რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ყველი დაბერების პროცესს აფერხებს
ყველი დაბერების პროცესს აფერხებს
ყველი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტია (მდიდარი კალციუმითა და B12 ვიტამინით), ის თურმე დაბერების პროცესსაც აფერხებს.

ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ პროდუქტის (კერძოდ, ობიანი ყველის) გარკვეული შენაერთების ეფექტი შეამოწმეს. საუბარია სპერმიდინზე – ნაერთზე, რომელიც მნიშვნელოვნად უხანგრძლივებდა სიცოცხლეს ჭიებსა და ჭუპრებს.

ამჯერად მკვლევარებმა ნაერთის ეფექტურობა ვირთაგვებზე შეამოწმეს. ცხოველების ერთ ჯგუფს ისინი წყლითა და სპერმიდინით კვებავდნენ, მეორეს კი მხოლოდ წყალს ასმევდნენ. შედეგად პირველი ჯგუფის ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა, მაშინაც კი, როცა ცხოველები სპერმიდინს სიცოცხლის შუა ეტაპზე იღებდნენ. აღნიშნული ნივთიერება
აქვეითებდა არტერიულ წნევას და აუმჯობესებდა გულის ფუნქციას.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სპერმიდინი მნიშვნელოვნად ააქტივებს აუტოფაგიის (თვითშთანთქმის) პროცესს, რომლის წყალობითაც უჯრედები ტოქსინებისაგან იწმინდება (თავისუფლდება) და ინელებს თავის დაზიანებულ ნაწილებს. აუტოფაგია ერთმნიშვნელოვნად ზრდის უჯრედთა სიცოცხლის ხანგრძლივობას ანუ აფერხებს დაბერების პროცესს.

სპეციალისტებმა 800 იტალიელიც გამოკითხეს საკვები რაციონისა და მისი
გავლენის შესაფასებლად. სპერმიდინის (ანუ ყველის) ინტენსიურად და რეგულარულად მომხმარებლებს დაბალი არტერიული წნევა აღმოაჩნდათ. გარდა ამისა, მათთან გულის უკმარისობისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკი 40 %-ით იყო დაქვეითებული.

მორიგი კვლევებით ისიც დადასტურდა, რომ ყოველდღიურად 80 გრამი ცხიმიანი ყველის მიღება ზრდის "სასარგებლო ქოლესტერინის" დონეს. თურმე, ყველის მოყვარულთა ორგანიზმში იზრდება იმ ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომლებიც სწრაფ მეტაბოლიზმთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ამ პირებთან მავნე ქოლესტერინის დონე დაკლებულია და სიმსუქნის რისკი დაქვეითებული.
ასე რომ, შეიყვარეთ და რეგულარულად მიირთვით ყველი!

თინათინ გოცაძე
თარიღი : 22-03-2018
Georgia
ხან კარგიაო, წერთ, ხანაც მავნეაო და იქნებ ჯერ დაადგინოთ და მერე დაწეროთ, ა?! არა?!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ხაჭაპური, ელარჯი, პიცა, ყველის სხვადასხვა სახეობა, ბერძნული სალათი ნაზი ფეტათი-ყველასთვის საყვარელი და
21-05-2018
თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მიეცათ
23-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სეზონურ ალერგიაზე გვესაუბრება და ალერგიული რინიტით შეწუხებულ პაციენტებს რჩევებს აძლევს
წვიმიან ამინდში სეირნობა რომ სასარგებლოა, კარგა ხანია ცნობილია. ამ დროს ჰაერში იზრდება უარყოფითი
მეცნიერების აზრით, ტვინში ნეირონები აღარ აღდგება და ნერვული უჯრედის კვდომისას, მისი ფუნქციები
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
აპიტოქსინოთერაპია ალტერნეტიული მედიცინის ერთ-ერთი დარგია. სეანსები აკუპუნქტურის მსგავსია, მხოლოდ
ხშირად პაციენტებს აინტერესებთ, როგორ გააძლიერონ იმუნური სისტემა გაზაფხულზე, რომ ალერგიას ორგანიზმი
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის