სპირტიანი სასმელების ხშირი მიღება არტერიებს სწრაფად აბერებს
მრავალი წლის განმავლობაში კარდიოლოგები 3869 ადამიანს აკვირდებოდნენ (70% -ზე მეტი მამაკაცია). ექსპერტები განსაკუთრებული ყურადღებით იკვლევდნენ იმ მოხალისეთა მდგომარეობას, რომელთა ალკოჰოლის მოხმარების სტაჟი 25 წელს აღემატებოდა. ექსპერიმენტის ყველა მონაწილის არტერიების მდგომარეობას აკვირდებოდნენ ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში კვირაში 112 გრამ ეთანოლს (1 ლიტრი ლუდი დაახლოებით 40 გრ ეთანოლს შეიცავს) იღებდნენ, არტერიების ელასტიურობა დაქვეითებული ჰქონდათ. ეს კი ნორმალურ სისხლის მიმოქცევას არღვევს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის პოტენციურ რისკს ზრდის.
ლალი ჩხიკვაძე