მეცნიერებმა ახალი ჰორმონი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანს სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ახალი ჰორმონი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანს სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება

ახალი ბუნებრივი ნივთიერება, არამედ ისიც გაარკვიეს, რომ ის ადამიანებს შაქრიან დიაბეტთან და სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება. ჰორმონის საბოლოოდ იდენტიფიცირება მოხდა დნმ-ის ანალიზის დახმარებით იშვიათი დაავადების (ახალშობილთა პროგეროიდული სინდრომის-NPS) მქონე ორ პირთან. ასეთ პაციენტთა ორგანიზმი ვერ აგროვებს ცხიმოვან ჩანართებს (დაავადებას სხვა სიმპტომებიც ახლავს).

ბეილორას სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა, ატულ ჩოპრას ხელმძღვანელობით, გაარკვიეს, რომ აღნიშნული სინდრომის მქონე პირები თავს განსაკუთრებულად ცუდად გრძნობენ, რადგანაც მათ ორგანიზმში არ გამოიყოფა აქამდე უცნობი ჰორმონი. ამ ჰორმონს ასპროსინი ჰქვია.

ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ ჰორმონი ასპროსინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში, განსაკუთრებით საკვების მიღებებს შორის პერიოდში. ასპროსინს გამოყოფს ცხიმოვანი ქსოვილი. ის ღვიძლისკენ მიემართება და ამცნობს ორგანოს იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სისხლში გლუკოზის დაუყოვნებლივ გამოყოფა - განმარტავს ჩოპრა. როგორც კი შაქრის დონე სისხლში მაღლა იწევს, ჰორმონის გამოყოფა წყდება.

ამ ახალ აღმოჩენას მეცნიერები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მიმართავენ. ამ დრომდე ჩატარებული ყველა კვლევის შედეგი დადებითი და საიმედოა. ამგვარად, ახალ ჰორმონზე სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ!

თინათინ გოცაძე