როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობის გაუმჯობესება ადვილად შეიძლება ნივრისა და რძის საშუალებით. ამისათვის დაგჭირდებათ:
• 250 მლ რძე
• 5 კბილი ნიორი
• 1 სადილის კოვზი კურკუმა
• 1/4 ჩაის კოვზი პილპილი
• 1 სადილის კოვზი თაფლი
მომზადებისა და მიღების წესი
- აიღეთ გარჩეული ნიორი, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დანით დასერეთ;
- ნიორს დაამატეთ რძე და ადუღეთ მანამ, სანამ ნიორი არ დარბილდება;
- შეურიეთ ერთმანეთს პილპილი და კურკუმა;
- ნივრიან რძეს დაამატეთ სანელებლების ნარევი;
- მიღებულ მასას კარგად მოურიეთ და გადაწურეთ (მოხარშული და გადაწურული ნიორი უმჯობესია საკვებად გამოიყენოთ და არ გადაყაროთ);
- გადაწურულ სითხეს დაამატეთ თაფლი;
- მიღებული სამკურნალო საშუალება დღის განმავლობაში დალიეთ, შეგიძლიათ 3 ან 4-ჯერად მიღებაზე გადაანაწილოთ. ორკვირიანი კურსის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ.
შენიშვნა: დასახელებული ინგრედიენტები არის ერთი დღის ნორმა. ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ხელახლა უნდა აიღოთ იგივე რაოდენობის პროდუქტები.
თინათინ გოცაძე