ანგიოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ანგიოლოგია
დღეს ყველამ კარგად იცის, რომ სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა. ის სისხლძარღვთა კედლებში ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება. მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია. ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოთათვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია. ათეროსკლეროზი კარგა ხანია მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ინტერესისა და სერიოზული კვლევების საგანს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მასთან დაკავშირებული მრავალი კითხვა ჯერ კიდევ მოითხოვს პასუხს. დღეს შევეცდებით ამ პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ვისაუბროთ.
"თანამედროვე მედიცინა გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ და ჩვენც, ქართველი ექიმები, ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მას. ბოლო დროს ქართულ სამედიცინო სივრცეში უამრავი სიახლე დაინერგა. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც კარდიოლოგიაში და, საერთოდ, სისხლძარღვთა ქირურგიაში გადატრიალება მოახდინა, ეგრეთ წოდებული ინვაზიური თერაპიაა..." - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ანგიოკარდიოლოგიური კლინიკა "შპს ადაპტის" ხელმძღვანელმა, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტმა, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრმა, პროფესორმა მერაბ მამაცაშვილმა.
ქრონიკული ვენური უკმარისობა არის სინდრომი, რომელიც ქვედა კიდურების ვენური სისტემის სხვადასხვა დაავადებას სდევს თან. ეს სინდრომი ფართოდ არის გავრცელებული და მოზრდილი მოსახლეობის 15%-ს აღენიშნება. ვენური დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი დიდხანს დგომაა. გარდა ამისა, დაავადების ალბათობას ზრდის ჭარბი წონა, მდედრობითი სქესი. უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და მშობიარობის, არცთუ იშვიათად - ჰორმონული პრეპარატების, მათ შორის - კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) მიღების გამო.
როგორც ცნობილია, მამაკაცი ქალის გაცნობისას პირველ რიგში ფეხებს აქცევს ყურადღებას. როგორია ფეხის ოპტიმალური სიგრძე? ნორმალურ სიგრძედ მიიჩნევა სიმაღლის ნახევარს მიმატებული 3-8 სმ. სიმაღლის ნახევარზე ნაკლები სიგრძის ფეხები მოკლეა, სიმაღლის ნახევარს პლუს 9 სმ-ზე მეტი - გრძელი. ფსიქოლოგების აზრით, გრძელფეხება ქალები რომანტიკულნი, ზედმეტად მგრძნობიარენი და მეოცნებენი არიან, მოკლეფეხება ქალები კი მიწაზე მყარად დგანან, იოლად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, არიან პრინციპულები. ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მთავარი ფეხის სიგრძე კი არა, პროპორციები და ფორმაა.
ვარ 65 წლის ქალი. ათ წელზე მეტია, ვმკურნალობ ვენებს. გთხოვთ, დაბეჭდოთ ჟურნალში, რატომ არის ღრმა ვენების თრომბოზი უფრო საშიში, თუ იკურნება საერთოდ, და კიდევ - რა განსხვავებაა თრომბოზსა და თრომბოფლებიტს შორის, რომელი უფრო საშიშია? თრომბოზი, საზოგადოდ, სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესია. ამ პათოლოგიური პროცესის შედეგად შესაძლოა სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ შევიწროვდეს ან სრულიად დაიხშოს. თრომბების წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლის ნაკადის შენელება, სისხლძარღვის შიგნითა გარსის - ენდოთელიუმის დაზიანება და სისხლის თვისებების შეცვლა. ღრმა ვენების თრომბოზი - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ღრმა ვენებში თრომბები ყალიბდება.
ცნობილია, რომ ვარიკოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა. თუ თქვენი ოჯახის წევრებს შორის ვენების ვარიკოზული გაგანიერება ჩვეული მოვლენაა, დიდი შანსი გაქვთ, თქვენც ექიმის - ფლებოლოგის ან სისხლძარღვთა ქირურგის - პაციენტი გახდეთ. არსებობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის მრავალი მეთოდი, რომელთა შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  ანგიოკარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრი მერაბ მამაცაშვილი:
ნაჩვენებია მე-5 გვერ 7 - დან
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით