თამაში მთავრდება და იწყება სწავლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამაში მთავრდება და იწყება სწავლა

ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება მნიშვნელოვანი მომენტი: ის თამაშიდან სწავლაზე უნდა გადავიდეს, ფეხი შედგას ახალ, შეუცნობელ სამყაროში, რომელიც უამრავ სიახლეს ჰპირდება. პირველ კლასთან ადაპტაციის პროცესის სწორად წარმართვა ძალზე მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანაში.

ადაპტაციის პროცესი 2-6 თვემდე გრძელდება და ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. პირველ 2-3 კვირას მწვავე ადაპტაციის პერიოდს უწოდებენ. ეს ყველაზე მძიმე დროა პატარა მოსწავლისთვის. ახალ ზემოქმედებებს ბავშვის ორგანიზმი მნიშვნელოვანი დაძაბულობით პასუხობს, რის გამოც პირველსავე თვეს ბევრი პირველკლასელი ავად ხდება. მომდევნო ეტაპია არამდგრადი, მერყევი შეგუება. ბავშვის ორგანიზმი ეძებს ახალ პირობებზე რეაქციის მისაღებ ვარიანტებს. ამის შემდეგ დგება შედარებით მყარი შეგუების პერიოდი - დატვირთვებს ორგანიზმი ნაკლები დაძაბულობით პასუხობს.

ადაპტაციის სიმპტომები

ეს სიმპტომები სხვადასხვაგვარია. მრავალ პირველკლასელს აწუხებს თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება. ექიმები აღნიშნავენ არტერიული წნევის დაწევას ან მომატებას, გულისცემის გახშირებას, ხოლო ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პირველი სემესტრის დასასრულს ბავშვების 60%-მა წონა დაიკლო. ცვლილებები შეინიშნება ბავშვების ქცევაშიც: უმიზეზო ცრემლები, ჭირვეულობა, ისტერიკა, გახშირებული „მინდა - არ მინდა“, „გავაკეთებ - არ გავაკეთებ“... გროვდება უამრავი ემოცია... ხშირად პირველკლასელს სკოლაში იდეალურად უჭირავს თავი, სამი-ოთხი საათის განმავლობაში უძლებს დატვირთვას, სახლში კი დუნდება და ყველა დათრგუნულ, ჩახშობილ ემოციას გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევს. სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვის არაადეკვატური მდგომარეობა არც ჭირვეულობაა და არც მშობლების აბუჩად აგდება, ეს რაღაც ავადმყოფობის მსგავსია. ეცადეთ, მოთმინებით, გაგებით მოეკიდოთ პატარას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას.

შვიდი წესი დედებისთვის

1. დღის რეჟიმი აუცილებელია! ეს მრავალრიცხოვანი გამოკვლევით არის დამტკიცებული. მიუხედავად ამისა, ცოტა თუ იცავს მას. ბავშვისთვის აუცილებელია ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დაცვა - ამას მოითხოვს მისი მოუმწიფებელი და ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემა. 6-7 წლის ბავშვს 10-11 საათი უნდა ეძინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ 21 საათზე ის უკვე საწოლში უნდა იწვეს, რათა დილით დასვენებულმა და ენერგიით სავსემ გაიღვიძოს. სასურველია, სწავლის პირველ თვეს ბავშვს დღისითაც ეძინოს: მიუჩვეველი ორგანიზმი ადვილად იღლება. ძილის დარღვევის დროს დაგეხმარებათ ცხელი აბაზანა, თაფლიანი რძე, მსუბუქი, რბილი მასაჟი და საყვარელი ზღაპარი.

2. მოძრაობა. სკოლაში მისვლისთანავე ბავშვების მოძრაობითი აქტივობა 2-ჯერ მცირდება, 6-7 წლის ბავშვისთვის კი მოძრაობა განვითარებაა, ამიტომ აუცილებელია სუფთა ჰაერზე თამაში, აქტიური დასვენება. სეირნობის საერთო ხანგრძლივობამ (საშინაო დავალების მომზადებამდე და ძილის წინ) 3-4 სთ უნდა შეადგინოს.

3. კარგი ურთიერთობა მასწავლებელთან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მასწავლებლისგან შეიტყობთ, რა უჭირს პატარას, რაში ესაჭიროება დახმარება. დაწყებით კლასში არსებობს დაუწერელი კანონი: მასწავლებელი ყოველთვის მართალია. ნურასოდეს გააკრიტიკებთ მასწავლებლის მოქმედებას ბავშვის თანდასწრებით. ყველა უთანხმოება პირისპირ მოაგვარეთ.

4. ნუ იჩქარებთ დამატებითი გაკვეთილების დანიშვნას, ნურც გახანგრძლივებულ ჯგუფში ბავშვის შეყვანას - პირველ თვეს ეს ზედმეტი დატვირთვაა.

5. დარწმუნდით, რომ ბავშვს ყველაფერი გამოსდის! თქვენი თავდაჯერება მასაც გადაედება. ხშირად უთხარით, რომ ის ყოჩაღია; მართალია, სწავლა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ თავს გაართმევს! პოზიტიური განწყობა ბავშვის ორგანიზმის რესურსების გააქტიურებას დაეხმარება.

6. თავი არიდეთ კონფლიქტს. პირველკლასელს ისედაც უჭირს, ამიტომ „აღმზრდელობითი“ ლექციები სამომავლოდ გადადეთ.

7. შეინარჩუნეთ სიმშვიდე! ასეთი რა მოხდა? დიახ, ბავშვი გაიზარდა, მაგრამ ყველა იზრდება, მიდის პირველ კლასში, ეჩვევა სკოლას, ახალ ცხოვრებას, თანატოლებს, ამყარებს ურთიერთობას მასწავლებელთან, კლასელებთან... მშვიდად იქნებით თქვენ - მშვიდად იქნება თქვენი შვილიც და სკოლის დაწყებისა თუ დამთავრების თანმხლებ ყველა სირთულეს გადალახავს.