რატომ გვენასკვება ფეხი ძილის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვენასკვება ფეხი ძილის დროს

ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის გადაცივება, მაგალითად, ცივ წყალში ბანაობა ან გარემოს დაბალი ტემპერატურა. კუნთოვანი სპაზმი შეიძლება განვითარდეს უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნის დროსაც (კუნთის ნერვის მიჭყლეტის გამო).

ფეხის ქსოვილებში კალციუმის იონების ნაკლებობაც იწვევს ნერვკუნთოვანი აგზნებადობის მომატებას. თავდაპირველად ვითარდება კუნთოვანი სისუსტე, დაღლილობა. დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები გადაიზრდება კუნთოვან ტოკვაში, ფეხის კრუნჩხვასა და ტერფის სპაზმში. ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელია კრუნჩხვების განვითარება ღამით, ძილის დროს. ზოგჯერ ფეხის კუნთების სპონტანური კრუნჩხვები ორგანიზმის რომელიმე ფარული დაავადების მანიშნებელია.

კრუნჩხვის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარება; საჭიროა არა მარტო ფლებოლოგის კონსულტაცია, არამედ ნივთიერებათა ცვლის განსაზღვრა, ენდოკრინოლოგსა და ნევროლოგთან ვიზიტი.

კრუნჩხვის პროვოცირება შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც მოახდინოს. ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ ფეხის კუნთების კრუნჩხვები, წესისამებრ, გაივლის.

კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ნივთიერების (ნიკოტინის, კოფეინის) ჭარბი გამოყენებაც.

ჩვენი რჩევა იქნება, პირველ ეტაპზე, სისხლში განსაზღვრეთ კალციუმის დონე და ნაკლებობის შემთხვევაში მიიღოთ კალციუმის და მაგნიუმის შემცველი პრეპარატები.