რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ანგიოლოგია
ქვედა კიდურების ვენების დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც განსაკუთრებით ცხელი სეზონის დროს იჩენს ხოლმე თავს. ამ პრობლემაზე გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალ - პირველი კლინიკური საავადმყოფოს” სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ზაურ ნონიკაშვილი.- ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის მოზრდილი მოსახლეობის 10-55%-ს აღენიშნება და უფრო ხშირია ქალებში. დაგვიანებული ჩარევისას სერიოზულად რთულდება და მკურნალობაც სოლიდურ ხარჯებს უკავშირდება. ქვდ-ის შორს წასული შემთხვევები შრომისუნარიანობის დროებითი თუ მყარი შეზღუდვის გამომწვევი ერთ-ერთი უხშირესი პათოლოგიაცაა.
ანევრიზმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა. ის აზიანებს და ცვლის სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი კარგავს ელასტიკურობას და ხელშემწყობი ფაქტორის დართვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს კიდეც, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება. ანევრიზმა ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ადგილმდებარეობისა და ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. ყველაზე გავრცელებულია აორტის ანევრიზმა. მისი 25% გულმკერდის აორტის ანევრიზმების წილად მოდის, ხოლო 75% - აორტის მუცლის ნაწილის ანევრიზმების წილად. ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილი სისხლძარღვებისა და აორტის ანევრიზმები. გარდა იმისა, რომ არსებობს ანევრიზმის გახეთქვის საფრთხე, სახიფათოა თავად სისხლძარღვის დეფორმაციაც, რადგან გადიდებული უბანი შესაძლოა მიაწვეს ირგვლივ მდებარე ნერვებს და შესაბამისი უბნების დისფუნქცია გამოიწვიოს.
ნაჩვენებია მე-2 გვერ 7 - დან
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის