რა განაპირობებს სიმსუქნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განაპირობებს სიმსუქნეს

მიზეზები. ესენია:

1) კვება გაუცნობიერებლად

საკვები გაცნობიერებულად უნდა მიირთვათ; ეს ნიშნავს იმას, რომ ყურადღება მიაქციოთ რას, სად და როგორ მიირთმევთ. ამისათვის საჭიროა:

• საკვები მიირთვათ მაგიდასთან დამჯდარმა;

• კვების დროს იფიქროთ მხოლოდ საკვებზე და არ გაერთოთ;

• საკვები მიირთვათ ნელა;

• იკვებოთ ჯანსაღი საკვებითა და სასარგებლო კერძებით;

2) შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები

სიმსუქნეს იწვევს შაქრის დიდი შემცველობა ზოგიერთ პროდუქტსა და სასმელში. რაფინირებულ ნახშირწყლებს შეიცავს თეთრი ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, პური. ისინი სწრაფად შეითვისება და გარდაიქმნება გლუკოზად. გლუკოზის სიჭარბე სისხლში ხელს უწყობს ინსულინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც თავის მხრივ ცხიმოვან ქსოვილში ცხიმის დაგროვებას განაპირობებს.

3) უჯრედისის ნაკლებობა

უჯრედისი დანაყრების გრძნობას იწვევს. მას შეიცავს მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, ნიგოზი და პარკოსნები.

4) ბაქტერიათა დისბალანსი ნაწლავებში

კვლევებით დადასტურებულია, რომ “კარგი” ბაქტერიები სხეულის მასის დაქვეითებაზე ახდენს გავლენას. მსუქნებს, ჩვეულებრივ, ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი დარღვეული აქვთ. იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ სასარგებლო ბაქტერიების ცხოველმყოფელობას ნაწლავებში, რეგულარულად და დიდი რაოდენობით უნდა მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, საზოგადოდ, მცენარეული საკვები.

5) უძილობა

მათ, ვისაც 5-6 საათზე ნაკლებხანს სძინავს, ჭარბი წონის დაგროვება ემუქრება. ჯანსაღი ძილი გავლენას ახდენს მადის განმსაზღვრელი ჰორმონების რეგულაციაზე.

6) სტრესი

ქრონიკული სტრესი სისხლში კორტიზოლის დონეს ზრდის. ამ ჰორმონის ხანგრძლივად არსებობა სისხლში კი აძლიერებს მადას. სხეულის მასის ინდექსის ნორმალიზებისთვის აუცილებლად ერიდეთ სტრესებს, ისწავლეთ მათი დაძლევა.

თინათინ გოცაძე