D ვიტამინის დეფიციტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ზრდის
სისტემისა და აუტოიმუნურ დაავადებათა განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. ახალმა კვლევამ დასახელებულ სიას შაქრიანი დიაბეტიც შემატა.
სან-დიეგოს კალიფორნიის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა ათწლიანი კვლევა ჩაატარეს. აკვირდებოდნენ 900 ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას დინამიკაში (კლინიკაში რეგულარული გასინჯვა-გამოკვლევის პროცესში). თავდაპირველად საკვლევი პირები შედარებით ჯანმრთელი პაციენტები იყვნენ, დიაბეტის ნიშნებისა და დიაბეტისწინა (პრედიაბეტური) მდგომარეობის გარეშე. მათთან მკვლევარები საზღვრავდნენ D ვიტამინისა და გლუკოზის დონეს სისხლში, ასევე, აფასებდნენ გლუკოზისადმი ტოლერანტობასაც. დროთა განმავლობაში 47 პაციენტს განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი, 337–ს კი გამოუვლინდა დიაბეტისწინა მდგომარეობა. შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილება შეჭიდული იყო D ვიტამინის დეფიციტთან.
მკვლევართა მონაცემებით, პირებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ D ვიტამინის 30 ნანოგრამზე ნაკლები დონე (ერთ მილილიტრზე გადაანგარიშებით) დიაბეტით დაავადების რისკი 5-ჯერ ჰქონდათ მომატებული, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც D ვიტამინის 50 ნგ/მლ და უფრო მაღალი დონის შემცველობა ჰქონდათ.
სპეციალისტთა განცხადებით, "საჭიროა დამატებითი კვლევები იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას _ შეუძლია კი 25-ჰიდროქსივიტამინ D –ს მაღალ დონეს შეაფერხოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება?". მეცნიერთა აზრით, დადებითი პასუხის სავარაუდოდ საფუძველი ამ ეტაპზევე არსებობს!
თინათინ გოცაძე