რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის

ფიზიკური აქტივობა

სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კაპილართა კედლის განმტკიცებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. რაც უფრო მეტხანს ინარჩუნებს ადამიანი ფიზიკურ აქტივობას, მით უფრო მოწესრიგებული აქვს კაპილარული სისხლის მიმოქცევა. ვარჯიში და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტივობა რეგულარული და ზომიერი (თანაბარი) უნდა იყოს. გაცილებით ნაკლებ ეფექტს იძლევა ინტენსიური დატვირთვა ხანგრძლივი ინტერვალებით. მასტიმულირებელ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ვარჯიშები (დილის გამამხნევებელი, დღის განმავლობაში გამააქტიურებელი და სხვა), ცურვა, სირბილი, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი. ცურვის დროს წყლის არცთუ მაღალი ტემპერატურის გამო სისხლძარღვები რამდენადმე ვიწროვდება, აქტიური ცურვითი მოძრაობების გამო კი ფართოვდება. ამგვარად, სისხლძარღვები ერთგვარი ვარჯიშის, წვრთნის რეჟიმშია, დაძაბვა და მოდუნება მათ კედელს განამტკიცებს, ელასტიკურობას მატებს. გარდა ამისა, ცურვის დროს რიტმულ და თანაბარ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველა ნაწილი, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა შინაგან ორგანოებში. კარგია მასაჟიც, რადგან ნებისმიერი ტიპის მასაჟის დროს სისხლის ნაკადი გაძლიერებულად მიედინება კანისკენ. ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სხეულის სილამაზის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია მთელი სხეულის რეგულარული მასაჟი, დაწყებული ხერხემლის არით, დამთავრებული შუბლით, სახითა და ღაბაბით.

კონტრასტული შხაპი - სისხლძარღვთა ტრენაჟორი

სისხლძარღვთა გაკაჟებაში დიდ როლს ასრულებს კონტრასტული შხაპი. შხაპს, საზოგადოდ, სისხლძარღვთა ტრენაჟორს უწოდებენ. არსებობს სხვადასხვა სახის შხაპი: შარკოსი, შოტლანდიური, წვიმისებრი, მტვრისებრი, ცირკულარული, აღმავალი და შხაპ-მასაჟი. სისხლძარღვთა წვრთნა-ვარჯიშისთვის რეკომენდებულია კონტრასტული შხაპი. ის ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობას გულისხმობს. ეს ერთი შეხედვით უსიამოვნო პროცედურა ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლოა. მის მოყვარულებს გაციება და ხშირი ავადმყოფობა არ ემუქრებათ. კონტრასტული შხაპის ზემოქმედების მექანიზმი არცთუ მარტივია. ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, ცხელი - აფართოებს, ამგვარი აქტივობის წყალობით კი მათი კედელი ელასტიკური და მდგრადი ხდება. სისხლძარღვთა ასეთი გაკაჟება სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიაზე, მაგრამ მკაცრად უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მწვავე თრომბოფლებიტის, სისხლისა და ონკოლოგიური პათოლოგიების დროს. კონტრასტული შხაპის მიღება არ არის სასურველი მენსტრუაციის დროსაც – შესაძლოა, სისხლდენა გააძლიეროს. საზოგადოდ კი კონტრასტული შხაპი, გარდა იმისა, რომ პროფილაქტიკის უნიკალური საშუალებაა, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ამჟღავნებს სხვადასხვა დაავადების დროს. განსაკუთრებით უხდება ნევროზსა და ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას. კონტრასტული შხაპი კოსმეტიკური თვალსაზრისითაც სასარგებლოა. ის ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ამ გზით ხელს უწყობს წონის კლებას, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მატებს კანს.


როგორ მოვიქცეთ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

თბილი და ცივი წყლის ტემპერატურული სხვაობა თავდაპირველად უმნიშვნელო უნდა იყოს. ცივი წყლის ტემპერატურა პირველი პროცედურის დროს 28 გრადუსს უნდა უტოლდებოდეს, თბილისა კი - 38-ს. თბილი წყლის ზემოქმედება წუთ-ნახევარი უნდა გაგრძელდეს, ცივისა - 0,5 წუთი. თბილი წყლის ტემპერატურა თანდათანობით უნდა გაზარდოთ, ცივისა კი შეამციროთ. მესამე-მეოთხე პროცედურისთვის სასურველია, ტემპერატურის მაჩვენებელი 400ჩ-სა და 200ჩ-ს შეესაბამებოდეს. ეს ოპტიმალური კონტრასტია. კონტრასტული შხაპი სულ 10-12 წუთს უნდა გაგრძელდეს: 3 წუთს - თბილი წყლის ზემოქმედება, 1 წუთს - ცივისა და ასე 3-4-ჯერ. ამ ფორმულით პროცედურები ჯანმრთელმა ადამიანმა ზამთარ-ზაფხულ შეიძლება ჩაიტაროს, ხანდაზმულმა და დასუსტებულმა პირებმა კი ერთთვიანი კურსის შემდეგ 3-4 თვე უნდა შეისვენონ. კონტრასტული შხაპი მისი მატონიზებელი და მასტიმულირებელი ეფექტის გამო უმჯობესია დილით (ან დღის პირველ ნახევარში) მიიღოთ. ამასთან, პროცედურა ცივი წყლით უნდა დასრულდეს. თუ შხაპის მიღება დღის მეორე ნახევარში მოგიხდათ, პროცედურა ცხელი წყლით დაასრულეთ. გახსოვდეთ, წყალი სიცოცხლეა!

კვება სისხლძარღვებისთვის

სისხლძარღვთა კედლის განმტკიცებისა და მათი ჯანმრთელობისათვის მეტად მნიშვნელოვანია ვიტამინები:

E ვიტამინი ბევრია ასკილის ნაყოფში, ოხრახუშში, ისპანახსა და ბარდაში, პომიდორსა და არარაფინირებულ ზეთში.

A ვიტამინით გაჯერებულია კვერცხის გული, ყველი, ხაჭო, ნაღები, კარაქი, რძე, თევზის ქონი.

P ვიტამინით მდიდარია ასკილის ნაყოფი, ჟოლო, ყურძენი, პომიდორი, კომბოსტო, სალათის ფურცლები, წიწაკა, წიწიბურა, შავი მოცხარი, ციტრუსები.

C ვიტამინი უხვადაა კომბოსტოში, კარტოფილში, კამაში, სალათის ფურცლებში, ოხრახუშსა და მწვანე ხახვში, წითელ წიწაკაში, ქაცვსა და მოცვში. შავ მოცხარში, ასკილსა და შინდში.

A და E ვიტამინები ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის შეჭრა-გავრცელებას, P და C ვიტამინები კი ელასტიკურსა და მდგრადს ხდის სისხლძარღვთა კედელს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებისთვის თურმე მეტად სასარგებლოა ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის შოკოლადის (განსაკუთრებით - მწარეს) მიღება. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, უცხიმო ხაჭო და ყველი, ქატო, შვრია და წიწიბურა. რეგულარულად სვით 1-პროცენტიანი ცხიმიანობის რძე. უარი თქვით შემწვარ და შებოლილ პროდუქტებზე, თამბაქოს წევასა და სხვა მავნე ჩვევებზე, მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხიმიანი საკვების წილი. უპირატესობა მიანიჭეთ თევზსა და ბოჭკოს შემცველ პროდუქტებს.

დასვენება და ემოციური ფონი

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, თევზაობა და, საზოგადოდ, ზღვის, ტბის ან მდინარის ნაპირზე ჯდომა მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ამიტომ ზაფხულში დასასვენებლად აუცილებლად მიაშურეთ ზღვის ან მდინარის სანაპიროს, ზამთარში კი - აუზს. მთავარი კი დადებითი ემოციებია - სიხარულის, ბედნიერებისა და აღმაფრენის შეგრძნება. თუ გსურთ, დიდხანს არ დაგჭირდეთ კარდიოლოგთან მისვლა, გამოიყურებოდეთ მხნედ და ახალგაზრდულად, იყოთ ჯანმრთელი, ისწავლეთ სტრესის თავიდან აცილება, სწორად დასვენება და კვება!