ანგიოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ანგიოლოგია
ჩვენმა პაციენტებმა, სამწუხაროდ, კარგად იციან, რაოდენ დიდ დისკომფორტს ქმნის ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაავადებები. ზაფხულის დადგომასთან ერთად ამ დაავადებებზე განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, რადგან უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ კიდური არცთუ ისე მიმზიდველად  გამოიყურება. ამას ემატება შეშუპება, რომელიც სიცხეში კიდევ უფრო შემაწუხებელი ხდება. რა იწვევს ვენების გაგანიერებას, რატომ შუპდება ზაფხულში კიდურები? ამ და სხვა კითხვებით ამჯერად ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ბატონ ზაზა ლაზარაშვილს მივმართეთ.
ვენები სისხლძარღვებია, რომლებსაც თითოეული უჯრედიდან გულისკენ ჟანგბადით ღარიბი და ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი მიაქვთ, რათა იგი სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადასვლის შემდეგ ფილტვებში კვლავ ჟანგბადით გამდიდრდეს და არტერიათა მეშვეობით უჯრედებსვე მიეწოდოს. ვენური სისტემის შემადგენლობაში შედის ვენულებიც - შედარებით წვრილი ვენები, რომლებშიც სისხლი კაპილარებიდან მიედინება. ვენური სისხლი მუქი ცისფერია, რადგან არ შეიცავს ჰემოგლობინს, რომელიც მას წითელ ფერს მისცემდა. ვენებისა და არტერიების ურთიერთგანლაგებას აქვს ერთგვარი კანონზომიერება: ყოველ არტერიას თან ორი ვენა ახლავს.
ანგიოსპაზმი სისხლძარღვის კრუნჩხვას, სპაზმს ნიშნავს. მისი განვითარების მექანიზმებსა და გამოვლინებაზე გვესაუბრება თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკის ექიმი, ანგიომიკროქირურგი ზაალ ავალიანი. - ბატონო ზაალ, რა უდევს საფუძვლად ანგიოსპაზმს?- ანგიოსპაზმი წარმოადგენს არტერიის სანათურის გარდამავალ პათოლოგიურ შევიწროებას, რომელიც სისხლძარღვის კედლის კუნთების ხანგრძლივი და გადაჭარბებული შეკუმშვის შედეგად წარმოიშობა. ანგიოსპაზმი შესაძლოა იყოს მწვავე სისხლძარღვოვანი დისტონიის (სისხლძარღვოვანი კრიზის) გამოვლინების ერთ-ერთი ვარიანტი.
რატომ არის, რომ ზოგიერთი ქალბატონი იძულებულია, ფეხები შარვლის ან გრძელი ქვედაკაბის ქვეშ დამალოს? ამის მიზეზია ცისფერი ქსელი და გამობერილი ვენები, რასაც ქვედა კიდურების სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი და წვაც ერთვის. ნუ მიიყვანთ დაავადებას უკანასკნელ სტადიამდე, როდესაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ჩამოყალიბდეს. ეს პრობლემა რაც შეიძლება ადრე უნდა მოაგვაროთ. რა არის ვენების ვარიკოზული გაგანიერება და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი? ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შემოკლებით - ვარიკოზი, ვენების დაავადებაა, რომელიც კვანძების წარმოქმნას და ვენის კედლის გათხელებას იწვევს. ვარიკოზულ გაგანიერებას უმეტესად განიცდის ქვედა კიდურების კანქვეშა ვენები, დიდი საჩინო ვენის, უფრო იშვიათად კი მცირე საჩინო ვენის სისტემა. მის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
ნაჩვენებია მე-6 გვერ 7 - დან
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით