რომელი ფაქტორები განაპირობებს გოგონას სიმაღლის მაჩვენებელს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
რომელი ფაქტორები განაპირობებს გოგონას სიმაღლის მაჩვენებელს
რომელი ფაქტორები განაპირობებს გოგონას სიმაღლის მაჩვენებელს
გარდატეხის ასაკის მოზარდები ძალიან ფაქიზ და სათუთ დამოკიდებულებას საჭიროებენ. ამ პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრებულია საკუთარი გარეგნობის, წონის, სიმაღლის, სახის ნაკვთების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. ზრდის პრობლემებზე გვესაუბრება შპს “პროფ. გია აბზიანიძის სახელობის ანგიოლოგია-ანგიოქირურგიის აკადემიური კლინიკის” ექიმი-ენდოკრინოლოგი, ინგა სისვაძე.

- ქალბატონო ინგა, რომელი ჰორმონები მოქმედებს გოგონას ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე?

- მოზარდების სქესობრივი მომწიფების, ანუ პუბერტატის პერიოდში სასქესო ჰორმონების (ესტროგენების) გავლენით ძვლოვანი მომწიფება პროგრესირდება, რაც იწვევს ზრდის ზონების დახურვას და შესაბამისად, სიმაღლე საბოლოო მაჩვენებელს აღწევს. სწორედ ესტროგენებია პასუხისმგებელი ზრდის ზონების დახურვაზე ქალებთანაც და
მამაკაცებთანაც.

ესტროგენების გარდა, ზრდის ტემპებზე მოქმედებს თირეოიდული და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებიც. გოგონებთან სწორედ პუბერტატის პერიოდში იჩენს თავს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), ჭარბი წონა, სიმაღლის, ზრდის, სასქესო ორგანოების განვითარების (ჰიპო ან ჰიპერგონადიზმი) და სხვა დარღვევები. ეს პრობლემები ენდოკრინოლოგის გადაუდებელ კონსულტაციას და შესაბამის კვლევებს საჭიროებს.

-
რომელი ასაკიდან იწყება და როგორ მიმდინარეობს გოგონების სიმაღლეში ზრდა?

- გოგონათა უმეტესობას სქესობრივი მომწიფება 10-12 წლის ასაკიდან ეწყება და ორ წელიწადში იწყება მენსტრუაციაც. ჯანსაღი და ნორმალურად განვითარებული გოგონების ორგანიზმში, ძალზე იშვიათად, მაგრამ შეიძლება იგივე პროცესი დაიწყოს დაგვიანებით, 17-18 წლის ასაკში, ან ცოტა ნაადრევად, 14-15 წლის ასაკში (როგორც წესი, მსგავსი ვითარება იყო დედის ან ბებიის შემთხვევაში).

სქესობრივი მომწიფების დასაწყისშივე, უპირველესად, შესამჩნევია სიმაღლის მატება (ტანის აყრა). თუ 7-8 წლის ასაკში გოგონა იზრდება და სიმაღლეში წელიწადში საშუალოდ 5-6 სმ-ს იმატებს, 9 წლის ასაკისთვის ზრდა ოდნავ მცირდება, წელიწადში საშუალოდ 3-5 სმ-მდე, ხოლო 11 წლის ასაკიდან ზრდა მოულოდნელად და სწრაფად მატულობს და შემდგომ 2 წელიწადში აღწევს 7-8 სმ-ს. ეს შესამჩნევია მშობლებისთვისაც და ხშირად უკვირთ, რა სწრაფად იზრდებიან მათი შვილები. თუ მოზარდი გოგონების სიმაღლეში მატება დიდად განსხვავდება ზემოთ მოწოდებული ციფრებისგან, სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს ვიზიტი პედიატრთან და შემდგომ - ენდოკრინოლოგთან.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა?

- ზრდაში ჩამორჩენა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრმა სიტუაციამ და დაავადებამ, ისეთებმა, როგორებიცაა:

  • ოჯახური წინასწარგანწყობა;
  • სიმაღლეში ზრდის და პუბერტატის კონსტიტუციური შეფერხება (ეს 2 მიზეზი სიმაღლეში ზრდის შეფერხების მიზეზთა 40%-ს შეადგენს);
  • სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტი (8%) (ეს მიზეზი შეიძლება იყოს მრავალფეროვანი: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური მიდამოს თანდაყოლილი ანომალია, ცნს-ის განვითარების თანდაყოლილი პათოლოგია);
  • შეძენილი (ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური მიდამოს სიმსივნე, თავის ტვინის სხვა სიმსივნე);
  • სიმსივნის გამო მკურნალობა (ქირურგიული ან სხივური თერაპია);
  • ოსტეოქონდრო-დისპლაზია (აქონდროპლაზია, ჰიპოქონდროპლაზია);
  • ქრომოსომული დარღვევები (შერეშევსკი-ტერნერის, დაუნის, ნუნანის, პრადერვილის სინდრომები);
  • ენდოკრინული დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპოპარათირეოზი, ჰიპოკორტიციზმი, ნაადრევი სქესობრივი განვითარება);
  • ქრონიკული სომატური დაავადებები (გულის თანდაყოლილი მანკები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა);
  • არასაკმარისი კვება, შიმშილი, არასწორი დიეტები.

- როგორ ხდება დიაგნოსტირება?

- იმისთვის, რომ დროულად დაისვას ზრდაში ჩამორჩენის დიაგნოზი, აუცილებელია დადგინდეს, საბოლოო სიმაღლეს მიაღწია თუ არა ბავშვმა. ეს განისაზღვრება იმ მომენტში მიღწეული სიმაღლით, როდესაც ზრდის ტემპი შემცირებულია წელიწადში 2სმ-მდე. ეს შეიძლება დადასტურდეს ხელის მტევნის რენტგენოგრამაზე აღბეჭდილი ზრდის ზონების დახურვით. საბოლოო სიმაღლე გენეტიკურადაა დეტერმინირებული. მშობლების სიმაღლის მიხედვით, შესაძლებელია ყველა ბავშვს ინდივიდუალურად განესაზღვროს პროგნოზირებადი სიმაღლე.

გარკვეულ ასაკში სიმაღლის მაჩვენებლების შესაფასებლად შემუშავებულია წონისა და სიმაღლის სპეციალური დიაგრამები (ცხრილები). სიმაღლეში ზრდის სიჩქარის ანალიზი საშუალებას იძლევა, ნორმიდან გადახრა ადრეულ ასაკშივე გამოვლინდეს.

სიმაღლის დეფიციტია იმ შემთხვევაში, როდესაც სიმაღლე ნაკლებია 3 პერცენტილზე ან ნაკლებია 2 სტანდარტულ გადახრაზე (<-2,0 შDშ), შესაბამისი ქრონოლოგიური ასაკისა და სქესის საშუალო მაჩვენებელზე.

ჯანმრთელი მოზარდის სიმაღლის მრუდი ძალიან არ განსხვავდება მშობლების საშუალო სიმაღლის პერცენტილისაგან. კონსტიტუციურად განპირობებული სიმაღლის მრუდისგან გადახრა მიუთითებს პათოლოგიური ფაქტორის არსებობაზე, რომელიც მოქმედებს სიმაღლეზე.

- როგორ შეიძლება ამ პრობლემის მკურნალობა?

- დიაგნოსტირებული ზრდაში ჩამორჩენის მკურნალობა დამოკიდებულია იმ დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე, რომელიც არის უშუალო მიზეზი ზდის შეფერხებისა.

- ამ დროს ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემებიც იჩენს თავს?

- მოზარდი გოგონები ძალიან განიცდიან თანატოლებისგან განსხვავებულ სიმაღლესა თუ წონას, ადრე ან გვიან დაწყებულ მენსტრუაციას და სხვა. ამან შესაძლოა არაჯანსაღი წარმოდგენაც კი ჩამოუყალიბოთ თავიანთი გარეგნობის შესახებ და დაიწყონ მცდარი დიეტა. განცდებმა გოგონა შეიძლება ნევროზამდეც კი მიიყვანოს. მსგავსი მოვლენების ასარიდებლად საჭიროა მშობლებისა და ექიმის მართებული რჩევები, მათი სათანადო სამედიცინო განათლება მოცემულ საკითხში.

ნორმალურ ზრდასა და განვითარებაში ყველაზე მთავარი კი სრულფასოვანი, დაბალანსებული კვებაა, ასევე საკმარისი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მეტი სუფთა ჰაერი, ნაკლები კომპიუტერი და მობილური ტელეფონი.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
04-03-2018
ყმაწვილობის ასაკში შესულ ბავშვს უკვე აღარ სურს მშობლებთან გულახდილი საუბარი ან მათი სათუთი მოპყრობა.
04-03-2018
სიმსუქნე და საზოგადოდ, გაცხიმოვნება მსოფლიო პრობლემაა. ჭარბი წონა მხოლოდ გარეგნობას როდი ცვლის, ის
09-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
ფინელი მეცნიერები ახალი ვაქცინის ტესტირების პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მათი გამოგონება ეფუძნება
ჰორმონული შენაცვლებითი თერაპია, რომელსაც ქალებს მენოპაუზის პერიოდში უნიშნავენ, საკმაოდ ბევრ გვერდით
ეფექტს
თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით