რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
ჭარბთმიანობა ესთეტიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარებას უკავშირდება.
ამდენად, ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი მიზეზების დროული გამოვლენა. ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება ექიმი-ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე.
- ქალბატონო მაია, რა შეიძლება გახდეს გოგონების ჭარბთმიანობის მიზეზი?

- ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდა, მაგრამ ქალის სხეულზე თმა ესტეთიკურად არასდროს ითვლებოდა. ქალები ჭარბთმიანობას ყმაწვილქალობიდანვე ებრძვიან.

ჭარბთმიანობა (ანუ ჰირსუტიზმი) არის მდგომარეობა, როდესაც ქალის სხეულზე, კერძოდ კი, სახის, გულმკერდისა და ზურგის არეში, მამაკაცის ტიპის გათმიანება იწყება, ანუ უხეში, პიგმენტირებული თმა ჩნდება.

ჭარბთმიანობა
შეიძლება ეთნიკურიც იყოს. მაგალითად, ის დამახასიათებელია ხმელთაშუა აუზის, შუა და სამხრეთ აზიის ქალთა პოპულაციისთვის. სხვა შემთხვევაში მას იწვევს ქალის ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბე. ეს უკანასკნელი გენეტიკური და არაგენეტიკური დაავადებებით ან ჰორმონული მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

ჭარბთმიანობის გამომწვევ უხშირეს დაავადებათა სიას მიეკუთვნება:


- რომელ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა?

- ჭარბთმიანობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, უხშირესად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. აღნიშნულ პერიოდში გოგონას საკვერცხეები ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამოთავისუფლებას იწყებს, ამის გამო იღლიისა და ბოქვენის არის გათმიანება ჩნდება. ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუკი ქალისა და მამაკაცის ჰორმონებს შორის პროპორცია დაირღვა, თმიანი საფარველი ქალისათვის უჩვეულო ადგილებშიც - სახეზე, გულმკერდსა და ზურგზეც ჩნდება.

- რა არის მისი ნიშნები?

- ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობებს, ჭარბთმიანობასთან ერთად, სხვა ნიშნებიც ახლავს ხოლმე, ესენია:

  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
  • სიმსუქნე ან მამაკაცის სასქესო ჰორმონების მატების სხვა გამოვლინებები: ბოხი ხმა, აკნე, გამელოტება, მკერდის შემცირებული ზომა და კლიტორის (გარეთა სასქესო ორგანოს ნაწილი) გადიდება.

ამრიგად, სამედიცინო თვალსაზრისით, ჭარბთმიანობა საყურადღებო მდგომარეობაა. მისი გამომწვევი დაავადებები უშვილობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ესეც რომ არა, ის ადამიანისათვის ემოციურადაც დამთრგუნველია. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბთმიანობა გამოკვეთილი მიზეზის გარეშეც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ექიმთან მიმართვა და დაავადების გამორიცხვა აუცილებელია, განსაკუთრებით - სხვა თანმხლები ნიშნების არსებობისას.

- რომელი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს?

- ჭარბთმიანობის მიზეზის დასადგენად, ჩვეულებრივ, ტარდება:

  • სისხლის ჰორმონული ანალიზი სისხლში ანდროგენების დონის განსასაზღვრად;
  • გინეკოლოგიური და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა, რათა გაირკვეს, ხომ არ არის სტრუქტურული ცვლილებები აღნიშნულ ორგანოებში. საჭიროების შემთხვევაში ტარდება უფრო ღრმა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები.

- როგორია მკურნალობა და პროგნოზი?

- ჰირსუტიზმის მკურნალობა სისტემურ და ადგილობრივ თერაპიას მოიცავს, სისტემური მკურნალობა ტარდება როგორც ჰორმონული, ასევე არაჰორმონული პრეპარატებით. ჭარბი თმის მოსაცილებელ ადგილობრივ მეთოდებს დროებითი ეფექტი აქვს, ამიტომ მათი გამოყენება რაციონალური და ეფექტურია ენდოკრინული დისბალანსის აღმოფხვრის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 6-12 თვეა, ეფექტი კი მისი დაწყებიდან დაახლოებით 3-4 თვეში შეინიშნება.

პრობლემა უმეტესად სავსებით კომპენსირდება. მან შეიძლება თავი ხელახლა მაშინ იჩინოს, თუ ჰიპერანდროგენის გამომწვევი ფაქტორები - სტრესი, წონის მატება და სხვა - ისევ იარსებებს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ინგა გრიგოლია ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს:
01-06-2018
გათხოვებას ვაპირებდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ სხვა მამაკაცს შევხვდი...
05-02-2018
პლასტიკური ქირურგია ესთეტიკური მედიცინის პოპულარული მიმართულებაა და აქტიურადაც ვითარდება.
05-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
ფინელი მეცნიერები ახალი ვაქცინის ტესტირების პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მათი გამოგონება ეფუძნება
ჰორმონული შენაცვლებითი თერაპია, რომელსაც ქალებს მენოპაუზის პერიოდში უნიშნავენ, საკმაოდ ბევრ გვერდით
ეფექტს
თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ
სიმსუქნე და საზოგადოდ, გაცხიმოვნება მსოფლიო პრობლემაა. ჭარბი წონა მხოლოდ გარეგნობას როდი ცვლის, ის
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის