თაფლი სისხლძარღვთა კედლებს ასუფთავებს და ქოლესტერინს აქვეითებს
ამ პროდუქტში შემავალი უნიკალური ნივთიერება - ტრეგალოზა განამტკიცებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული პათოლოგიის განვითარებას. ამისათვის საკმარისია დღეში ერთი სადილის კოვზი თაფლის მიღება.
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად სპეციალისტებმა ისიც დაასკვნეს, რომ თაფლის ერთ-ერთი კომპონენტი ასტიმულირებს ცილა TFEB-ის აქტივობას, რის შედეგადაც მაკროფაგების-იმუნური უჯრედების მიერ სისხლძარღვებიდან ინტენსიურად ხდება ცხიმოვანი ჩანართების გამოდევნა. თაფლი სისხლძარღვთა კედლებს შიგნიდან ასუფთავებს, გარდა ამისა, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც ეხმარება ორგანიზმს.
თინათინ გოცაძე