რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ენდოკრინოლოგია
გვესაუბრება N4 საოჯახო მედიცინის ცენტრის, ექიმი-რადიოლოგი სოფო ჩაგელიშვილი.– რა არის ჩიყვი და რისგან ჩნდება?– ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. ჩიყვი შეიძლება იყოს დიფუზური, დიფუზურ-ტოქსიკური, კვანძოვანი. ჩიყვის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სხვადასხვაგვარად შეიცვალოს, აღინიშნებოდეს ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, როდესაც აღინიშნება თირეოიდული ჰორმონის დეფიციტი ან ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონს. ზოგჯერ ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე ვითარდება, რასაც ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება. კვანძოვანი ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ზომის ზრდა კვანძ(ებ)ის ხარჯზე და ამ დროს არ იყოს დარღვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.ჰიპოთირეოზის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაავადებები, აუტოიმუნური თირეოიდიტი, იოდის დეფიციტი, ანტითირეოიდული ჰორმონებით არასწორი მკურნალობა, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა. ჰიპერთირეოზის უხშირესი მიზეზია: გრეივსის დაავადება (აუტოიმუნური დაავადება), ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.– რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ჰიპოთირეოზის დროს ნივთიერებათა ცვლის შენელებასთან დაკავშირებული სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესია, წნევის მატება. კანის სიმშრალე, ყაბზობა, ქალებთან მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, წონის უმიზეზო მატება. ჰიპერთირეოზის დროს აღინიშნება: სისუსტე, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა – არითმია, წნევის მომატება, წონის უმიზეზო კლება, დისკომფორტი კისრის არეში, ყლაპვის გაძნელება, ეგზოფთალმი, დიდი ზომის კვანძისას ან მკვეთრად გადიდებული ჯირკვლის დროს კისრის მიდამოში შესაძლოა აღინიშნებოდეს პალპირებადი წარმონაქმნი. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერთირეოზი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დიაგნოსტირების მიზნით უნდა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური მდგომარეობა, რაც პირველ ეტაპზე სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრით და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევით ხდება. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში კეთდება ფუნქციური ბიოფსია.– რამდენად ხშირია ბავშვებსა და მოზარდებთან და რა უნდა იღონოს მშობელმა?– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, გვხვდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანთან, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება ქალებთან. საქართველო იოდდეფიციტურ რეგიონად ითვლება და დაავადებები აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებთან. დაავადება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ბავშვებთან იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისას ან დატვირთული გენეტიკური ანამნეზისას მშობელმა დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა– როგორ ხდება მისი მკურნალობა?– მკურნალობის მეთოდებია: თერაპიული – მკურნალობენ პრეპარატებით და ქირურგიული – ჩარევა ხდება ჩიყვის კვანძოვანი ფორმის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგოა. – რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენცია გულისხმობს იოდის შემცველი პრეპარატებისა და პროდუქტების, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების (ლამინარია, თევზი), ასევე ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხის მიღებას, იოდიზებული მარილის მოხმარებას. იოდის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა აუცილებლად სპეციალისტის დანიშნულებით უნდა მოხდეს. დაუშვებელია თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნული პრეპარატის მიღების თვითნებური შეწყვეტა.
ნაჩვენებია მე-2 გვერ 20 - დან
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის