რას ნიშნავს ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია

პრაქტიკულ ალერგოლოგიაში იმუნოთერაპია პირველად 1911 წელს მტვრით გამოწვეულ ალერგიასთან გამოიყენეს. მისი მიზანია ალერგენისადმი ქსოვილთა მგრძნობელობის შემცირება.

სხვადასხვა სახის ალერგენი (მაგალითად, არყის მტვერი, ძაღლის ბეწვი, ოთახის მტვრის ტკიპა და სხვა) ორგანიზმში შესაყვანად ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ საგანგებოდ მზადდება. პრეპარატები ალერგენების დაწმენდილი (გასუფთავებული) წყალმარილოვანი ექსტრაქტებია ან კიდევ ალერგენებისაგან გამოყოფილი გარკვეული ალერგენული კომპონენტები. ისინი მოქმედებს ალერგიული პასუხის (რეაქციის) ყველა რგოლზე, რაც განასხვავებს სწორედ ალერგენსპეციფიკურ იმუნოთერაპიას ჩვეულებრივი, ფარმაკოლოგიური პრეპარატებით მკურნალობისაგან.

ატოპიური დაავადებების მქონე ბავშვებთან ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის ჩასატარებლად გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის ალერგენები. ყველაზე ხშირად - ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარეთა და ბალახების მტვერი და სხვა. ისინი ორგანიზმში შეიყვანება ინექციის (მაგალითად, კანქვეშ) ან წვეთის სახით (ცხვირის და პირის ღრუში).

ბრონქული ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკის სტრატეგიის (GINA, 2003) შესაბამისად, ალერგენის შეყვანის მეთოდებიდან რეკომენდებულია ინექციის მეთოდი (კანქვეშ ნემსით შეყვანა). ეს მეთოდი პრაქტიკულად უმტკივნეულოა და მას პატარა ბავშვებიც კი ადვილად იტანენ.

როგორ ტარდება ალერგენსპეციფ იკური იმუნოთერაპია

თავდაპირველად ჩატარებული კანის სინჯების შედეგების მიხედვით შეირჩევა ალერგენი, რომლის მიმართაც ორგანიზმი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა და რომლის ზემოქმედებაც ამწვავებს დაავადებას (მაგალითად, გაზაფხულზე არყის მტვერთან კონტაქტი იწვევს პოლინოზს - გაძლიერებულ ცრემლდენასა და გამონადენს ცხვირიდან). ამის შემდეგ მზადდება ალერგენის განზავებები, პაციენტისათვის იქმნება სპეციალური რუკა (იგივე ცხრილი), რომელშიც აღნიშნული იქნება მისი ყოველი რეაქცია ინექციაზე. ამის შემდეგ იწყება სპეციალური სქემით ალერგენის ორგანიზმში შეყვანა. ინექციის ადგილზე ვითარდება სიწითლე, უმნიშვნელო ან გამოხატული შეშუპება (ადგილობრივ რეაქციაზე დამოკიდებულებით). ეს გამოვლინებები ფასდება და ჩაიწერება სპეციალურ ფურცელზე. აღნიშნული გამოვლინებები საშიშროებას არ ქმნის ბავშვისათვის. ისინი ან თავისით გაივლის, ან ექიმის მიერ დანიშნული ანტიჰისტამინური პრეპარატების ზემოქმედებით.

რადგანაც შესაძლოა ზოგადი გვერდითი რეაქციების განვითარებაც (ისინი, ჩვეულებრივ, იშვიათია და ძირითადად გამოწვეულია ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის არასწორად ჩატარებით, ალერგენის შეყვანის არასწორი ტექნიკით და ა.შ.), ინექციის შემდეგ საჭიროა ბავშვის დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებაში 30-40 წუთის განმავლობაში, რათა საჭიროების შემთხვევაში მას დროულად აღმოუჩინონ სათანადო დახმარება. ინექციები შესაძლოა განხორციელდეს როგორც ყოველდღიურად, ასევე კვირაში რამდენჯერმე.

ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის დროს ალერგენის შეყვანის რამდენიმე სქემა არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში კურსი 1-2 თვეს მოიცავს (ბავშვის მდგომარეობასა და შერჩეულ სქემაზე დამოკიდებულებით). დროზე დამოკიდებულებით განასხვავებენ წინასეზონურ (ყვავილობამდე 3-4 თვით ადრე) და სრულწლიან სქემას. როგორც წესი, ალერგენსპეციფიკურ იმუნოთერაპიას 5 წლის ბავშვებთან ატარებენ. ის ნორმალურად ერწყმის მკურნალობის სხვა მეთოდებს.

დაავადებები, რომელთა დროსაც ეფექტურია ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია:

  • ბრონქული ასთმა;
  • პოლინოზი;
  • ალერგიული რინიტი;
  • ალერგიული კონიუნქტივიტი.
ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის ძირითადი ჩვენება (გარდაუვალი პირობები):

1. ავადმყოფის ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტის შეუძლებლობა;

2. დაავადების გამწვავებაში კონკრეტული ალერგენის როლის მკაფიოდ დადასტურება (ალერგოლოგიური გამოკვლევებით).

ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია იშვიათად ინიშნება წამლისმიერი ალერგიებისას. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც პრეპარატი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისათვის და იმავდროულად მისთვის ალერგენია (მაგალითად, ინსულინი შაქრიანი დიაბეტის დროს). საკვებ პროდუქტებზე ალერგიის დროს საკვები რაციონიდან გამორიცხავენ შესაბამის პროდუქტს.

ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის უკუჩვენებებია:

  • ძირითადი ალერგიული დაავადების გამწვავება;
  • გარეგანი სუნთქვის მნიშვნელოვანი დარღვევები;
  • ბრონქული ასთმის მძიმე ფორმა;
  • რევმატიზმი;
  • მწვავე ინფექციური პათოლოგიები;
  • თირკმელების, ღვიძლის, ნერვული და ენდოკრინული სისტემების მძიმე დაავადებები.

ალერგენსპეციფ იკური იმუნოთერაპიის ეფექტურობა დამოკიდებულია

  • შეყვანილი ალერგენის ხარისხზე, რაოდენობასა და შეყვანის მეთოდზე;
  • თერაპიული კურსის რიცხვზე;
  • ალერგიული დაავადებისა და კონკრეტული ალერგენისადმი ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის სახეზე.

ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის ეფექტურობა მტვრისმიერი ალერგიის დროს 80-90%-ს აღწევს, საყოფაცხოვრებო ალერგიისას კი 70-80%-ს.

ეფექტური ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპიის დროს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მოთხოვნილება კლებულობს, ასთმისა და პოლინოზის სიმპტომთა დამძიმება-გამძაფრება არ შეინიშნება, გამწვავებებს შორის სტაბილურ მდგომარეობათა პერიოდები მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება.