჟიმს უკავშირდება.

სტატისტიკური მონაცემები

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი გავრცელებით შაქრიანი დიაბეტის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებენ.
  • 665 მილიონზე მეტ ადამიანს გააჩნია ენდემური ჩიყვი ან სხვა რომელიმე ტიპის თირეოიდული პათოლოგია.
  • მილიარდ-ნახევარი ადამიანი იოდდეფიციტურ კერაში ცხოვრობს და სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებისთვის რისკჯგუფს შეადგენს.
  • მსოფლიოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მზარდი ტემპი შეიმჩნევა, ავადობის ყოველწლიური მაჩვენებელი 5 %-ით მატულობს.
  • თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ენდოკრინულ პათოლოგიად აუტოიმუნური თირეოიდიტი მიიჩნევა, რომელიც ჰიპოთირეოზის მიზეზია – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების მანიშნებელია. ამასთან, თირეოიდული პრობლემები ყველაზე გავრცელებული აუტოიმუნური პათოლოგიებიცაა.
  • განსხვავებული მონაცემებით, მსოფლიოს 15-დან 40%-მდე მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის თირეოიდული პრობლემები აღენიშნება, ზოგიერთ ენდემურ კერაში ეს მაჩვენებელი 95%-საც კი უტოლდება.

მიზეზები

ავადობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს ორი ძირითადი ფაქტორის არსებობით ხსნიან:

1. სოციალური კატაკლიზმები, რაც იწვევს კვების პირობების გაუარესებას, იოდშემცველი პროდუქტების საგრძნობ შემცირებას რაციონში;

2. იმ ღონისძიებათა შესუსტება, რომლებიც ჩიყვისა და იოდდეფიციტურ მდგომარეობათა პროფილაქტიკას ითვალისწინებს.

ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ბუნებრივი რადიაციის რეგიონებში, რაც კიდევ უფრო მძიმე ფორმების განვითარებას იწვევს.

თერაპიული პათოლოგიების პარალელურად, ჩიყვის ენდემურ კერებში იზრდება დაავადების კვანძოვანი ფორმები, ფარისებრ ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნების განვითარება, რაც კონსერვატიული მკურნალობის შემდგომ ხშირად ოპერაციულ მკურნალობას ითხოვს.

მსოფლიოში

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ის სპეციალისტთა მონაცემებით, მათ სახელმწიფოში 27 მილიონზე მეტ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება აქვს. არსებობს ვარაუდი, რომ 13 მილიონი შემთხვევა ჯერ კიდევ არადიაგნოსტირებულია.

სპეციალისტთა სხვა ჯგუფი დაავადებულთა რიცხვს გაცილებით ზრდის და ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 59 მილიონამდეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეხუთე ამერიკელს ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე პათოლოგია აღენიშნება.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური დაავადების მაჩვენებელი აშშ-ში საკმაოდ მაღალია და ყოველწლიურად 45 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. განსაკუთრებით იმატა სიმსივნურმა პათოლოგიებმა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, რასაც სპეციალისტები რადიაციის გავლენით ხსნიან.

ევროპის ქვეყნები

მანიფესტირებული ჰიპოთირეოზი გამოვლენილია მოსახლეობის 0,2-2%-ში, სუბკლინიკური – 2-10%-ში.

გამოკვლევის თანახმად, სპონტანური ჰიპოთირეოზის ახალი შემთხვევები ქალებში ასეთია: ყოველწლიურად ყოველ 1000 ადამიანზე 3,5 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ნ საზოგადოდ, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები 7-10-ჯერ ხშირია ქალებში. ცხოვრების მანძილზე ყოველი 5 ქალიდან 1 აუცილებლად აწყდება თირეოიდულ პრობლემებს.

ნ ასაკთან ერთად ორივე სქესის წარმომადგენლებში მატულობს დაავადების განვითარების ალბათობა, 70 წლისთვის ჰიპოთირეოზის სუბკლინიკური ფორმის გავრცელების მაჩვენებელი მამაკაცებში ქალებისას უტოლდება.

იაპონია

2011 წლის ატომური სადგურის ავარიის შემდეგ საგრძნობლად იმატა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა, თუმცა მაჩვენებელი 30-ჯერ ჩამოუვარდებოდა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შემდგომ ანალოგიურ მაჩვენებელს, სადაც ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევები მასობრივად ავარიიდან 4-5 წლის შემდეგ გამოვლინდა.

მსოფლიოში დაავადების ყველაზე მაღალი დონე იმ ტერიტორიებისა და ადგილებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც ერთ დროს დაფარული იყო ყინულით, სადაც იოდი თითქმის არ არის ნიადაგში და შესაბამისად, საკვებშიც მისი საგრძნობი დეფიციტია.

ასეთ ადგილებში ენდემური ჩიყვი ყოველი მეხუთე მოსახლისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა და სწორედ იოდის დეფიციტს უკავშირდება.

ენდოკრინული დაავადებები, ჩვეულებრივ, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მათი დროული გამოვლენა, მკურნალობა და პრევენციულ ღონისძიებათა გატარება.