მკვლევარებმა სისხლძარღვების დაბერების შეჩერების საშუალება აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პალმიტოლეინის მჟავა ხელს უშლის საცდელი ცხოველების არტერიების დახშობას. დასავლეთის ქვეყნების საშუალოსტატისტიკური მცხოვრების რაციონში პალმიტოლეინის მჟავას წილი მხოლოდ 0,38%-ია.
პალმიტოლეინის მჟავა სასარგებლო მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს მიეკუთვნება. მას შეიცავს დედის რძე, მცენარეული, ცხოველური ცხიმი და მაკდამიის ზეთი. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანები მეტ პალმიტოლეინის მჟავას მიიღებენ, ათეროსკლეროზის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ამას გარდა, პალმიტოლეინის მჟავა დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე და გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები.
ლალი ჩხიკვაძე