მწვანე ჩაიში შემავალი ერთ-ერთი შენაერთი თავის ტვინისთვის სასარგებლოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ჩაიში შემავალი ერთ-ერთი შენაერთი თავის ტვინისთვის სასარგებლოა

ეს არის ყველაზე გავრცელებული გენეტიკური პათოლოგია, რომელსაც გონებრივი ჩანმორჩენილობა ახასიათებს. ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაიში შემავალი ერთ-ერთი შენაერთი დაუნის სინდრომით დაავადებულთა თავის ტვინისათვის მეტად სასარგებლოა. საუბარია ეპიგალოკატექინის გალატზე.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო დაუნის სინდრომით დაავადებულმა 16-დან 34 წლის ასაკის 84 პაციენტმა. კვლევებმა აჩვენა, რომ ეპიგალოკატექინის გალატის მიღება ტვინის სტიმულაციასთან კომპლექსში, დაუნის სინდრომით დაავადებულებთან, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, აუმჯობესებდა მხედველობით მეხსიერებას, "იმპულსური აფეთქების" გაკონტროლებისა და გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობას.

წინამორბედი კვლევების მონაცემთა თანახმად, ეპიგალოკატექინის გალატი თრგუნავს დაუნის სინდრომთან დაკავშირებული DYღK1A გენის აქტივობას. სპეციალისტთა განმარტებით, აღნიშნული შენაერთი თავის ტვინში აგზნებითი პროცესებისა და ნერვული წრეების ფუნქციობაზე ახდენს გავლენას. დეტალური ინფორმაციისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო. ამ ეტაპზე კი უტყუარია, რომ დაუნის სინდრომით დაავადებულებისათვის მწვანე ჩაი მეტად სასარგებლოა.

თინათინ გოცაძე