მეცნიერებმა თრომბოზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატი შექმნეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა თრომბოზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატი შექმნეს
მეცნიერებმა თრომბოზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატი შექმნეს
ინფორმაციული ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის (იტმო) სანკტ-პეტერბურგის ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერებმა, იმავე ქალაქის ცენტრალურ კლინიკასთან თანამშრომლობით, თრომბოზის სამკურნალო უნიკალური პრეპარატი შექმნეს.

ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ახალი პრეპარატის ხსნარი ეფუძნება ნანონაწილაკებს, რომლებიც მაგნიტის დახმარებით თრომბზეა ლოკალიზებული. პრეპარატს შეუძლია სისხლის კოლტების დაშლა 4000-ჯერ უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ეს არსებულ თანამედროვე თრომბოლიზურ საშუალებებს (ე. წ. თრომბოლიტიკებს) ხელეწიფებათ. ახალი საშუალების დადებითი ეფექტი არა მხოლოდ მედიკამენტის დოზის 10-ჯერად შემცირებაშია, არამედ იმაშიც, რომ ის გამორიცხავს იმ მრავლობით გვერდით მოვლენას, რომელიც ორგანიზმში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
სინთეზური მასალა შედგება
იმ კომპონენტებისგან, რომლებიც ნებადართულია ინტრავენური შეყვანისათვის და ადამიანისათვის უსაფრთხოა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის ივანე დუდანოვის განმარტებით, მოწოდებული კომპოზიტის საფუძველზე შექმნილი პრეპარატები მომავალში მაღალეფექტური იქნება არა მხოლოდ თრომბოზების მკურნალობაში, არამედ მათ პროფილაქტიკაშიც, რადგან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მიკროდოზებით მოცირკულირე ფერმენტი ნატიფად და რბილად გაწმენდს სისხლძარღვებს. ამასთან, ცილა, რომელიც
დაცულია მაგნეტიტის კარკასით, ხანგრძლივად შეინარჩუნებს თავის ფუნქციებს, მანამ, სანამ ღვიძლის მიერ არ გამოიდევნება, როგორც ჩვეულებრივი მეტაბოლიტი. 

თრომბოზის სამკურნალო ამ ახალ პრეპარატზე მედიკოსები დიდ იმედებს ამყარებენ.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
პერიფერიული ვენებიდან წამოსული თრომბი მივა ფილტვის არტერიამდე და დაახშობს სისხლძარღვს,
27-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას,
თრომბებისა და ათერომული ფოლაქების განვითარების არიდება, სისხლძარღვების გაწმენდა და
როგორც ცნობილია, ათეროსკლეროზის დროს, სისხლძარღვებში წარმოიქმნება ფოლაქები, რომელთა რაოდენობა
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ადამიანთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული და ხშირი
უკანასკნელ ხანს გულთან დაკავშირებული პრობლემები მეტად გაახალგაზრდავდა. პრობლემას ხშირად არა
ახალი მიდგომით, ლაზერის საშუალებით შესაძლებელი გახდა თრომბების მოშორება.
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით