რატომ იწვევს ბავშვებში ალერგიებს ბავშვის საფენები და სარეცხი საშუალებები? - საგანგაშო შემთხვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იწვევს ბავშვებში ალერგიებს ბავშვის საფენები და სარეცხი საშუალებები? - საგანგაშო შემთხვევები

აი ბოლო პერიოდში კი ის ჩემი ცხოვრების მთავარ სატკივარად იქცა.  ერთი შვილი მყავს განსაკუთრებით პრობლემური - ძალიან მგრძნობიარეა ჰიგიენური საშუალებების მიმართ. ჯერ ორი თვისაც არ იყო, საფენზე გამოაყარა. მერე ერთხელ ბანაობის შემდეგ გამოაყარა და აღმოჩნდა, რომ საპონმა მისცა ალერგია. ასევე საკმაოდ მწვავე შემთხვევა გვქონდა ერთხელ, როცა სტუმრად ვიყავით, არ გვქონდა ჩვენი სარეცხი ფხვნილი, რასაც ჩვეულებრივ ვხმარობდი ხოლმე და მათი სარეცხი ფხვნილით

ვისარგებლეთ. რომ ჩავაცვი გარეცხილი სამოსი, ისე გამოაყარა, მთლად აწითლდა... ბავშვისა რა ვთქვა, ცოტა ხნის წინ მე თვითონაც დამაყარა ხელებზე და აღმოჩნდა, რომ ჭურჭლის სარეცხმა გამიღიზიანა კანი. არადა, ნამდვილად არ ვიყავი აქამდე ალერგიული... სხვებისგანაც მესმის, რომ ეს თემა ბევრისთვის არის აქტუალური. მაინტერესებს, რატომ არის ასეთი ხშირი, რას ამბობენ ექიმები და რა არის გამოსავალი".

ქეთი, 35 წლის

mkurnali.ge

ალერგიული ფონი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, მართლაც ყოველწლიურად მზარდია. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სულ უფრო და უფრო საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ბუნებრივი პირობებით გამოწვეულ ალერგიას კიდევ უფრო მწვავეს ხდის საკვებიდან და სხვა ქიმიური საშუალებების შედეგად გამოწვეული ალერგიული ფონი. სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ერთი შეხედვით არაალერგიულ ადამიანებს მოულოდნელად დიდი პრობლემები ეწყებათ ამ მხრივ. მიზეზი ბევრია - იმუნიტეტის დაქვეითება და მგრძნობელობის გაზრდა გარემო პირობების მიმართ, არაეკოლოგიური გარემო, ქიმიური, მავნე ნივთიერებებით გაძეძგილი სარეცხი საშუალებები, მავნე საკვები და ა.შ. ძნელია, ამ ყველაფრისგან დაიცვა თავი.

პედიატრ-ალერგოლოგი ეკა ჩხარტიშვილი:

- აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე სარეცხ საშუალებებს, რომ არის ანტიალერგიული. ახლა საბავშვო და სხვა ფხვნილებს, მაგალითად, პირადაპირ აწერია, რას შეიცავს და არის თუ არა ალერგიული. იმდენი რამე შემოდის სამომხმარებლო ბაზარზე გაყალბებული და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული, ძნელია გარკვევა, რა არის საზიანო და რა სასარგებლო. უნდა დავაკვირდეთ შემადგენლობას და მაქსიმალურად უსაფრთხო ავარჩიოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ალერგია, მაგალითად, სარეცხი საშუალებების მიმართ, დამოკიდებულია კანის სპეციფიკაზე. შეიძლება სარეცხი საშუალება ერთ ადამიანს აძლევდეს ალერგიას, მეორეს - არა. სამწუხაროდ, ალერგოლოგთან პაციენტები ყველაზე ბოლოს მოდიან, შეამჩნევენ თუ არა რამეს კანზე, მაშინვე დერმატოლოგს მიმართავენ და ხანდახან არასწორი მიმართულებითაც მიდის მკურნალობა.

mkurnali.ge

გამოსავალია ის, რომ მაქსიმალურად, რაც ჩვენს ხელთ არის, ის გავაკონტროლოთ. მაგალითად, საკვები, რომელსაც ვიღებთ, იყოს ჯანსაღი და უნიტრატო. მოვერიდოთ მტვერს და ბეწვიან სათამაშოებს განსაკუთრებით იქ, სადაც ალერგიული ადამიანია. ვაკონტროლოთ აუცილებლად ჰიგიენის და სარეცხი საშუალებები. წლებთან ერთად სულ უფრო მეტად ზრუნავენ კეთილსინდისიერი კომპანიები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნაზე, რადგან ამაზე მოთხოვნაც, ლოგიკურად, გაზრდილია მომხმარებლის მხრიდან. თუ სარეცხ და ჰიგიენურ საშუალებებზე ვისაუბრებთ, გერმანიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ უკვე 30 წელია არსებობს კომპანია "ფროში", რომელიც სწორედ ანტიალერგიულ ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებზეა ორიენტირებული.

mkurnali.ge

დაბოლოს, რამდენიმე რჩევა ალერგიისკენ მიდრეკილი ბავშვების მშობლებს ალერგოლოგებისგან:

  • არ გადატვირთოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. მშობელი ხშირად იციკლება იმაზე, რომ მისმა ბავშვმა რაღაცა შეჭამა და აქვს ალერგია, სინამდვილეში მან ბევრი ჭამა და კუჭ-ნაწლავმა ვერ გადაამუშავა ის ბოლომდე, სისხლში გამოიყო ანტისხეულები და ეს ყველაფერი აისახა კანზე.
  • თუ ბავშვს ალერგიისკენ აქვს მიდრეკილება, როდესაც მას აბანავებთ ქლორირებულ, ონკანის წყალში, ცალკე უნდა გქონდეთ გადადუღებული წყალი, რომ ჩამობანოთ ქლორი და ამის მერე გაამშრალოთ.
  • ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 20 გრადუსი, ტენიანობა კი - 50-70%. თუ ეს პარამეტრები დარღვეულია, მაშინ ბავშვი ოფლიანობს და ეს პირდაპირ აისახება კანის მდგომარეობაზე.
  • უნდა დააკვირდეთ სარეცხის საშუალებებს, საპნებს, შამპუნებს, საფენებს. ზოგიერთი სარეცხის საშუალება და საპონი ბავშვს კანს უღიზიანებს ან ალერგიას იწვევს. ასევეა საფენი - თუ შეამჩნევთ, რომ ჩვეულებრივ ვადებში გამოცვლილი საფენის ქვეშ მაინც გამუდმებით უღიზიანდება კანი, ე.ი. ამ საფენში შემავალ რომელიღაც შემადგენელზე პატარას ალერგია აქვს და უნდა გამოცვალოთ სხვა ფირმის საფენით. ხოლო სარეცხი საშუალებები მაქსიმალურად ბუნებრივი და ანტიალერგიული უნდა შეარჩიოთ.
  • ბოლო დროს ხშირია ალერგია მტვერზე. დააკვირდით, თუ პატარა ხშირად იწყებს ცემინებას, როცა ოთახს ალაგებთ, ან როდესაც ყვავილებს შორის მოხვდება, ფუმფულა სათამაშოებთან და ა.შ., ე.ი. საყურადღებოა და ალერგოლოგს უნდა მიმართოთ. თუ რეაქცია ბავშვის ალერგიულ გამონაყარზე დროული არ გექნებათ, შესაძლებელია, ალერგიის გამოვლინება გამწვავდეს და მერე უფრო გაგიჭირდეთ მკურნალობა.

mkurnali.ge