ანგიოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ანგიოლოგია
ადამიანის სისხლძარღვთაგან განსაკუთრებული შრომის უნარითა და ამტანობით გამოირჩევიან ვენები. ისინი სიმძიმის ძალის საპირისპიროდ ყოველწლიურად სამი ათას ლიტრ სისხლს გადადენიან სისხლძარღვებში, რაშიც მათ არტერიებიც ეხმარებიან. ყოველ ვენას თავისი თანამოსახელე არტერია მიჰყვება გვერდით. გულის შეკუმშვისას არტერიები ფართოვდებიან, აწვებიან გვერდით მდებარე ვენებს, რის შედეგადაც ვენური სარქვლები მონაცვლეობით იხურება და იღება და სისხლს ზევით - კვლავ გულისკენ გზავნის. ეს მექანიზმი გამართულად მუშაობს მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს მოძრაობს. ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ვარიკოზი, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად ფერხდება სისხლის მიმოქცევა. ვარიკოზი რომ არ დაგემუქროთ, ვენებს უნდა გაუფრთხილდეთ. ვეცდებით, ამაში დაგეხმაროთ.
ვენური უკმარისობის მკურნალობის მეთოდებზე, ვენებზე წარმოებულ ოპერაციებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის აკადემიური კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის, ევროპის ვენური ფორუმის, ევროპის სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის, ამერიკის ვენური კოლეჯის, საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციისა და ინტერნაციონალური ვენური საზოგადოების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ მიქაძე.
ვენების ქრონიკული დაავადების დროს ყოველდღიური ცხოვრების წესის, დასვენებისა და შრომის სწორი ორგანიზაცია უშუალო გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე, ამიტომ ყოველმა პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ იშრომოს და დაისვენოს, რათა ვენური სისხლის მიმოქცევის სასურველი დონე, ინტენსივობა და ხარისხი შეინარჩუნოს.დიეტავენების დაავადების დროს დიეტა ცხოველური ცხიმისა და რაფინირებული ნახშირწყლების შეზღუდვას გულისხმობს. ამავე დროს, რაციონში უხვად უნდა იყოს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, საზოგადოდ, მცენარეული ბოჭკოთი და უჯრედისით მდიდარი საკვები. სასარგებლოა:
ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზებისა და სიმპტომების, მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ უფრო მეტის გასაგებად “ოჯახის მკურნალი” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორს კონსტანტინე ყიფიანს ეწვია. საუბრის დაწყებამდე სახელოვანმა ექიმმა კლინიკა დამათვალიერებინა. სუფთა, გაკრიალებულმა პალატებმა, იდეალურმა წესრიგმა თვალი (და გულიც) ნამდვილად გაახარა. გზადაგზა ის პაციენტებიც მოვინახულეთ, რომელთაც სისხლძარღვებზე ურთულესი ოპერაციები გადაიტანეს და თავს უკეთ გრძნობენ. კლინიკის დათვალიერებისას ბატონ კოტეს ის კითხვები გავაცანი, რომლებზეც პასუხს ყველაზე ხშირად ითხოვენ ჩვენი მკითხველები.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 7 - დან
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით